მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი წელია, ახალ ბინაში გადმოვედი, მანამდე ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდი... მიუხედავად ჩემი ჩემპიონობისა, პოპულარობამ არ შემცვალა" - "ჰალკის" წარმატებული 2023 წელი და ახალი ცხოვრება მეუღლესთან ერთად
"ერთი წელია, ახალ ბინაში გადმოვედი, მანამდე ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდი... მიუხედავად ჩემი ჩემპიონობისა, პოპულარობამ არ შემცვალა" - "ჰალკის" წარმატებული 2023 წელი და ახალი ცხოვრება მეუღლესთან ერთად

სა­ა­ხალ­წლოდ მკლავ­ჭი­დელ ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვილს, მეტ­სა­ხე­ლად ქარ­თველ "ჰალ­კის" ვე­სა­უბ­რეთ. ლე­ვა­ნი რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნია, ეს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია...

შვიდგზის მსოფ­ლიო და ექ­ვსგზის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, მსოფ­ლიო TOP 8 ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვარს და არა მარ­ტო მკლავ­ჭი­დის მოყ­ვა­რუ­ლებს, ძა­ლი­ან უყ­ვართ...

სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორ აჯა­მებს ქარ­თვე­ლი "ჰალ­კი" და ფაქ­ტობ­რი­ვად, და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი სპორ­ტსმე­ნი გა­სულ წელს, რა სი­ახ­ლე­ე­ბით და გეგ­მე­ბით ხვდე­ბა ახალ წელს, ამა­ზე AMBEBI.GE-თვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- ლე­ვან, რო­გო­რი იყო თქვენ­თვის სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით 2023 წელი?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვი­პო­ვე - ჩემი ტი­ტუ­ლი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე. შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, ტრავ­მა მი­ვი­ღე. მაჯა და­ვი­ზი­ა­ნე და ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მკურ­ნა­ლო­ბას ხან­გრძლი­ვად მო­ვუნ­დი... მკურ­ნა­ლო­ბას მა­ინც გავ­დი­ვარ, თუმ­ცა უკე­თე­სად ვარ და ვემ­ზა­დე­ბი ახა­ლი შე­ჯიბ­რის­თვის, რო­მე­ლიც 20 აპ­რილს მექ­ნე­ბა. ჩვენს სპორ­ტშიც ხში­რია ტრავ­მე­ბი, იგი­ვე მა­ჯის მყე­სე­ბის გა­წყვე­ტა, მო­ტე­ხი­ლო­ბა... ამი­ტომ, სა­ჭი­როა მომ­ზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ვი­ტა­მი­ნი, რაც სა­ჭი­როა, მი­ი­ღო, რომ ორ­გა­ნიზ­მმა დატ­ვირ­თვას გა­უძ­ლოს.

ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რი ვარ­ჯი­ში და სწო­რი დას­ვე­ნე­ბა. კი­დევ არის რა­ღაც პრო­ცე­დუ­რე­ბი, რაც უნდა ჩა­ი­ტა­რო, რომ ორ­გა­ნიზ­მი ას­პა­რე­ზო­ბის­თვის მზად იყოს... მოკ­ლედ, პა­ტარ-პა­ტა­რა არა­ერ­თი ნი­უ­ან­სია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი ხართ, რამ­დე­ნი­მე გზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, გარ­და ამ წარ­მა­ტე­ბი­სა, სპორ­ტმა ემო­ცი­უ­რად რა მო­გი­ტა­ნათ. აქვე, რას ნიშ­ნავს, იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკლავ­ჭი­დე­ლი?

- პირ­ველ რიგ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, მე­ო­რე - ის, რომ დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ. გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჩემ­გან მო­გე­ბას ელო­დე­ბა, რად­გან ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სულ ვი­გებ. ამი­ტომ მეც მუდ­მი­ვად მო­სა­გე­ბად ვარ გან­წყო­ბი­ლი. ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­შიც, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა წარ­მა­ტე­ბა.

- გარ­და იმი­სა, რომ ხალ­ხს რო­გორც სპორ­ტსმე­ნი უყ­ვარ­ხართ, ასე­ვე თქვე­ნი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გა­მოც...

- მი­უ­ხე­და­ვად ჩემი ჩემ­პი­ო­ნო­ბი­სა, მა­ინც ის დავ­რჩი, რაც ვი­ყა­ვი. პო­პუ­ლა­რო­ბამ არ შემ­ცვა­ლა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ა­მოვ­ნოა წარ­მა­ტე­ბა, თუმ­ცა ამას ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რა­ღაც პრი­ვი­ლე­გი­ად არ მი­ვიჩ­ნევ.

- ე.ი. ჯან­სა­ღად შე­ხე­დეთ ამ ყვე­ლა­ფერს... ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით და შე­საძ­ლებ­ლო­ბით სხვე­ბის­გან რომ გა­მო­ირ­ჩე­ვით, ამის გამო მეტ­სა­ხე­ლად ჰალ­კი და­გარ­ქვეს. ამ მეტ­სა­ხელ­მა რა მო­გი­ტა­ნათ?

- ეს მეტ­სა­ხე­ლი დარ­ბაზ­ში მა­ლე­ვე შე­მარ­ქვეს, როცა ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე. ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა და კარ­გიც არის, ადა­მი­ა­ნე­ბი ად­ვი­ლად იმახ­სოვ­რე­ბენ და მი­მახ­სოვ­რე­ბენ. ეს სა­ხე­ლი მეც მო­ვირ­გე, არ მა­ღი­ზი­ა­ნებს...

ჩემი აღ­ნა­გო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცებ­ში ხელს მიშ­ლის. 180 კილო ვარ და სი­მაღ­ლე­ში - 192 სმ. ამ წო­ნის ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში სირ­თუ­ლე­ე­ბი გექ­მნე­ბა, ად­ვი­ლად იღ­ლე­ბი... ჩვენს სპორ­ტში წონა დი­დად აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ მე ასე­თი გე­ნე­ტი­კა მაქვს, კი­ლოგ­რა­მებს ად­ვი­ლად ვი­მა­ტებ. კი­დევ კარ­გი, სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, მან­ქა­ნა მყავ­დეს, თო­რემ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით რომ მემ­გზავ­რა, ავ­ტო­ბუ­სით ან "მარ­შრუტ­კით", გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ტრან­სპორ­ტში გა­ვი­ჭე­დე­ბო­დი, თუ ავი­დო­დი, სამი ადა­მი­ა­ნის უნდა გა­და­მე­ხა­და, რად­გან სამი ადა­მი­ა­ნის ად­გილს და­ვი­კა­ვებ­დი. პა­ტა­რა მან­ქა­ნებ­ში გა­სარ­თო­ბად ჩაჯ­დო­მა შე­იძ­ლე­ბა, რომ ვიმ­გზავ­რო, ისე, ასე­თი მან­ქა­ნით ყო­ველ­დღე ვერ ვი­მოძ­რა­ვებ­დი... ოჯახ­ში და სა­ნა­თე­სა­ვო­შიც ჩემ­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არა­ვის აქვს.

- მკლავ­ჭიდს თა­ვის­თა­ვად რა აზარ­ტი აქვს?

- უცხო ადა­მი­ა­ნიც რომ მხვდე­ბა, ყვე­ლას უნდა, რომ სცა­დოს თა­ვი­სი ძალა - ხელი გა­და­გი­წი­ოს. მო­ჭი­და­ვეს ამას არ ეტყვი­ან, - მოდი, ვი­ჭი­და­ო­თო... არც რო­მე­ლი­მე სხვა სა­ხე­ო­ბის სპორ­ტსმენს. მკლავ­ჭი­დი ისე­თი სპორ­ტია, რო­მე­ლიც ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ შე­უძ­ლია.

- ყვე­ლას აქვს იმის უფ­ლე­ბა, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გა­ა­ჩე­როს, ხელი გა­და­უ­წი­ოს და გა­მო­ცა­დოს?

- ვა­გე­ბი­ნებ ხოლ­მე (იცი­ნის)... ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი სპორ­ტია, ვი­საც ერთხელ მა­ინც გა­და­უ­წე­ვია ხელი, მერე ძა­ლი­ან იზი­დავს. წა­გე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მოქ­მე­დებს. მეც ადა­მი­ანს უბ­რა­ლოდ ხელი რომ გა­და­ვუ­წიო, სწყინს, ეს ბევ­რის­თვის შე­მიმ­ჩნე­ვია.

- ლე­ვან, წელს და­ქორ­წინ­დით და პირ­ვე­ლი ახა­ლი წე­ლია, როცა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ხვდე­ბით. რო­გო­რია თქვე­ნი წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა?

- ერთი წე­ლია, რაც ახალ ბი­ნა­ში გად­მო­ვე­დი, მა­ნამ­დე ძა­ლი­ან ცუდ პი­რო­ბებ­ში ვცხოვ­რობ­დი... ახალ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვე­ლო­დე­ბით - მე, ჩემი მე­უღ­ლე და ჩემი ძაღ­ლი.

- ბავ­შვო­ბა­ში რო­გორ ხდე­ბო­და ხოლ­მე?

- ბავ­შვო­ბა­ში მიყ­ვარ­და სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი, რომ გა­ვი­ზარ­დე, მერე რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი არ მქონ­და. პა­ტა­რა­ო­ბა­ში მა­მა­ჩემ­მა თა­ვი­დან­ვე მი­თხრა, რომ თოვ­ლის პაპა არ არ­სე­ბობ­და, რომ სა­ჩუქ­რე­ბი ადა­მი­ა­ნებს მოჰ­ქონ­დათ. ნაძ­ვის ხეც მახ­სოვს, რომ მი­ხა­რო­და... ახალ წელს სხვა­გან არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ, სულ სახ­ლში და ახ­ლაც ასე ვა­პი­რებთ.

- პირ­ველს რა სა­დღეგ­რძე­ლოს შეს­ვამთ და რა სას­მე­ლით?

- რო­გორც წესი, ღვი­ნით შევსვამ. ისე ალ­კოჰოლს არ ვსვამ. უბ­რა­ლოდ, ერთ ჭი­ქას დავ­ლევ, მად­ლო­ბას ვე­ტყვი ძველ წელს და შევ­ხვდე­ბი ახალ წელს სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით, იმე­დე­ბით. 2024 წელს ორი შე­ჯიბ­რი მექ­ნე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბას ველი.

- გა­მარ­ჯვე­ბას გი­სურ­ვებთ და სა­უ­კე­თე­სო წელს.

- დიდი მად­ლო­ბა... მეც ყვე­ლას მშვი­დო­ბას ვუ­სურ­ვებ, ჯან­მრთე­ლო­ბას, გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი და ერ­თმა­ნე­თი და­ვა­ფა­სოთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაკადუ
0

წარმატებები ლევანს ❤️

გულშემატკივარი
0

მრავალ ახალ წელს დაესწარით ჩვენს ოჯახთან ერთად. წარმატებები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ერთი წელია, ახალ ბინაში გადმოვედი, მანამდე ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდი... მიუხედავად ჩემი ჩემპიონობისა, პოპულარობამ არ შემცვალა" - "ჰალკის" წარმატებული 2023 წელი და ახალი ცხოვრება მეუღლესთან ერთად

"ერთი წელია, ახალ ბინაში გადმოვედი, მანამდე ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდი... მიუხედავად ჩემი ჩემპიონობისა, პოპულარობამ არ შემცვალა" - "ჰალკის" წარმატებული 2023 წელი და ახალი ცხოვრება მეუღლესთან ერთად

საახალწლოდ მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს, მეტსახელად ქართველ "ჰალკის" ვესაუბრეთ. ლევანი რომ წარმატებული სპორტსმენია, ეს საყოველთაოდ ცნობილია...

შვიდგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო TOP 8 ჩემპიონატის გამარჯვებული გულშემატკივარს და არა მარტო მკლავჭიდის მოყვარულებს, ძალიან უყვართ...

საინტერესოა როგორ აჯამებს ქართველი "ჰალკი" და ფაქტობრივად, დაუმარცხებელი სპორტსმენი გასულ წელს, რა სიახლეებით და გეგმებით ხვდება ახალ წელს, ამაზე AMBEBI.GE-თვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ლევან, როგორი იყო თქვენთვის სპორტული კარიერის თვალსაზრისით 2023 წელი?

- მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვე - ჩემი ტიტული შევინარჩუნე. შემდეგ, სამწუხაროდ, ტრავმა მივიღე. მაჯა დავიზიანე და ზაფხულიდან მოყოლებული, მკურნალობას ხანგრძლივად მოვუნდი... მკურნალობას მაინც გავდივარ, თუმცა უკეთესად ვარ და ვემზადები ახალი შეჯიბრისთვის, რომელიც 20 აპრილს მექნება. ჩვენს სპორტშიც ხშირია ტრავმები, იგივე მაჯის მყესების გაწყვეტა, მოტეხილობა... ამიტომ, საჭიროა მომზადების პერიოდში ყველანაირი ვიტამინი, რაც საჭიროა, მიიღო, რომ ორგანიზმმა დატვირთვას გაუძლოს.

ასევე აუცილებელია სწორი ვარჯიში და სწორი დასვენება. კიდევ არის რაღაც პროცედურები, რაც უნდა ჩაიტარო, რომ ორგანიზმი ასპარეზობისთვის მზად იყოს... მოკლედ, პატარ-პატარა არაერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი.

- წარმატებული სპორტსმენი ხართ, რამდენიმე გზის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, გარდა ამ წარმატებისა, სპორტმა ემოციურად რა მოგიტანათ. აქვე, რას ნიშნავს, იყო წარმატებული მკლავჭიდელი?

- პირველ რიგში ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, მეორე - ის, რომ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ. გულშემატკივარი ჩემგან მოგებას ელოდება, რადგან ბოლო რამდენიმე წელია, სულ ვიგებ. ამიტომ მეც მუდმივად მოსაგებად ვარ განწყობილი. ყოველდღიურობაშიც, ადამიანებთან ურთიერთობაშიც ძალიან სასიამოვნოა წარმატება.

- გარდა იმისა, რომ ხალხს როგორც სპორტსმენი უყვარხართ, ასევე თქვენი პიროვნული თვისებების გამოც...

- მიუხედავად ჩემი ჩემპიონობისა, მაინც ის დავრჩი, რაც ვიყავი. პოპულარობამ არ შემცვალა. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა წარმატება, თუმცა ამას ყოველდღიურობაში ადამიანებთან ურთიერთობაში რაღაც პრივილეგიად არ მივიჩნევ.

- ე.ი. ჯანსაღად შეხედეთ ამ ყველაფერს... ფიზიკური მონაცემებით და შესაძლებლობით სხვებისგან რომ გამოირჩევით, ამის გამო მეტსახელად ჰალკი დაგარქვეს. ამ მეტსახელმა რა მოგიტანათ?

- ეს მეტსახელი დარბაზში მალევე შემარქვეს, როცა ვარჯიში დავიწყე. ჩემთვის სასიამოვნოა და კარგიც არის, ადამიანები ადვილად იმახსოვრებენ და მიმახსოვრებენ. ეს სახელი მეც მოვირგე, არ მაღიზიანებს...

ჩემი აღნაგობა ცხოვრებაში რაღაცებში ხელს მიშლის. 180 კილო ვარ და სიმაღლეში - 192 სმ. ამ წონის ადამიანს ცხოვრებაში სირთულეები გექმნება, ადვილად იღლები... ჩვენს სპორტში წონა დიდად აუცილებელი არ არის, მაგრამ მე ასეთი გენეტიკა მაქვს, კილოგრამებს ადვილად ვიმატებ. კიდევ კარგი, საშუალება მაქვს, მანქანა მყავდეს, თორემ საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ მემგზავრა, ავტობუსით ან "მარშრუტკით", გამიჭირდებოდა. ტრანსპორტში გავიჭედებოდი, თუ ავიდოდი, სამი ადამიანის უნდა გადამეხადა, რადგან სამი ადამიანის ადგილს დავიკავებდი. პატარა მანქანებში გასართობად ჩაჯდომა შეიძლება, რომ ვიმგზავრო, ისე, ასეთი მანქანით ყოველდღე ვერ ვიმოძრავებდი... ოჯახში და სანათესავოშიც ჩემნაირი მონაცემები არავის აქვს.

- მკლავჭიდს თავისთავად რა აზარტი აქვს?

- უცხო ადამიანიც რომ მხვდება, ყველას უნდა, რომ სცადოს თავისი ძალა - ხელი გადაგიწიოს. მოჭიდავეს ამას არ ეტყვიან, - მოდი, ვიჭიდაოთო... არც რომელიმე სხვა სახეობის სპორტსმენს. მკლავჭიდი ისეთი სპორტია, რომელიც ყველას ჰგონია, რომ შეუძლია.

- ყველას აქვს იმის უფლება, მსოფლიო ჩემპიონი გააჩეროს, ხელი გადაუწიოს და გამოცადოს?

- ვაგებინებ ხოლმე (იცინის)... ძალიან აზარტული სპორტია, ვისაც ერთხელ მაინც გადაუწევია ხელი, მერე ძალიან იზიდავს. წაგება განსაკუთრებით მოქმედებს. მეც ადამიანს უბრალოდ ხელი რომ გადავუწიო, სწყინს, ეს ბევრისთვის შემიმჩნევია.

- ლევან, წელს დაქორწინდით და პირველი ახალი წელია, როცა მეუღლესთან ერთად ხვდებით. როგორია თქვენი წინასაახალწლო განწყობა?

- ერთი წელია, რაც ახალ ბინაში გადმოვედი, მანამდე ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობდი... ახალ წელს განსაკუთრებულად ველოდებით - მე, ჩემი მეუღლე და ჩემი ძაღლი.

- ბავშვობაში როგორ ხდებოდა ხოლმე?

- ბავშვობაში მიყვარდა საახალწლო სამზადისი, რომ გავიზარდე, მერე რაიმე განსაკუთრებული ტრადიციები არ მქონდა. პატარაობაში მამაჩემმა თავიდანვე მითხრა, რომ თოვლის პაპა არ არსებობდა, რომ საჩუქრები ადამიანებს მოჰქონდათ. ნაძვის ხეც მახსოვს, რომ მიხაროდა... ახალ წელს სხვაგან არასდროს შევხვედრივარ, სულ სახლში და ახლაც ასე ვაპირებთ.

- პირველს რა სადღეგრძელოს შესვამთ და რა სასმელით?

- როგორც წესი, ღვინით შევსვამ. ისე ალკოჰოლს არ ვსვამ. უბრალოდ, ერთ ჭიქას დავლევ, მადლობას ვეტყვი ძველ წელს და შევხვდები ახალ წელს საუკეთესო სურვილებით, იმედებით. 2024 წელს ორი შეჯიბრი მექნება და გამარჯვებას ველი.

- გამარჯვებას გისურვებთ და საუკეთესო წელს.

- დიდი მადლობა... მეც ყველას მშვიდობას ვუსურვებ, ჯანმრთელობას, გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთმანეთი დავაფასოთ.