სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაცნობეს, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს არის გაუგონარი უკანონობა" - პროფკავშირის ხელმძღვანელი
"გვაცნობეს, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს არის გაუგონარი უკანონობა" -  პროფკავშირის ხელმძღვანელი

"მეც­ნი­ე­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის პროფ­კავ­ში­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნი­კო­ლოზ წი­ქა­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ფი­ცუ­ლი 17 თა­ნამ­შრო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მისი თქმით, ეს წე­რია დო­კუმნტში, კერ­ძოდ, ოპე­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის, ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძის ბრძა­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც მათ მი­ი­ღეს.

"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ გა­ფი­ცუ­ლი პი­რე­ბი გა­ფიც­ვი­დან 30 დღის შემ­დე­გაც არ აპი­რებ­დნენ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბას, რო­დე­საც თე­ატ­რში მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სე­ზო­ნი, გა­სა­მარ­თია სპექ­ტაკ­ლე­ბის პრე­მი­ე­რე­ბი და ხელი ეშ­ლე­ბა თე­ატ­რის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, თე­ატრმა 2023 წლის 5 დე­კემ­ბრის შემ­დგომ შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით სამ­სა­ხურ­ში მი­ი­ღო თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად ას­რუ­ლე­ბენ იგი­ვე ფუნ­ქცი­ებს, რა­საც გა­ფი­ცუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, საშ­ტა­ტო გან­რი­გით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ხელ­ფა­სო ბი­უ­ჯე­ტი სრუ­ლად იქნა მი­მარ­თუ­ლი ახ­ლად აყ­ვა­ნი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე.

ამ­დე­ნად, რად­გან თე­ატრს მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტი­სათ­ვის, გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი პი­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ იდენ­ტურ ფუნ­ქცი­ებს, რა­საც ას­რუ­ლებ­დნენ გა­ფი­ცუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და თე­ატრს არ ესა­ჭი­რო­ე­ბა ერთ პო­ზი­ცი­ა­ზე ორი და­საქ­მე­ბუ­ლი პირი და ამას­თა­ნა­ვე, აღარც ამის სა­ხელ­ფა­სო რე­სურ­სი გა­აჩ­ნია, აღ­ნიშ­ნუ­ლი ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თე­ატრმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­ფი­ცულ პი­რებ­თან, 2023 წლის 28 დე­კემ­ბრი­დან შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ბრძა­ნე­ბა­ში.

ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის გა­ფი­ცუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ვის სა­სა­მარ­თლო­ში გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რე­ბენ.

"25 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ი­ფი­ცა, ხელ­ფა­სე­ბის ზრდის მო­თხოვ­ნით, მათი ხელ­ფა­სი 500-600 იყო, გა­ფიც­ვა გაგ­რძელ­და 53 დღე. პროფ­კავ­შორ­მა ყვე­ლა იუ­რი­დი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა და­იც­ვა, ხოლო ოპე­რის ად­მი­ნის­ტრი­ა­ცი­ამ პი­რი­ქით ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რუ­ლი ნა­ბი­ჯი სამ­რთლებ­რი­ვად მცდა­რად გა­დად­გა.

ჩვენ მივ­მარ­თელთ შრო­მის ინ­სპექ­ცი­ას სა­ჩივ­რით, რა­მაც ოპე­რის ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­ა­ცე­ცხლა, რად­გან მათ ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვთ და­საქ­მე­ბუ­ლებ­თან.ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ ხელ­ფა­სე­ბის 40%-იან ზრდას და შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის შეს­ვლას ოპე­რა­ში, რაც და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბის სა­წინ­დრად მი­ვიჩ­ნი­ეთ, ამი­ტომ გა­ფი­ცუ­ლებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ გა­ფიც­ვის სა­ფუძ­ვე­ლი ამო­ი­წუ­რა და გა­და­წყვი­ტეს სა­მუ­შაო ად­გილ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა.

პრო­ცე­დუ­რის დაც­ვით, ჩვენ ოპე­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ვაც­ნო­ბეთ ამის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ოპე­რა­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს ად­მი­ნის­ტრა­ცია კა­ნონ­დარ­ღვე­ვით არ უშ­ვებ­და, დღეს კი ამ უნა­მუ­სო­ებ­მა გვაც­ნო­ბეს, რომ ყვე­ლა გა­ფი­ცუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ფიც­ვის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან, ეს არის გა­უ­გო­ნა­რი, ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უკა­ნო­ნო­ბა.

ეს არის ფა­შის­ტუ­რი კულ­ტუ­რის პო­ლი­ტი­კა და ვინც ამას ამარ­თლებს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფა­შის­ტი! ეს ხალ­ხი არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხა­დი! იმ ასამ­დე სარ­ჩელს, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ არის შე­სუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ში კი­დევ 17 სარ­ჩე­ლი და­ე­მა­ტე­ბა! მო­რა­ლუ­რა­დაც აგებს ეს "ხალ­ხი" პა­სუხს!ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა! მდუ­მა­რე­ბა კი გვა­მახ­სოვ­რდე­ბა!" - წერს "ფე­ის­ბუ­ში" ნი­კო­ლოზ წი­ქა­რი­ძე.

უფ
16

ვინც მივიდა ღირსია მთელი ცხოვრება ხელფასი არ მოემატოს. მაგრამ ხელმძღვანელობას ეგ სიჩათლახე არ უნდა შერჩეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"გვაცნობეს, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს არის გაუგონარი უკანონობა" - პროფკავშირის ხელმძღვანელი

"გვაცნობეს, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს არის გაუგონარი უკანონობა" -  პროფკავშირის ხელმძღვანელი

"მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ წიქარიძის ინფორმაციით, გაფიცული 17 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მისი თქმით, ეს წერია დოკუმნტში, კერძოდ, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის ბრძანებაში, რომელიც მათ მიიღეს.

"იმის გათვალისწინებით, რომ გაფიცული პირები გაფიცვიდან 30 დღის შემდეგაც არ აპირებდნენ სამსახურში დაბრუნებას, როდესაც თეატრში მიმდინარეობს აქტიური სეზონი, გასამართია სპექტაკლების პრემიერები და ხელი ეშლება თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას, თეატრმა 2023 წლის 5 დეკემბრის შემდგომ შრომითი ხელშეკრულებებით სამსახურში მიიღო თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად ასრულებენ იგივე ფუნქციებს, რასაც გაფიცული თანამშრომლები. ამასთანავე, საშტატო განრიგით განსაზღვრული სახელფასო ბიუჯეტი სრულად იქნა მიმართული ახლად აყვანილი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე.

ამდენად, რადგან თეატრს მოცემული მომენტისათვის, გაფორმებული აქვს შრომითი ხელშეკრულებები პირებთან, რომლებიც ასრულებენ იდენტურ ფუნქციებს, რასაც ასრულებდნენ გაფიცული თანამშრომლები და თეატრს არ ესაჭიროება ერთ პოზიციაზე ორი დასაქმებული პირი და ამასთანავე, აღარც ამის სახელფასო რესურსი გააჩნია, აღნიშნული ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, თეატრმა მიიღო გადაწყვეტილება, გაფიცულ პირებთან, 2023 წლის 28 დეკემბრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

ოპერისა და ბალეტის თეატრის გაფიცული თანამშრომლები დავის სასამართლოში გაგრძელებას აპირებენ.

"25 თანამშრომელი გაიფიცა, ხელფასების ზრდის მოთხოვნით, მათი ხელფასი 500-600 იყო, გაფიცვა გაგრძელდა 53 დღე. პროფკავშორმა ყველა იურიდიული პროცედურა დაიცვა, ხოლო ოპერის ადმინისტრიაციამ პირიქით ყველა პროცედურული ნაბიჯი სამრთლებრივად მცდარად გადადგა.

ჩვენ მივმართელთ შრომის ინსპექციას საჩივრით, რამაც ოპერის ადმინისტრაცია გააცეცხლა, რადგან მათ ბევრი პრობლემა აქვთ დასაქმებულებთან.ჩვენ მივაღწიეთ ხელფასების 40%-იან ზრდას და შრომის ინსპექციის შესვლას ოპერაში, რაც დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობის გამოსწორების საწინდრად მივიჩნიეთ, ამიტომ გაფიცულებმა ჩათვალეს, რომ გაფიცვის საფუძველი ამოიწურა და გადაწყვიტეს სამუშაო ადგილზე დაბრუნება.

პროცედურის დაცვით, ჩვენ ოპერის ადმინისტრაციას ვაცნობეთ ამის შესახებ, თუმცა ოპერაში დასაქმებულებს ადმინისტრაცია კანონდარღვევით არ უშვებდა, დღეს კი ამ უნამუსოებმა გვაცნობეს, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს არის გაუგონარი, ანტიკონსტიტუციური უკანონობა.

ეს არის ფაშისტური კულტურის პოლიტიკა და ვინც ამას ამართლებს არის ჩვეულებრივი ფაშისტი! ეს ხალხი არის ჩვენი ქვეყნის სახადი! იმ ასამდე სარჩელს, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემის წინააღმდეგ არის შესული სასამართლოში კიდევ 17 სარჩელი დაემატება! მორალურადაც აგებს ეს "ხალხი" პასუხს!ბრძოლა გრძელდება! მდუმარება კი გვამახსოვრდება!" - წერს "ფეისბუში" ნიკოლოზ წიქარიძე.