პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა, ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა - ბრალდება ძალიან მძიმეა" - ჯანდაცვის მინისტრი სააფთიაქო სკანდალზე
"ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა, ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა - ბრალდება ძალიან მძიმეა" - ჯანდაცვის მინისტრი სააფთიაქო სკანდალზე

ონ­კო­ლო­გი­ურ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ფა­სე­ბი 3-4-ჯერ გა­ი­ზარ­და და ამის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბო­და ლი­მი­ტე­ბის ნა­ად­რე­ვად ამო­წურ­ვა და ადა­მი­ა­ნე­ბი რჩე­ბოდ­ნენ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­რე­შე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში - ბრალ­დე­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის გამო 4 ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის და­ჯა­რი­მე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, და­დას­ტურ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი 4 კომ­პა­ნია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, ხალ­ხის და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ, ყვე­ლა­ზე უფრო მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მართ ვე­რა­გუ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

"დღეს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მიერ და­დას­ტურ­და ის სა­მარ­ცხვი­ნო და ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტი, რა­საც რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვე­ბი­სა და მყა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვამ­ბობ­დით. კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა თით­ქმის 9-თვი­ა­ნი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი. ეს შე­დე­გე­ბი ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. და­დას­ტურ­და, რომ ეს კომ­პა­ნი­ე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, ხალ­ხის და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ, თან ყვე­ლა­ზე უფრო მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან ვე­რა­გუ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ; ცდი­ლობ­დნენ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ფა­სის გაზ­რდას. ონ­კო­ლო­გი­ურ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ფა­სე­ბი 3-4-ჯერ გა­ი­ზარ­და და ამის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბო­და მათი ლი­მი­ტე­ბის ნა­ად­რე­ვად ამო­წურ­ვა და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რჩე­ბოდ­ნენ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­რე­შე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­ზეც სა­ხელ­მწი­ფოს მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა ჰქონ­და. მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად შე­ის­წავ­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ი­ღო. მინ­და, მივ­მარ­თო ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს და ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ვამ­შვი­დო, რომ სა­ხელ­მწი­ფო ყო­ველ­თვის იზ­რუ­ნებს მათ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე და რე­ა­გი­რე­ბა ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მკაც­რი“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს საკ­მა­რის­ზე მეტი დრო ჰქონ­დათ არ­გუ­მენ­ტე­ბის წარ­სად­გე­ნად.

"ბრალ­დე­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რაც კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ ჩვენ­გან ამო­ი­ღო, ასე­ვე ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს საკ­მა­რის­ზე მეტი დრო ჰქონ­დათ არ­გუ­მენ­ტე­ბის წარ­მო­სად­გე­ნად, დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს იყო ცალ­სა­ხად გა­რი­გე­ბუ­ლი კონ­კრე­ტულ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, ზუს­ტად 1 თეთ­რის სი­ზუს­ტით ხდე­ბო­და. როცა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ათა­სო­ბით ლარი ღირს, ალ­ბა­თო­ბა თე­ო­რი­უ­ლა­დაც მი­ნი­მა­ლუ­რია, რომ ოთხმა კომ­პა­ნი­ამ ერთი და იგი­ვე ფასი შეს­თა­ვა­ზოს სა­ხელ­მწი­ფოს. ეს იყო წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდი­ლი ფა­სით მომ­ხდა­რი­ყო სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ანა­ზღა­უ­რე­ბა და ამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა. ონ­კო­ლო­გი­ურ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე წლი­უ­რი ლი­მი­ტი გვაქვს და სწო­რედ იმ ლი­მი­ტი­დან ხდე­ბო­და ამ თან­ხე­ბის გა­ხარ­ჯვა და ადა­მი­ა­ნე­ბი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­რე­შე რჩე­ბოდ­ნენ“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, ფარ­მა­ცევ­ტულ სექ­ტორ­ში, 4 კომ­პა­ნია შე­თან­ხმე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის გამო და­ა­ჯა­რი­მა - “ავერ­სის”, გე­ფას (ჯი პი სი და “ფარ­მა­დე­პო”), პსპ-სა და “მერ­მი­სის” მიერ ონ­კო­ლო­გი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ფა­სე­ბის შე­თან­ხმე­ბა, ფა­სე­ბის ფიქ­სა­ცია დად­გინ­და.

„სა­ა­გენ­ტომ გა­მო­ავ­ლი­ნა იდენ­ტუ­რი ფა­სის 88 შემ­თხვე­ვა, რაც მო­ი­ცავს: 23 შემ­თხვე­ვას 2 კომ­პა­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით; 47 შემ­თხვე­ვას 3 კომ­პა­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით; 18 შემ­თხვე­ვას 4 კომ­პა­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. „ავერ­სის“ შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და იდენ­ტუ­რი ფა­სის 74 ფაქტს, გე­ფას ("ჯი პი სი", "ფარ­მა­დე­პო") შემ­თხვე­ვა­ში ასე­ვე 74 ფაქტს, პსპ-ს შემ­თხვე­ვა­ში 81 ფაქტს და “მერ­მი­სის” შემ­თხვე­ვა­ში 29 ფაქტს.

სა­ა­გენ­ტოს შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა წარ­მო­ად­გენს კონ­კუ­რენ­ცი­ის შემ­ზღუდ­ვე­ლი მიზ­ნის მქო­ნე შე­თან­ხმე­ბულ ქმე­დე­ბას და კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა, რო­გორც კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მძი­მე ფორ­მის დარ­ღვე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კომ­პა­ნი­ებს ჯამ­ში 53 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ჯა­რი­მა და­ე­კის­რათ: “ავერ­სი”: 14 402 425 ლარი; გეფა: 20 349 336 ლარი; პსპ: 17 094 872 ლარი; “მერ­მი­სი”: 951 301 ლარი“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
0

ოოხ იოსებ და ლავრენტი პალიჩ თქვენი ცოცხალი და მკვდარი ხრუშას( ხრუშოვს) რომ დაუტოვეთ ეს აწყოვილივუთ ქვეყანა. 

ლარგო
1

სახელმწიფო ღალატის ტოლფასია!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა, ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა - ბრალდება ძალიან მძიმეა" - ჯანდაცვის მინისტრი სააფთიაქო სკანდალზე

"ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა, ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა - ბრალდება ძალიან მძიმეა" - ჯანდაცვის მინისტრი სააფთიაქო სკანდალზე

ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში - ბრალდება ძალიან მძიმეა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ შეთანხმებული ქმედების გამო 4 ფარმაცევტული კომპანიის დაჯარიმების ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, დადასტურდა, რომ აღნიშნული 4 კომპანია მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ.

"დღეს კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ის სამარცხვინო და ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც რამდენიმე თვის განმავლობაში საფუძვლიანი ეჭვებისა და მყარი არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის 9-თვიანი მოკვლევის შედეგები. ეს შედეგები ძალიან სამწუხაროა. დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ; ცდილობდნენ მედიკამენტებზე ფასის გაზრდას. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში, რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ძალიან კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. მინდა, მივმართო ფარმაცევტულ კომპანიებს და ჩვენი მოსახლეობა დავამშვიდო, რომ სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე და რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან მკაცრი“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარსადგენად.

"ბრალდება ძალიან მძიმეა. მასალებზე დაყრდნობით, რაც კონკურენციის სააგენტომ ჩვენგან ამოიღო, ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად, დასტურდება, რომ ეს იყო ცალსახად გარიგებული კონკრეტულ მედიკამენტებზე, ზუსტად 1 თეთრის სიზუსტით ხდებოდა. როცა მედიკამენტები ათასობით ლარი ღირს, ალბათობა თეორიულადაც მინიმალურია, რომ ოთხმა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს. ეს იყო წინასწარგანზრახული, მიზანმიმართული, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასით მომხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება და ამ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტი გვაქვს და სწორედ იმ ლიმიტიდან ხდებოდა ამ თანხების გახარჯვა და ადამიანები მედიკამენტების გარეშე რჩებოდნენ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმა - “ავერსის”, გეფას (ჯი პი სი და “ფარმადეპო”), პსპ-სა და “მერმისის” მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფასების შეთანხმება, ფასების ფიქსაცია დადგინდა.

„სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს: 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით; 47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით; 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით. „ავერსის“ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, გეფას ("ჯი პი სი", "ფარმადეპო") შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, პსპ-ს შემთხვევაში 81 ფაქტს და “მერმისის” შემთხვევაში 29 ფაქტს.

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ: “ავერსი”: 14 402 425 ლარი; გეფა: 20 349 336 ლარი; პსპ: 17 094 872 ლარი; “მერმისი”: 951 301 ლარი“,- ნათქვამია განცხადებაში.