პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 ყურძენი, თეთრეულის ფერი, ჭურჭლის დამსხვრევა და... - 10 ყველაზე უცნაური და უჩვეულო ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბით
12 ყურძენი, თეთრეულის ფერი, ჭურჭლის დამსხვრევა და... - 10 ყველაზე უცნაური და უჩვეულო ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბით

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში დღე­სას­წა­უ­ლე­ბის აღ­ნიშ­ვნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი გვხვდე­ბა, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ახა­ლი წე­ლია. ზო­გი­ერთ კულ­ტუ­რა­ში სჯე­რათ, რომ ახა­ლი წელი ჭურ­ჭლის დამ­ტვრე­ვით უნდა აღი­ნიშ­ნოს, ზო­გი­ერ­თი კი თა­ვი­ანთ იღ­ბალს თეთ­რე­უ­ლის ფერს ან­დობს.

მო­დით, თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ 10 ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ას მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან:

  • ეს­პა­ნე­თი

ეს­პა­ნეთ­ში ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე 12 ყუ­რძნის ჭამა სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის ტრა­დი­ცი­აა. აქ ყუ­რძნის დრო­უ­ლად მირ­თმე­ვა იღ­ბლი­ა­ნი წლის გა­რან­ტი­ად ით­ვლე­ბა.

ამავდრო­უ­ლად, ის, თუ რამ­დე­ნად ტკბი­ლია ხილი, იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რას მო­ი­ტანს მომ­დევ­ნო წელი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "12 იღ­ბლი­ა­ნი ყუ­რძნის" ტრა­დი­ცია 1909 წელს მას შემ­დეგ წარ­მო­იშ­ვა, რაც ეს­პა­ნე­თის ერთ-ერთ რე­გი­ონს ყუ­რძნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­სა­ვა­ლი მო­უ­ვი­და.

  • და­ნია

უჩ­ვე­უ­ლო ტრა­დი­ცია გვხვდე­ბა და­ნი­ა­შიც, სა­დაც ახალ წელს თეფ­შე­ბის დამ­სხვრე­ვით ხვდე­ბი­ან. ხალ­ხი ჭურ­ჭელს კა­რებ­თან­ვე ტე­ხავს, რად­გან სჯე­რათ, რომ ეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი წლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­მო­უ­ყე­ნე­ბელ თეფ­შებს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხა­ვენ, 31 დე­კემ­ბერს კი მათ ოჯა­ხის და მე­გობ­რე­ბის კა­რებ­თან აგ­რო­ვე­ბენ. ით­ვლე­ბა, რომ რაც უფრო დი­დია დამ­სხვრე­უ­ლი ჭურ­ჭლის გრო­ვა, მით მეტ ახალ მე­გო­ბარს შე­ი­ძე­ნენ და მით უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან მომ­დევ­ნო წელს.

  • ეკ­ვა­დო­რი

რაც შე­ე­ხე­ბა ეკ­ვა­დორს, აქ მო­სახ­ლე­ო­ბა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, პოპ ვარ­სკვლა­ვე­ბის ან სხვა გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ფი­გუ­რებს აკე­თებს. ისი­ნი ძველ ტან­საც­მელს გა­ზე­თით ან ნა­ხერ­ხით ავ­სე­ბენ და ზე­მო­დან ნი­ღაბს ად­გა­მენ. ბო­ლოს, ეკ­ვა­დო­რე­ლე­ბი ამ ფი­გუ­რებს ახა­ლი წლის ღა­მეს ცე­ცხლს უკი­დე­ბენ, რაც ერ­თგვა­რი გან­წმენ­დის რი­ტუ­ალს წარ­მო­ად­გენს. ამ­ბო­ბენ, რომ ეს ტრა­დი­ცია ნე­ბის­მი­ერ უბე­დუ­რე­ბას და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას გან­დევ­ნის.

  • ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბი

ამ ქვეყ­ნებ­ში მომ­დევ­ნო წლის სი­უხ­ვეს თეთ­რე­უ­ლის ფე­რე­ბით გან­სა­ზღვრა­ვენ. დიახ, ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, წი­თელ საც­ვალს სიყ­ვა­რუ­ლი, ყვი­თელს კი სიმ­დიდ­რე მო­აქვს. თუ თქვენ მშვი­დო­ბას და ჰარ­მო­ნი­ას ნატ­რობთ, მა­შინ ახა­ლი წლის ღა­მეს თეთ­რი საც­ვლით უნდა შეხ­ვდეთ. ასე რომ, თეთ­რე­უ­ლის ფერი იმის მი­ხედ­ვით შე­ირ­ჩე­ვა, თუ რა სურს ადა­მი­ანს მო­მა­ვა­ლი წლის­თვის.

  • ირ­ლან­დია

ირ­ლან­დი­ა­ში მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლე­ბი ბა­ლი­შის ქვეშ ფით­რის ტოტს დე­ბენ (კენკრა, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ მი­თო­ლო­გი­ა­ში ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას­თა­ნაა ასო­ცი­რე­ბუ­ლი). მე­ო­რე დღეს ისი­ნი ტოტს ცე­ცხლში წვა­ვენ იმ იმე­დით, რომ სიყ­ვა­რულს მო­ი­ზი­და­ვენ.

კი­დევ ერთი უც­ნა­უ­რი ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ა­ში სრულ­დე­ბა, პუ­რის კედ­ლებ­სა და კა­რებ­ზე მირ­ტყმას. ით­ვა­ლის­წი­ნებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის რწმე­ნით, ეს ჩვე­უ­ლე­ბა მათ ბო­რო­ტი სუ­ლე­ბი­სა და ცუდი იღ­ბლის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს.

  • ია­პო­ნია

ია­პო­ნუ­რი ახა­ლი წელი, იგი­ვე ოშო­გა­ცუ, ბუ­დის­ტურ ტაძ­რებ­ში ზა­რის 108-ჯერ და­რეკ­ვით აღი­ნიშ­ნე­ბა. მათი რწმე­ნით, ეს იმ 108 ცდუ­ნე­ბის­გან ათა­ვი­სუფ­ლებთ, რო­მე­ლიც ყვე­ლა ადა­მი­ან­ში ბუ­დობს. ია­პო­ნე­ლებს სწამთ, რომ ზა­რე­ბის რეკ­ვა მათ წინა წლის ცოდ­ვე­ბის­გან გან­წმენ­დს.

  • ფი­ლი­პი­ნე­ბი

ფი­ლი­პი­ნებ­ში ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნა უფრო მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ჰარ­მო­ნი­ი­სა და სიმ­დიდ­რის მი­ღე­ბის იმე­დით, ფი­ლი­პი­ნე­ლე­ბი სახ­ლს მრგვა­ლი ფორ­მის ნივ­თე­ბით ამ­კო­ბენ, რად­გან ის მო­ნე­ტებ­სა და სიმ­დიდ­რეს უკავ­შირ­დე­ბა. ამის გამო, ფი­ლი­პი­ნე­ლე­ბი, ეს­პა­ნე­ლე­ბის მსგავ­სად, ყუ­რძენს მი­ირ­თმე­ვენ. ახა­ლი წლის დახ­ვედ­რამ­დე, ისი­ნი ჯი­ბე­ებ­ში მო­ნე­ტებს ილა­გე­ბენ და მათ გა­მუდ­მე­ბით აჩხა­რუ­ნე­ბენ.

  • იტა­ლია

იტა­ლი­ის გარ­კვე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში, მათ შო­რის ნე­ა­პოლ­ში, სიძ­ვე­ლის თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა ახა­ლი წლის ტრა­დი­ცი­აა. იტა­ლი­ე­ლე­ბი არა­სა­სურ­ველ ნივ­თებს, მათ შო­რის ავეჯ­საც კი, აივ­ნი­დან პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში გა­და­უ­ძა­ხე­ბენ ხოლ­მე. ამას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სი­ახ­ლე­ებ­თან შე­სახ­ვედ­რად აკე­თე­ბენ. იმის­თვის, რომ გამ­ვლე­ლე­ბი არ და­შავ­დნენ, ნე­ა­პო­ლე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა, გა­და­საყ­რე­ლად პა­ტა­რა და ფუმ­ფუ­ლა საგ­ნებს ირ­ჩევს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, თუ ახალ წელს ნე­ა­პო­ლის ქუ­ჩებ­ში გავ­ლას გა­და­წყვეტთ, სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ჩვე­უ­ლე­ბას იო­ჰა­ნეს­ბურ­გში, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­შიც ვხვდე­ბით.

  • შოტ­ლან­დია

შოტ­ლან­დი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სად, მეკვლის ტრა­დი­ცი­ას ვხვდე­ბით. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სახ­ლის ზღურ­ბლს პირ­ვე­ლი გად­მო­ა­ბი­ჯებს, ქუ­ალ­ტა­გის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. წე­სი­სა­მებრ, მან ოჯახ­ში სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი უნდა მი­ი­ტა­ნოს, რო­გო­რი­ცაა მო­ნე­ტე­ბი, ნახ­ში­რი, მა­რი­ლი, ან ვის­კი, რო­მელ­საც შოტ­ლან­დი­ე­ლე­ბის რწმე­ნით, სა­უ­კე­თე­სო იღ­ბა­ლი მო­აქვს.

  • გერ­მა­ნია

რაც შე­ე­ხე­ბა გერ­მა­ნი­ას, აქ ახა­ლი წლის ღა­მეს ტრა­დი­ცი­ულ კერძს, Silvesterkarpfen-ს მი­ირ­თმე­ვენ, რო­მე­ლიც თევ­ზის­გან მზად­დე­ბა. გერ­მა­ნე­ლე­ბი თვლი­ან, რომ თუ თევ­ზის ფხას სა­ფუ­ლე­ში მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნა­ხა­ვენ, ეს მათ სიმ­დიდ­რეს და იღ­ბალს მო­უ­ტანს. ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, თევ­ზის ფხის გა­დაგ­დე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია, რად­გან მი­იჩ­ნე­ვა, რომ ამას წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა მოჰ­ყვე­ბა, ამი­ტომ ბევ­რი მათ­გა­ნი თი­ლის­მა­სა­ვით ინა­ხავს მას.

წყა­რო: travel

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

არა ტროლი
8

აქ რა ტრადიციებიცაა სულ მალე დავიწყებას მიეცემა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

12 ყურძენი, თეთრეულის ფერი, ჭურჭლის დამსხვრევა და... - 10 ყველაზე უცნაური და უჩვეულო ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბით

12 ყურძენი, თეთრეულის ფერი, ჭურჭლის დამსხვრევა და... - 10 ყველაზე უცნაური და უჩვეულო ტრადიცია მსოფლიოს მასშტაბით

სხვადასხვა ქვეყნებში დღესასწაულების აღნიშვნის განსაკუთრებული ტრადიციები გვხვდება, გამონაკლისი არც ახალი წელია. ზოგიერთ კულტურაში სჯერათ, რომ ახალი წელი ჭურჭლის დამტვრევით უნდა აღინიშნოს, ზოგიერთი კი თავიანთ იღბალს თეთრეულის ფერს ანდობს.

მოდით, თვალი გადავავლოთ 10 ყველაზე უჩვეულო საახალწლო ტრადიციას მთელი მსოფლიოდან:

  • ესპანეთი

ესპანეთში ახალი წლის დადგომამდე 12 ყურძნის ჭამა საუკუნეზე მეტი ხნის ტრადიციაა. აქ ყურძნის დროულად მირთმევა იღბლიანი წლის გარანტიად ითვლება.

ამავდროულად, ის, თუ რამდენად ტკბილია ხილი, იმაზე მიანიშნებს, რას მოიტანს მომდევნო წელი. გავრცელებული ინფორმაციით, "12 იღბლიანი ყურძნის" ტრადიცია 1909 წელს მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონს ყურძნის განსაკუთრებულად მოსავალი მოუვიდა.

  • დანია

უჩვეულო ტრადიცია გვხვდება დანიაშიც, სადაც ახალ წელს თეფშების დამსხვრევით ხვდებიან. ხალხი ჭურჭელს კარებთანვე ტეხავს, რადგან სჯერათ, რომ ეს წარმატებული წლის მომტანი იქნება. ადგილობრივები გამოუყენებელ თეფშებს მთელი წლის განმავლობაში ინახავენ, 31 დეკემბერს კი მათ ოჯახის და მეგობრების კარებთან აგროვებენ. ითვლება, რომ რაც უფრო დიდია დამსხვრეული ჭურჭლის გროვა, მით მეტ ახალ მეგობარს შეიძენენ და მით უფრო წარმატებულები იქნებიან მომდევნო წელს.

  • ეკვადორი

რაც შეეხება ეკვადორს, აქ მოსახლეობა პოლიტიკოსების, პოპ ვარსკვლავების ან სხვა გამოჩენილი ადამიანების ფიგურებს აკეთებს. ისინი ძველ ტანსაცმელს გაზეთით ან ნახერხით ავსებენ და ზემოდან ნიღაბს ადგამენ. ბოლოს, ეკვადორელები ამ ფიგურებს ახალი წლის ღამეს ცეცხლს უკიდებენ, რაც ერთგვარი განწმენდის რიტუალს წარმოადგენს. ამბობენ, რომ ეს ტრადიცია ნებისმიერ უბედურებას და წარუმატებლობას განდევნის.

  • ლათინური ამერიკის ქვეყნები

ამ ქვეყნებში მომდევნო წლის სიუხვეს თეთრეულის ფერებით განსაზღვრავენ. დიახ, ტრადიციის მიხედვით, წითელ საცვალს სიყვარული, ყვითელს კი სიმდიდრე მოაქვს. თუ თქვენ მშვიდობას და ჰარმონიას ნატრობთ, მაშინ ახალი წლის ღამეს თეთრი საცვლით უნდა შეხვდეთ. ასე რომ, თეთრეულის ფერი იმის მიხედვით შეირჩევა, თუ რა სურს ადამიანს მომავალი წლისთვის.

  • ირლანდია

ირლანდიაში მარტოხელა ქალები ბალიშის ქვეშ ფითრის ტოტს დებენ (კენკრა, რომელიც ევროპულ მითოლოგიაში ნაყოფიერებასთანაა ასოცირებული). მეორე დღეს ისინი ტოტს ცეცხლში წვავენ იმ იმედით, რომ სიყვარულს მოიზიდავენ.

კიდევ ერთი უცნაური ტრადიცია, რომელიც ირლანდიაში სრულდება, პურის კედლებსა და კარებზე მირტყმას. ითვალისწინებს. ადგილობრივების რწმენით, ეს ჩვეულება მათ ბოროტი სულებისა და ცუდი იღბლისგან ათავისუფლებს.

  • იაპონია

იაპონური ახალი წელი, იგივე ოშოგაცუ, ბუდისტურ ტაძრებში ზარის 108-ჯერ დარეკვით აღინიშნება. მათი რწმენით, ეს იმ 108 ცდუნებისგან ათავისუფლებთ, რომელიც ყველა ადამიანში ბუდობს. იაპონელებს სწამთ, რომ ზარების რეკვა მათ წინა წლის ცოდვებისგან განწმენდს.

  • ფილიპინები

ფილიპინებში ახალი წლის აღნიშვნა უფრო მატერიალურ კეთილდღეობაზეა კონცენტრირებული. ჰარმონიისა და სიმდიდრის მიღების იმედით, ფილიპინელები სახლს მრგვალი ფორმის ნივთებით ამკობენ, რადგან ის მონეტებსა და სიმდიდრეს უკავშირდება. ამის გამო, ფილიპინელები, ესპანელების მსგავსად, ყურძენს მიირთმევენ. ახალი წლის დახვედრამდე, ისინი ჯიბეებში მონეტებს ილაგებენ და მათ გამუდმებით აჩხარუნებენ.

  • იტალია

იტალიის გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის ნეაპოლში, სიძველის თავიდან მოშორება ახალი წლის ტრადიციაა. იტალიელები არასასურველ ნივთებს, მათ შორის ავეჯსაც კი, აივნიდან პირდაპირ ქუჩაში გადაუძახებენ ხოლმე. ამას ადგილობრივები სიახლეებთან შესახვედრად აკეთებენ. იმისთვის, რომ გამვლელები არ დაშავდნენ, ნეაპოლელების უმეტესობა, გადასაყრელად პატარა და ფუმფულა საგნებს ირჩევს. ამის მიუხედავად, თუ ახალ წელს ნეაპოლის ქუჩებში გავლას გადაწყვეტთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. საინტერესოა, რომ ამ ჩვეულებას იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაშიც ვხვდებით.

  • შოტლანდია

შოტლანდიაში, საქართველოს მსგავსად, მეკვლის ტრადიციას ვხვდებით. ადამიანი, რომელიც სახლის ზღურბლს პირველი გადმოაბიჯებს, ქუალტაგის სახელითაა ცნობილი. წესისამებრ, მან ოჯახში სიმბოლური საჩუქრები უნდა მიიტანოს, როგორიცაა მონეტები, ნახშირი, მარილი, ან ვისკი, რომელსაც შოტლანდიელების რწმენით, საუკეთესო იღბალი მოაქვს.

  • გერმანია

რაც შეეხება გერმანიას, აქ ახალი წლის ღამეს ტრადიციულ კერძს, Silvesterkarpfen-ს მიირთმევენ, რომელიც თევზისგან მზადდება. გერმანელები თვლიან, რომ თუ თევზის ფხას საფულეში მთელი წლის განმავლობაში შეინახავენ, ეს მათ სიმდიდრეს და იღბალს მოუტანს. ტრადიციისამებრ, თევზის ფხის გადაგდება აკრძალულია, რადგან მიიჩნევა, რომ ამას წარუმატებლობა მოჰყვება, ამიტომ ბევრი მათგანი თილისმასავით ინახავს მას.

წყარო: travel

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"