საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება დახურულ კარს მიღმა, გაყიდული უძრავ-მოძრავი ქონება და ცოლი, როგორც "დაცვა" - როგორია შუმახერის დღევანდელობა ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ?
ცხოვრება დახურულ კარს მიღმა, გაყიდული უძრავ-მოძრავი ქონება და ცოლი, როგორც "დაცვა" - როგორია შუმახერის დღევანდელობა ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ?

უკვე 10 წელი გა­ვი­და საფ­რან­გე­თის ალ­პებ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი­დან, რო­მელ­მაც მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რის ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა ორ ნა­წი­ლად გაყო. 2013 წლის 29 დე­კემ­ბერს კუ­რორტ მე­რი­ბელ­ში თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლის დროს წი­თელ­მა ბა­რონ­მა სა­სიკ­ვდი­ლო და­ცე­მა გა­ნი­ცა­და, რის შე­დე­გა­დაც ლე­გენ­და­რულ­მა მრბო­ლელ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

იმ დღე­ებ­ში ბევ­რი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. ამ­ბობ­დნენ, რომ შუ­მა­ხე­რი სა­ში­ნე­ლი ტრავ­მის­გან სწრა­ფად გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბო­და, თუმ­ცა, 10 წელი გა­ვი­და და ხალ­ხის მხო­ლოდ ვიწ­რო წრემ იცის, რო­გო­რია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დღეს. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ზოგ­ჯერ მე­დი­ას­თან სა­უბ­რო­ბენ მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ არას­დროს იძ­ლე­ვი­ან ზედ­მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ცოტა ხნის წინ გერ­მა­ნულ გა­მო­ცე­მა Bild-ს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა ფორ­მუ­ლა 1-ის შვიდგზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ძმამ, თა­ვად სა­მე­ფო რბო­ლის ყო­ფილ­მა პი­ლოტ­მა, რალფ შუ­მა­ხერ­მა. მისი თქმით, ძვე­ლი დღე­ე­ბი აღარ დაბ­რუნ­დე­ბა.

"რაც შემ­დეგ მოხ­და, ამან ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ოჯა­ხი. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნის­თვის, ჩემ­თვის, მისი შვი­ლე­ბის­თვის“, - თქვა რალფ­მა. "მე­ნატ­რე­ბა იმ წლე­ბის მი­ხა­ე­ლი. ცხოვ­რე­ბა არ არის ხან­და­ხან სა­მარ­თლი­ა­ნი. მას ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რჯერ გა­უ­მარ­თლა, მაგ­რამ შემ­დეგ ეს ტრა­გე­დია მოხ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და რა­ღა­ცე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, მაგ­რამ ის არას­დროს იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გორც ადრე“.

რალფ შუ­მა­ხერ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში ძმის შე­სა­ხებ მო­გო­ნე­ბე­ბიც გა­იხ­სე­ნა. გა­მო­ცე­მას უამ­ბო, თუ რო­გორ ას­წავ­ლა ძმამ მო­ტოს­პორ­ტის სა­ფუძ­ვლე­ბი და რო­გორ ეძი­ნათ ერ­თად ლე­იბ­ზე სა­წო­ლის გა­რე­შე:

"მი­ხა­ე­ლი არ არის მხო­ლოდ ჩემი ძმა. როცა ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, ის ჩემი მწვრთნე­ლი და დამ­რი­გე­ბე­ლი იყო. მან ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლა კარ­ტინ­გის შე­სა­ხებ. ჩვენ შო­რის შვი­დი წე­ლია სხვა­ო­ბა. ჩვენ ერ­თად ვვარ­ჯი­შობ­დით, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ტოს­პორ­ტში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით რბო­ლა­ში გა­მო­ვი­ყე­ნე. მე მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეს­წავ­ლა სა­უ­კე­თე­სო­ე­ბის­გან. რო­დე­საც მშობ­ლებ­მა სახ­ლი იყი­დეს, ჯერ ერთ ოთახ­ში ვცხოვ­რობ­დით და ია­ტაკ­ზე, ლე­იბ­ზე გვე­ძი­ნა - სა­წო­ლის ფული არ გვქონ­და. შემ­დეგ კი მა­იკ­ლი შე­ვი­და მერ­სე­დე­სის ახალ­გაზ­რდულ გუნდში. ახ­ლაც არ მჯე­რა, რა მოხ­და ბო­ლოს".

ცხოვ­რე­ბა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა

სპორ­ტსმე­ნის ცოლი, კო­რი­ნი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რის ოჯა­ხის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა­ზე. ალ­პებ­ში ტრა­გი­კუ­ლი და­ცე­მის შემ­დეგ მან სა­კუ­თა­რი წე­სე­ბი შექ­მნა. მათი თქმით, მა­იკ­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა მხო­ლოდ ახლო ნა­თე­სა­ვებ­სა და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს შე­უძ­ლი­ათ, მათ შო­რის "ფერ­ა­რის" სპორ­ტუ­ლი დი­რექ­ტო­რი ჟან ტოდსა და მრბო­ლელ ფე­ლი­პე მა­სას.

თუმ­ცა, შუ­მის ზო­გი­ერთ მე­გო­ბარს არ ეს­მის ასე­თი შე­ზღუდ­ვე­ბის. მისი მე­ნე­ჯე­რი ვილი ვე­ბე­რი, აკ­რი­ტი­კებს კო­რი­ნას შე­ზღუდ­ვებს: "უამ­რავ­ჯერ ვცა­დე მას­თან და­კავ­ში­რე­ბა, მაგ­რამ მან არ მი­პა­სუ­ხა. ჟან ტოდს და­ვუ­რე­კე, რომ მე­კი­თხა, შე­მეძ­ლო თუ არა მი­ხა­ე­ლის ნახ­ვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ მი­თხრა, რომ დავ­ლო­დე­ბო­დი, რად­გან ჯერ ადრე იყო. მე­ო­რე დღეს დავ­რე­კე, მაგ­რამ ისევ არა­ვინ მი­პა­სუ­ხა. არ ვე­ლო­დი ამ საქ­ცი­ელს და ახ­ლაც მას­ზე ვბრაზ­დე­ბი. არ შე­მიშ­ვეს, თქვეს, რომ ად­რეა. გა­ვა­კე­თე იმის­თვის, რომ მისი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა და­მეც­ვა. მაგ­რამ მას შემ­დეგ მათ­გან მხო­ლოდ ტყუ­ი­ლი გვეს­მის. ის ჩემ­თვის შვი­ლი­ვით იყო“.

კო­რი­ნა, თა­ვის მხრივ, ამ წე­სებს იმით ხსნის, რომ მი­ხა­ე­ლი ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და ოჯა­ხის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დაც­ვას და ახლა ნამ­დვი­ლად დად­გა ამის დრო. 1996 წელს, ცოლ-შვი­ლის სიმ­შვი­დის­თვის, შუ­მა­ხე­რე­ბი ხმა­უ­რი­ა­ნი მონ­ტე კარ­ლო­დან შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ჟე­ნე­ვის ტბის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე წყნარ სახ­ლში გა­და­ვიდ­ნენ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შუ­მა­ხე­რის თქმით, შვი­ლებს - ჯინა მა­რი­ას და მიკს ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა არ ექ­ნე­ბო­დათ.

"ჩვენ ვცდი­ლობთ ვი­ცხოვ­როთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი­ვით, რო­გორც ჩემს ქმარს სურ­და და სურს“, - თქვა კო­რი­ნა შუ­მა­ხერ­მა 2021 წელს. "ის ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და: ”პი­რა­დი არის პი­რა­დი” და ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და­ცუ­ლი იყოს. ის გვი­ცავ­და და ახლა ჩვენ ვი­ცავთ მას“.

სახ­ლი-სა­ა­ვად­მყო­ფო

შუ­მა­ხე­რის ოჯა­ხი აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას ჟე­ნე­ვის ტბის სა­ნა­პი­რო­ზე არ­სე­ბულ მა­მულ­ში. სახ­ლი გა­და­კეთ­და მა­იკ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის. მრბო­ლელ­თან თხუთ­მე­ტი ექი­მი მუ­შა­ობს. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბით, წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და უწევთ მხო­ლოდ მკურ­ნა­ლო­ბის­თვის.

მისი ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, კო­რი­ნამ ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი გა­ყი­და. დიდი ხნის წინ, შუ­მა­ხე­რე­ბი და­ემ­შვი­დობ­ნენ სახ­ლს ოს­ლოს მახ­ლობ­ლად და კერ­ძო თვითმფრი­ნავს, რო­მე­ლიც 25 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ფორ­მუ­ლა 1-ის მან­ქა­ნე­ბი, ასე­ვე რე­გუ­ლა­რუ­ლად იყი­დე­ბა აუქ­ცი­ონ­ზე.

კო­რი­ნა აგ­რძე­ლებს ქმრის დაც­ვას, უარს ამ­ბობს სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე. "ჩვენ ერ­თად ვცხოვ­რობთ სახ­ლში. თე­რა­პი­ას ვუ­კე­თებთ. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ მი­ხა­ილ­მა თავი უკეთ, კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს და უბ­რა­ლოდ, იგ­რძნოს ჩვე­ნი ოჯა­ხი, ჩვე­ნი კავ­ში­რი.”

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
me
0

ასეთი რკინის ღობე აქვს ივანიშვილს ჭორვილაშიც და თბილისშიც.ვინმეს შეუძლია შიგ შეხედვა? შუმახერის რატომ გიკვირთ?ის კარგად არ არის და არ უნდა სხვას დაანახოს თავისი პრობლემები....

ნინო
0

ცხოვრება როგორი ცინიკურია, დაქროდა ქარივით და 30 კმ/სთ-მა შეიწირა და აქცია ნახევარადამიანად. ის არ იმსახურებდა ამას, ძალიან ბევრს გაუკეთებდა ფორმულას, მაგრამ სამყარო ვერ იტანს წარმატებულ ადამიანებს, მათ ან ფიზიკურად ანადგურებს ან მორალურად, ზოგადად დედამიწაზე არსებობა ადამიანისთვის ბრძოლაა იმ სამყაროსთან რომელიც მის წინააღმდეგაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ცხოვრება დახურულ კარს მიღმა, გაყიდული უძრავ-მოძრავი ქონება და ცოლი, როგორც "დაცვა" - როგორია შუმახერის დღევანდელობა ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ?

ცხოვრება დახურულ კარს მიღმა, გაყიდული უძრავ-მოძრავი ქონება და ცოლი, როგორც "დაცვა" - როგორია შუმახერის დღევანდელობა ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ?

უკვე 10 წელი გავიდა საფრანგეთის ალპებში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტიდან, რომელმაც მიხაელ შუმახერის ოჯახის ცხოვრება ორ ნაწილად გაყო. 2013 წლის 29 დეკემბერს კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალის დროს წითელმა ბარონმა სასიკვდილო დაცემა განიცადა, რის შედეგადაც ლეგენდარულმა მრბოლელმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

იმ დღეებში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. ამბობდნენ, რომ შუმახერი საშინელი ტრავმისგან სწრაფად გამოჯანმრთელდებოდა, თუმცა, 10 წელი გავიდა და ხალხის მხოლოდ ვიწრო წრემ იცის, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს. ოჯახის წევრები ზოგჯერ მედიასთან საუბრობენ მის ჯანმრთელობაზე, მაგრამ არასდროს იძლევიან ზედმეტ ინფორმაციას.

ცოტა ხნის წინ გერმანულ გამოცემა Bild-ს ინტერვიუ მისცა ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონის ძმამ, თავად სამეფო რბოლის ყოფილმა პილოტმა, რალფ შუმახერმა. მისი თქმით, ძველი დღეები აღარ დაბრუნდება.

"რაც შემდეგ მოხდა, ამან ძალიან შეცვალა ჩვენი ოჯახი. ეს ძალიან რთული გამოცდილებაა ყველა ჩვენთაგანისთვის, ჩემთვის, მისი შვილებისთვის“, - თქვა რალფმა. "მენატრება იმ წლების მიხაელი. ცხოვრება არ არის ხანდახან სამართლიანი. მას ცხოვრებაში ბევრჯერ გაუმართლა, მაგრამ შემდეგ ეს ტრაგედია მოხდა. საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინამ შესაძლებელი გახადა რაღაცების გაუმჯობესება, მაგრამ ის არასდროს იქნება ისეთი, როგორც ადრე“.

რალფ შუმახერმა ინტერვიუში ძმის შესახებ მოგონებებიც გაიხსენა. გამოცემას უამბო, თუ როგორ ასწავლა ძმამ მოტოსპორტის საფუძვლები და როგორ ეძინათ ერთად ლეიბზე საწოლის გარეშე:

"მიხაელი არ არის მხოლოდ ჩემი ძმა. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ის ჩემი მწვრთნელი და დამრიგებელი იყო. მან ყველაფერი მასწავლა კარტინგის შესახებ. ჩვენ შორის შვიდი წელია სხვაობა. ჩვენ ერთად ვვარჯიშობდით, ყველაფერს ვაკეთებდით რაც მნიშვნელოვანია მოტოსპორტში. მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე, რომელიც მოგვიანებით რბოლაში გამოვიყენე. მე მქონდა შესაძლებლობა მესწავლა საუკეთესოებისგან. როდესაც მშობლებმა სახლი იყიდეს, ჯერ ერთ ოთახში ვცხოვრობდით და იატაკზე, ლეიბზე გვეძინა - საწოლის ფული არ გვქონდა. შემდეგ კი მაიკლი შევიდა მერსედესის ახალგაზრდულ გუნდში. ახლაც არ მჯერა, რა მოხდა ბოლოს".

ცხოვრება დახურულ კარს მიღმა

სპორტსმენის ცოლი, კორინი, პასუხისმგებელია მიხაელ შუმახერის ოჯახის კონფიდენციალურობაზე. ალპებში ტრაგიკული დაცემის შემდეგ მან საკუთარი წესები შექმნა. მათი თქმით, მაიკლის მონახულება მხოლოდ ახლო ნათესავებსა და რამდენიმე ადამიანს შეუძლიათ, მათ შორის "ფერარის" სპორტული დირექტორი ჟან ტოდსა და მრბოლელ ფელიპე მასას.

თუმცა, შუმის ზოგიერთ მეგობარს არ ესმის ასეთი შეზღუდვების. მისი მენეჯერი ვილი ვებერი, აკრიტიკებს კორინას შეზღუდვებს: "უამრავჯერ ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ მან არ მიპასუხა. ჟან ტოდს დავურეკე, რომ მეკითხა, შემეძლო თუ არა მიხაელის ნახვა საავადმყოფოში, მაგრამ მითხრა, რომ დავლოდებოდი, რადგან ჯერ ადრე იყო. მეორე დღეს დავრეკე, მაგრამ ისევ არავინ მიპასუხა. არ ველოდი ამ საქციელს და ახლაც მასზე ვბრაზდები. არ შემიშვეს, თქვეს, რომ ადრეა. გავაკეთე იმისთვის, რომ მისი კონფიდენციალურობა დამეცვა. მაგრამ მას შემდეგ მათგან მხოლოდ ტყუილი გვესმის. ის ჩემთვის შვილივით იყო“.

კორინა, თავის მხრივ, ამ წესებს იმით ხსნის, რომ მიხაელი ყოველთვის ცდილობდა ოჯახის კონფიდენციალურობის დაცვას და ახლა ნამდვილად დადგა ამის დრო. 1996 წელს, ცოლ-შვილის სიმშვიდისთვის, შუმახერები ხმაურიანი მონტე კარლოდან შვეიცარიაში, ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარე წყნარ სახლში გადავიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შუმახერის თქმით, შვილებს - ჯინა მარიას და მიკს ნორმალური ცხოვრება არ ექნებოდათ.

"ჩვენ ვცდილობთ ვიცხოვროთ ჩვეულებრივი ოჯახივით, როგორც ჩემს ქმარს სურდა და სურს“, - თქვა კორინა შუმახერმა 2021 წელს. "ის ყოველთვის ამბობდა: ”პირადი არის პირადი” და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი პირადი ცხოვრება დაცული იყოს. ის გვიცავდა და ახლა ჩვენ ვიცავთ მას“.

სახლი-საავადმყოფო

შუმახერის ოჯახი აგრძელებს ცხოვრებას ჟენევის ტბის სანაპიროზე არსებულ მამულში. სახლი გადაკეთდა მაიკლის სამედიცინო საჭიროებისთვის. მრბოლელთან თხუთმეტი ექიმი მუშაობს. ზოგიერთი ცნობით, წელიწადში რამდენიმე მილიონი დოლარის გადახდა უწევთ მხოლოდ მკურნალობისთვის.

მისი ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად, კორინამ ქონების ნაწილი გაყიდა. დიდი ხნის წინ, შუმახერები დაემშვიდობნენ სახლს ოსლოს მახლობლად და კერძო თვითმფრინავს, რომელიც 25 მილიონ დოლარად გაიყიდა. ფორმულა 1-ის მანქანები, ასევე რეგულარულად იყიდება აუქციონზე.

კორინა აგრძელებს ქმრის დაცვას, უარს ამბობს სოციალურ ცხოვრებაზე. "ჩვენ ერთად ვცხოვრობთ სახლში. თერაპიას ვუკეთებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მიხაილმა თავი უკეთ, კომფორტულად იგრძნოს და უბრალოდ, იგრძნოს ჩვენი ოჯახი, ჩვენი კავშირი.”