ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა სატურნის რგოლებზე უცნაური ჩრდილი დააფიქსირა. ჩრდილებს თან სდევს ბგერები, რომლებიც მეცნიერებს ამ დრომდე ვერ ამოუცვნიათ.
შესაბამისი ფოტო რამდენიმე დღის წინ “ნასამ” გამოაქვეყნა, როდესაც სატურნი 1.37 მილიარდი კილომეტრის დაშირებით იმყოფებოდა. უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც კოსმოსური ობსერვატორია დედამიწის გარშემო ზედაპირიდან სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მილზე ტრიალებს.
ასტრონომებმა დიდი ხანია იციან სატურნის რგოლებზე ჩრდილის შესახებ, რადგან მისი შემჩნევა სხვადასხვა ადგილიდან არის შესაძლებელი, გააჩნია რომელ ორბიტალურ ციკლში იმყოფება პლანეტა.
დროთა განმავლობაში დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ჩრდილების რაოდენობა და ვიზუალი შესაძლოა, სატურნის სეზონური ციკლის მიხედვით განსხვავდებოდეს. დედამიწის მსგავსად, პლანეტას აქვს დახრილი ღერძი, რომელიც იწვევს სეზონურ ცვლილებებს, თუმცა „ნასას“ ცნობით, ყოველი სეზონი სატურნზე დაახლოებით შვიდი წელი გრძელდება.
"ჩვენ ველოდებით სატურნის ბუნიობას, ვცდილობთ, მაქსიმალურად ბევრი რამ შევიტყოთ მის შესახებ" - განაცხადა ჰაბლის გარე პლანეტის ატმოსფეროს მემკვიდრეობის წამყვანმა მეცნიერმა, ემი საიმონმა.
სატურნის შემოდგომის ბუნიობა 2025 წლის 6 მაისს არის მოსალოდნელი.
მიმდინარე წლის დასაწყისში ამ დროისთვის უკანასკნელი დაკვირვება მოხდა ჰაბლის მიერ, რათა გარკვეულიყო, ჩრდილების წარმოქმნის მიზეზი. „ნასას“ მონაცემებით, ჩრდილი შესაძლოა პატარა მოგეჩვენოთ გამოსახულებებში, მაგრამ სინამდვილეში ის შესაძლოა, დედამიწაზე დიდი დიამეტრის იყოს.
"სავარაუდო "დამნაშავე“ პლანეტის ცვლადი მაგნიტური ველია", - განაცხადა "ნასამ" თებერვლის საინფორმაციო გამოშვებაში . "პლანეტარული მაგნიტური ველები ურთიერთქმედებენ ქართან და ქმნიან ელექტრულად დამუხტულ გარემოს. როდესაც დედამიწაზე ეს დამუხტული ნაწილაკები ატმოსფეროში მოხვდება, ჩვენ მას ჩრდილოეთის ნათების სახით ვხედავთ“, - ნათქვამია კვლევითი ცენტრის განცხადებაში.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ჰაბლის მონაცემები ერთხელ და საბოლოოდ დაამტკიცებს ან უარყოფს ამ თეორიას, რომელიც Voyager 2”-ისა და მისია „კასინის“ დაკვირვებებზე არის დაფუძნებული...წყარო