პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"5 ომის შუაგულში ვიყავი. დაჭრილიც ვარ და ტყვედაც ვარ ნამყოფი“ - მამუკა არეშიძის თავს გადახდენილი ამბები და იარაღის უნიკალური კოლექცია
"5 ომის შუაგულში ვიყავი. დაჭრილიც ვარ და ტყვედაც ვარ ნამყოფი“ - მამუკა არეშიძის თავს გადახდენილი ამბები და იარაღის უნიკალური კოლექცია

ერეკ­ლე მე­ფის პი­რა­დი მცვე­ლის, მგე­ლი­კა ჭინ­ჭა­რა­უ­ლის ფარი, აჭა­რუ­ლი მა­ჭა­ხე­ლა, სვა­ნუ­რი და ხევ­სუ­რუ­ლი ხან­ჯლე­ბი, ქარ­თუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ხმლე­ბი და დამ­ბა­ჩე­ბი, აღ­მო­სავ­ლუ­რი ხმლე­ბი, ამე­რი­კუ­ლი ხიშტ-დანა - ამ ყვე­ლა­ფერს კავ­კა­სი­ის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტის, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ჟურ­ნა­ლის­ტის მა­მუ­კა არე­ში­ძის კო­ლექ­ცი­ა­ში ნა­ხავთ. რო­გორც ამ­ბობს, ია­რა­ღის შეგ­რო­ვე­ბა ჯერ კი­დევ მა­მა­მისს, გუ­რამ არე­ში­ძეს და­უ­წყია. კო­ლექ­ცი­ის პირ­ვე­ლი სა­გან­ძუ­რი ბა­ბუ­ის, ივა­ნე არე­ში­ძის ნა­ქო­ნი ხან­ჯა­ლი ყო­ფი­ლა, შემ­დე­გი კი მგე­ლი­კა ჭინ­ჭა­რა­უ­ლის ფარი. დამ­ბა­ჩა ვერ­ცხლის ქამ­რით და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ძვირ­ფა­სი ია­რა­ღი მისი შინ არ­ყოფ­ნის დროს, 90-იანი წლებ­ში მო­უ­პა­რავთ. ამ ამ­ბავს დღემ­დე გულ­ნატ­კე­ნი იხ­სე­ნებს. მი­ზან­ში კარ­გად ის­ვრის, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყველ­გან ნამ­ყო­ფია, სა­დაც ომი და კონ­ფლიქ­ტი იყო, მათ შო­რის ლა­ოს­სა და კამ­ბო­ჯა­შიც კი, სიკ­ვდი­ლის­თვის არა­ერ­თხელ ჩა­უ­ხე­დავს თვა­ლებ­ში, მაგ­რამ თა­ვად არას­დროს არა­ვინ მო­უკ­ლავს, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. ერ­თა­დერ­თი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნა, ტყვი­ამფრქვე­ვი იყო, იმა­საც მხო­ლოდ იმი­ტომ მოჰ­კი­და ხელი, რომ მტე­რი ახ­ლოს არ მო­ეშ­ვა. უფრო ვრცლად შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ხმლებ­სა და დამ­ბა­ჩებ­ზე, ჩვენს ეპო­ქა­ში მო­ძი­ე­ბულ ცივ ია­რაღ­სა და კი­დევ იმის შე­სა­ხებ, თუ სად და რა­ტომ მო­უ­წია სამ­ხედ­რო ჟურ­ნა­ლისტს ტყვი­ამფრქვე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბამ, მა­მუ­კა არე­ში­ძე თა­ვად გვი­ამ­ბობს:

- ბა­ბუა ქუ­თა­ი­სის მახ­ლობ­ლად პა­ტა­რა სო­ფელ სა­ყუ­ლი­ე­ში ცხოვ­რობ­და. ხე­ტყის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და და მუ­დამ ხან­ჯლით და­დი­ო­და. ბე­ბია ფერ­შა­ლი ყო­ფი­ლა, სო­ფელ­ში ხალ­ხს ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია. შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი ჰქო­ნი­ათ. რაც შე­ე­ხე­ბა ჭინ­ჭა­რა­უ­ლის ფარს, ის მა­მა­ჩემს მგე­ლი­კას შთა­მო­მა­ვალ­მა აჩუ­ქა. მამა ბი­ო­ლო­გი იყო და სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთ­ში მუ­შა­ობ­და. კარ­გი შე­სა­ხე­და­ვი და კარ­გი ზნე-ჩვე­ვის კაცი, სა­დაც მი­დი­ო­და, პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებ­და. ხევ­სუ­რებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ, მგე­ლი­კას შთა­მო­მავ­ლის­გან კი ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი იმი­ტომ მი­უ­ღია, რომ ძა­ლი­ან კარგ საქ­მე­ში დახ­მა­რე­ბია. მა­ჭა­ხე­ლაც აჭარ­ლებ­მა აჩუ­ქეს მა­მა­ჩემს. სპე­ცი­ა­ლის­ტმა მი­თხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი მხო­ლოდ შვი­დი ცალი ყო­ფი­ლა. და­ნარ­ჩე­ნი ჩემი ჩა­მო­ტა­ნი­ლია სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, მათ შო­რის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის. ბევ­რი ია­რა­ღი მაქვს ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, ინ­დო­ჩი­ნე­თი­დან, ლა­ო­სი­დან, ირა­ნი­დან... მაქვს ხიშტ-დანა, რო­მე­ლიც კამ­ბო­ჯა­ში მოკ­ლულ მებ­რძოლს ავარ­თვი. დამ­ბა­ჩა, ვერ­ცხლის ქამ­რით, რო­მე­ლიც მომ­პა­რეს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო თა­ვი­სი ჭე­დუ­რო­ბით, მო­ვა­რა­ყე­ბით. დამ­ბა­ჩა და ქა­მა­რი, XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მეს­ხეთ­შია გა­მო­ჭე­დი­ლი და ორი­ვეს ერთი და იგი­ვე ხე­ლო­სა­ნი ჰყავ­და. მისი გვა­რი ია­რაღ­ზე იყო ამოტვიფ­რუ­ლი - დი­ა­სა­მი­ძე გახ­ლდათ. იმ­ხა­ნად მეს­ხე­თი თურ­ქე­თის გავ­ლე­ნის ქვეშ იყო და ია­რა­ღიც მუს­ლი­მა­ნუ­რი ყა­ი­დი­სა იყო, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი მა­ინც ჩან­და - ჯვა­რი იყო შე­პა­რე­ბუ­ლი ვა­რაყ­ში. გა­გარ­ძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯგირ
7

პუტჩისტი არეშიძე -საკმაო წვლილი აქვს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სისხლიან დამხობაში.

იმედა
11

ასეთი ექსპერტები კონა მანეთი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"5 ომის შუაგულში ვიყავი. დაჭრილიც ვარ და ტყვედაც ვარ ნამყოფი“ - მამუკა არეშიძის თავს გადახდენილი ამბები და იარაღის უნიკალური კოლექცია

"5 ომის შუაგულში ვიყავი. დაჭრილიც ვარ და ტყვედაც ვარ ნამყოფი“ - მამუკა არეშიძის თავს გადახდენილი ამბები და იარაღის უნიკალური კოლექცია

ერეკლე მეფის პირადი მცველის, მგელიკა ჭინჭარაულის ფარი, აჭარული მაჭახელა, სვანური და ხევსურული ხანჯლები, ქართული, ტრადიციული ხმლები და დამბაჩები, აღმოსავლური ხმლები, ამერიკული ხიშტ-დანა - ამ ყველაფერს კავკასიის საკითხების ექსპერტის, ყოფილი სამხედრო ჟურნალისტის მამუკა არეშიძის კოლექციაში ნახავთ. როგორც ამბობს, იარაღის შეგროვება ჯერ კიდევ მამამისს, გურამ არეშიძეს დაუწყია. კოლექციის პირველი საგანძური ბაბუის, ივანე არეშიძის ნაქონი ხანჯალი ყოფილა, შემდეგი კი მგელიკა ჭინჭარაულის ფარი. დამბაჩა ვერცხლის ქამრით და კიდევ რამდენიმე ძვირფასი იარაღი მისი შინ არყოფნის დროს, 90-იანი წლებში მოუპარავთ. ამ ამბავს დღემდე გულნატკენი იხსენებს. მიზანში კარგად ისვრის, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ყველგან ნამყოფია, სადაც ომი და კონფლიქტი იყო, მათ შორის ლაოსსა და კამბოჯაშიც კი, სიკვდილისთვის არაერთხელ ჩაუხედავს თვალებში, მაგრამ თავად არასდროს არავინ მოუკლავს, რადგან მიაჩნია, რომ ჟურნალისტისთვის ეს მიუღებელია. ერთადერთი იარაღი, რომელიც გამოიყენა, ტყვიამფრქვევი იყო, იმასაც მხოლოდ იმიტომ მოჰკიდა ხელი, რომ მტერი ახლოს არ მოეშვა. უფრო ვრცლად შუა საუკუნეების ხმლებსა და დამბაჩებზე, ჩვენს ეპოქაში მოძიებულ ცივ იარაღსა და კიდევ იმის შესახებ, თუ სად და რატომ მოუწია სამხედრო ჟურნალისტს ტყვიამფრქვევის გამოყენებამ, მამუკა არეშიძე თავად გვიამბობს:

- ბაბუა ქუთაისის მახლობლად პატარა სოფელ საყულიეში ცხოვრობდა. ხეტყის სფეროში საქმიანობდა და მუდამ ხანჯლით დადიოდა. ბებია ფერშალი ყოფილა, სოფელში ხალხს ძალიან ჰყვარებია. შეძლებული ოჯახი ჰქონიათ. რაც შეეხება ჭინჭარაულის ფარს, ის მამაჩემს მგელიკას შთამომავალმა აჩუქა. მამა ბიოლოგი იყო და საქართველოს მთიანეთში მუშაობდა. კარგი შესახედავი და კარგი ზნე-ჩვევის კაცი, სადაც მიდიოდა, პატივისცემას იმსახურებდა. ხევსურებსაც ძალიან უყვარდათ, მგელიკას შთამომავლისგან კი ძვირფასი საჩუქარი იმიტომ მიუღია, რომ ძალიან კარგ საქმეში დახმარებია. მაჭახელაც აჭარლებმა აჩუქეს მამაჩემს. სპეციალისტმა მითხრა, რომ საქართველოში ასეთი მხოლოდ შვიდი ცალი ყოფილა. დანარჩენი ჩემი ჩამოტანილია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის შუა საუკუნეების. ბევრი იარაღი მაქვს ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოჩინეთიდან, ლაოსიდან, ირანიდან... მაქვს ხიშტ-დანა, რომელიც კამბოჯაში მოკლულ მებრძოლს ავართვი. დამბაჩა, ვერცხლის ქამრით, რომელიც მომპარეს, განსაკუთრებული იყო თავისი ჭედურობით, მოვარაყებით. დამბაჩა და ქამარი, XVII-XVIII საუკუნეებში, სავარაუდოდ, მესხეთშია გამოჭედილი და ორივეს ერთი და იგივე ხელოსანი ჰყავდა. მისი გვარი იარაღზე იყო ამოტვიფრული - დიასამიძე გახლდათ. იმხანად მესხეთი თურქეთის გავლენის ქვეშ იყო და იარაღიც მუსლიმანური ყაიდისა იყო, მაგრამ ქართული ხასიათი მაინც ჩანდა - ჯვარი იყო შეპარებული ვარაყში. გაგარძელეთ კითხვა