საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგარაკი პუტინისთვის - რატომ მიითვისა ბიჭვინთის კომპლექსი რუსეთმა და როგორია მისი შექმნის ისტორია, რომლის ნაგებობის შორის მიწისქვეშა ბუნკერიც არის (ფოტოები)
აგარაკი პუტინისთვის - რატომ მიითვისა ბიჭვინთის კომპლექსი რუსეთმა და როგორია მისი შექმნის ისტორია, რომლის ნაგებობის შორის მიწისქვეშა ბუნკერიც არის (ფოტოები)

ქარ­თვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ანექ­სი­ის პირ­ველ ნა­ბი­ჯად, აფხა­ზე­ბი კი მათი მი­წის ქურ­დო­ბად აფა­სე­ბენ რუ­სე­თის მიერ ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კის მი­სა­კუთ­რე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პლექ­სის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მის გარ­და, მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი 186 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თი და აკ­ვა­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მოს­კოვს 49- წლი­ა­ნი იჯა­რით გა­და­ე­ცა. გა­და­სა­ხა­დი სიმ­ბო­ლუ­რია - წე­ლი­წად­ში 1 რუბ­ლი.

დო­კუ­მენტს, რო­მელ­საც აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა აკ­რი­ტი­კებს ხელი ე.წ პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ 27 დე­კემ­ბერს მო­ა­წე­რა. არა­ღი­ა­რე­ბულ პარ­ლა­მენ­ტში დო­კუ­მენტს გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე დე­მონ­სტრა­ცი­ის ფონ­ზე გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტმა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნა ვერ მო­ახ­დი­ნა. მაგ­რამ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ე.წ. მთავ­რო­ბას პა­სუხს მოს­თხო­ვენ.

რუ­სე­თის­თვის მი­წის და მას­ზე არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­და­ცე­მის სა­კი­თხი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე კარ­გა ხა­ნია გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტის გამო, სა­კი­თხი არა­ერ­თხელ გა­და­ი­დო. ბიჭ­ვინ­თა­ში, მი­წის ნაკ­ვეთ­ზე, რო­მელ­საც უკვე წლე­ბია რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, სამი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კი, #8, #9 და #10 მდე­ბა­რე­ობს, არის დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბიც.

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ტა­ცე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის უხეშ დარ­ღვე­ვად აფა­სებს. ფაქ­ტი დაგ­მო და მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლად გა­მო­ა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა მი­წის დათ­მო­ბას არ აპი­რებს და ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბით გეგ­მავს.

  • აგა­რა­კი პუ­ტი­ნის­თვის

თავ­ში­ვე ცხა­დი იყო, რომ პუ­ტინს ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კი კი­დევ ერთი რე­ზი­დენ­ცი­ის მო­სა­წყო­ბად სჭირ­დე­ბა. ის აქამ­დეც რამ­დენ­ჯერ­მე სტუმ­რობ­და ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კებს. მან ეს თემა 2020 წელს სოჭ­ში სტუმ­რო­ბი­სას წა­მოს­წია, რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მი­ი­სას მო­ი­ცა­ლა ალ­სან ბჟა­ნი­ას­თან პი­რის­პირ შე­სახ­ვედ­რად, რათა ე.წ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­თა ჰარ­მო­ნი­ზა­ცია მო­ეხ­დი­ნათ. სწო­რედ იქ შე­ახ­სე­ნა პუ­ტინ­მა ბჟა­ნი­ას "ბიჭ­ვინ­თის“ შე­სა­ხებ.

"ჩვე­ნი შეხ­ვედ­რი­სას სოჭ­ში, პრე­ზი­დენ­ტმა ეს სა­კი­თხი გა­იხ­სე­ნა და მეც მგო­ნია, რომ სწო­რი იქ­ნე­ბა გა­დავ­ცეთ რუ­სულ მხა­რეს შე­ნო­ბე­ბი, დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბი და ა.შ. ლა­პა­რა­კი არ არის, რომ ჩვენ გა­დავ­ცემთ მი­წას. ის დარ­ჩე­ბა აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფოს მფლო­ბე­ლო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და 2021 წელს ბჟა­ნი­ამ ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. მი­სი­ვე თქმით ჯერ კი­დევ მო­ყო­ლე­ბუ­ლი 2010 წლი­დან რუ­სე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ხში­რად მი­მარ­თავ­და სო­ხუმს სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კის გა­და­ცე­მის მო­თხოვ­ნით.

თვი­თონ პუ­ტინ­მა 2020 წელს გა­ნა­ცხა­და, რომ იგეგ­მე­ბო­და ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი, რათა ობი­ექტს, რო­გორც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას ისე ეფუნ­ქცი­ო­ნი­რა. ბჟა­ნი­ას მტკი­ცე­ბით, რუ­სეთს კა­ნო­ნით არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ იყო და აგა­რა­კის გა­და­ცე­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას სწო­რედ ამ მო­ტი­ვით ხსნი­და. ასე­ვე ამ­ბობ­და, რომ ეს გა­ნამ­ტკი­ცებ­და რუ­სე­ბის და აფხა­ზე­ბის ძმურ ურ­თი­ერ­თო­ბა და ა.შ. თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ აფხა­ზე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ აგა­რა­კის გა­და­ცე­მას და ახ­ლაც აცხა­დე­ბენ, რომ გა­აგ­რძე­ლე­ბენ ბრძო­ლას მის და­საბ­რუ­ნებ­ლად.

  • ბიჭ­ვინ­თა­ში მდე­ბა­რე სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის კომ­პლექ­სის ის­ტო­რია

1958 წლის 17 თე­ბერ­ვალს მი­ღე­ბულ იქნა ნორ­მა­ტი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი - სკკპ ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის და სსრკ მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს დად­გე­ნი­ლე­ბა №1834-368 - "აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის და­სახ­ლე­ბა ბიჭ­ვინ­თა­ში სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე“, რის სა­ფუძ­ველ­ზეც და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა მო­მა­ვა­ლი სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის, ბუნ­კე­რის, სამ­ხედ­რო ბა­ნა­კის, სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ობი­ექ­ტე­ბის და სამ­თავ­რო­ბო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ცენ­ტრის პრო­ექ­ტზე. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად ძი­რი­თა­დი კონ­ტრაქ­ტო­რე­ბის სი­ა­ში იყ­ვნენ: თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, კე-გე-ბე, მი­წის­ქვე­შა ნა­გე­ბო­ბე­ბის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი და ა.შ.

  • მთა­ვა­რი მი­ზე­ზე­ბი, რა­ტო­მაც ბიჭ­ვინ­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე გა­და­წყდა სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კის აგე­ბა იყო იმ­ჟა­მინ­დე­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დას­კვნა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რივ-კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მელ­საც მა­ღა­ლი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ეფექ­ტი ჰქონ­და და ასე­ვე სე­ის­მო­ლო­გე­ბის დას­კვნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ეს ტე­რი­ტო­რია გა­მო­ირ­ჩე­ო­და სე­ის­მუ­რი მდგრა­დო­ბით.

1960 წლის აპ­რილ­ში სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ამ, რო­მე­ლიც შედ­გე­ბო­და სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­სა და დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის მრა­ვა­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის­გან, ჩა­ი­ბა­რა დას­რუ­ლე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა. ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და ყვე­ლა ობი­ექ­ტი, მათ შო­რის კე-გე-ბეს მე-9 გან­ყო­ფი­ლე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ნა­კი და ბუნ­კე­რიც.

  • ბუნ­კე­რი

რი­გი­თი საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის მახ­ლობ­ლად ის­ვე­ნებ­დნენ, ვერც იფიქ­რებ­დნენ ალ­ბათ, რომ სა­ნა­პი­როს, სა­ცუ­რაო აუ­ზის, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტე­ბი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, საკ­მა­ოდ დიდ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბუნ­კე­რი - მთავ­რო­ბის მი­წის­ქვე­შა სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტი იქ­ნე­ბო­და გან­ლა­გე­ბუ­ლი. ის გან­კუთ­ვნი­ლი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შე­სა­ფა­რებ­ლად, ეს იქ­ნე­ბო­და ბირ­თვუ­ლი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა, ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბი თუ მა­სობ­რი­ვი სა­ხალ­ხო არე­უ­ლო­ბე­ბი.

სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ მი­წის­ქვე­შა ბუნ­კე­რი და­ი­ფა­რა ზე­მო­დან ნი­ა­და­გის გა­და­გე­ბით და ხე­ე­ბის დარ­გვით. ბუნ­კერს ჰქონ­და იმ დრო­ის შე­სა­ბა­მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სა­ი­მე­დო მი­წის­ქვე­შა სა­კა­ბე­ლო - სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ცენ­ტრი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თორნიკე
3

რუსეთმა დანგრია აფხაზეთი. 30 წელი არაფერი აუშენებიათ. რუსეთმა მიღო გარანტიები საკუტრების და დაიწყო მშენებლობა.

magnolia
4

მეტის ღირსები ვართ, ჩვენც და აფხაზებიც, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

აგარაკი პუტინისთვის - რატომ მიითვისა ბიჭვინთის კომპლექსი რუსეთმა და როგორია მისი შექმნის ისტორია, რომლის ნაგებობის შორის მიწისქვეშა ბუნკერიც არის (ფოტოები)

აგარაკი პუტინისთვის - რატომ მიითვისა ბიჭვინთის კომპლექსი რუსეთმა და როგორია მისი შექმნის ისტორია, რომლის ნაგებობის შორის მიწისქვეშა ბუნკერიც არის (ფოტოები)

ქართველები საქართველოს ტერიტორიის ანექსიის პირველ ნაბიჯად, აფხაზები კი მათი მიწის ქურდობად აფასებენ რუსეთის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის მისაკუთრებას. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის შენობა-ნაგებობების საკუთრებაში გადაცემის გარდა, მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და აკვატორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოსკოვს 49- წლიანი იჯარით გადაეცა. გადასახადი სიმბოლურია - წელიწადში 1 რუბლი.

დოკუმენტს, რომელსაც აფხაზეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აკრიტიკებს ხელი ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 27 დეკემბერს მოაწერა. არაღიარებულ პარლამენტში დოკუმენტს გარეთ მიმდინარე დემონსტრაციის ფონზე განიხილავდნენ, თუმცა მოსახლეობის პროტესტმა საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ მოახდინა. მაგრამ, ადგილობრივები ამბობენ, რომ ე.წ. მთავრობას პასუხს მოსთხოვენ.

რუსეთისთვის მიწის და მასზე არსებული ინფრასტრუქტურის გადაცემის საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე კარგა ხანია განიხილებოდა. მოსახლეობის პროტესტის გამო, საკითხი არაერთხელ გადაიდო. ბიჭვინთაში, მიწის ნაკვეთზე, რომელსაც უკვე წლებია რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი, #8, #9 და #10 მდებარეობს, არის დამხმარე ნაგებობებიც.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ინფრასტრუქტურის მიტაცებას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად აფასებს. ფაქტი დაგმო და მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკის ნაწილად გამოაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ადგილობრივი მოსახლეობა მიწის დათმობას არ აპირებს და ბრძოლის გაგრძელებას ფართომასშტაბიანი აქციებით გეგმავს.

  • აგარაკი პუტინისთვის

თავშივე ცხადი იყო, რომ პუტინს ბიჭვინთის აგარაკი კიდევ ერთი რეზიდენციის მოსაწყობად სჭირდება. ის აქამდეც რამდენჯერმე სტუმრობდა ბიჭვინთის აგარაკებს. მან ეს თემა 2020 წელს სოჭში სტუმრობისას წამოსწია, როდესაც კორონავირუსული პანდემიისას მოიცალა ალსან ბჟანიასთან პირისპირ შესახვედრად, რათა ე.წ კანონმდებლობათა ჰარმონიზაცია მოეხდინათ. სწორედ იქ შეახსენა პუტინმა ბჟანიას "ბიჭვინთის“ შესახებ.

"ჩვენი შეხვედრისას სოჭში, პრეზიდენტმა ეს საკითხი გაიხსენა და მეც მგონია, რომ სწორი იქნება გადავცეთ რუსულ მხარეს შენობები, დამხმარე ნაგებობები და ა.შ. ლაპარაკი არ არის, რომ ჩვენ გადავცემთ მიწას. ის დარჩება აფხაზეთის სახელმწიფოს მფლობელობაში“, - განაცხადა 2021 წელს ბჟანიამ ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში. მისივე თქმით ჯერ კიდევ მოყოლებული 2010 წლიდან რუსეთი ხელისუფლება საკმაოდ ხშირად მიმართავდა სოხუმს სახელმწიფო აგარაკის გადაცემის მოთხოვნით.

თვითონ პუტინმა 2020 წელს განაცხადა, რომ იგეგმებოდა ბიჭვინთის აგარაკების კაპიტალური რემონტი, რათა ობიექტს, როგორც რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციას ისე ეფუნქციონირა. ბჟანიას მტკიცებით, რუსეთს კანონით არ ჰქონდა უფლება ჩაეტარებინა კაპიტალური რემონტი შენობა-ნაგებობებისთვის, რომელიც მის საკუთრებაში არ იყო და აგარაკის გადაცემის აუცილებლობას სწორედ ამ მოტივით ხსნიდა. ასევე ამბობდა, რომ ეს განამტკიცებდა რუსების და აფხაზების ძმურ ურთიერთობა და ა.შ. თუმცა მოვლენები აჩვენებს, რომ აფხაზები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ აგარაკის გადაცემას და ახლაც აცხადებენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას მის დასაბრუნებლად.

  • ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის ისტორია

1958 წლის 17 თებერვალს მიღებულ იქნა ნორმატიული დოკუმენტი - სკკპ ცენტრალური კომიტეტის და სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №1834-368 - "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დასახლება ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკების მშენებლობის თაობაზე“, რის საფუძველზეც დაიწყო მუშაობა მომავალი სახელმწიფო აგარაკების, ბუნკერის, სამხედრო ბანაკის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების და სამთავრობო კომუნიკაციების ცენტრის პროექტზე. დოკუმენტის თანახმად ძირითადი კონტრაქტორების სიაში იყვნენ: თავდაცვის სამინისტრო, კე-გე-ბე, მიწისქვეშა ნაგებობების კვლევითი ინსტიტუტი და ა.შ.

  • მთავარი მიზეზები, რატომაც ბიჭვინთის ნახევარკუნძულზე გადაწყდა სამთავრობო აგარაკის აგება იყო იმჟამინდელი ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნა ამ ტერიტორიაზე განსაკუთრებული ბუნებრივ-კლიმატური პირობების თაობაზე, რომელსაც მაღალი გამაჯანსაღებელი ეფექტი ჰქონდა და ასევე სეისმოლოგების დასკვნა, რომლის თანახმადაც, ეს ტერიტორია გამოირჩეოდა სეისმური მდგრადობით.

1960 წლის აპრილში სახელმწიფო კომისიამ, რომელიც შედგებოდა სამინისტროებისა და დეპარტამენტების მრავალი წარმომადგენლისგან, ჩაიბარა დასრულებული მშენებლობა. ექსპლუატაციაში შევიდა ყველა ობიექტი, მათ შორის კე-გე-ბეს მე-9 განყოფილების განკარგულებაში არსებული სამხედრო ბანაკი და ბუნკერიც.

  • ბუნკერი

რიგითი საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო აგარაკების მახლობლად ისვენებდნენ, ვერც იფიქრებდნენ ალბათ, რომ სანაპიროს, საცურაო აუზის, ჩოგბურთის კორტებისა და საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ბუნკერი - მთავრობის მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტი იქნებოდა განლაგებული. ის განკუთვნილი იყო განსაკუთრებული სიტუაციების შემთხვევაში მაღალჩინოსნების შესაფარებლად, ეს იქნებოდა ბირთვული სარაკეტო შეტევა, ბუნებრივი კატასტროფები თუ მასობრივი სახალხო არეულობები.

სამშენებლო სამუშაოების შემდეგ მიწისქვეშა ბუნკერი დაიფარა ზემოდან ნიადაგის გადაგებით და ხეების დარგვით. ბუნკერს ჰქონდა იმ დროის შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საიმედო მიწისქვეშა საკაბელო - საკომუნიკაციო ცენტრი.