პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023 წლის ყველაზე მდიდრული და ხმაურიანი 11 ქორწილი - ცნობილები, რომლებიც გასულ წელს დაოჯახდნენ
2023 წლის ყველაზე მდიდრული და ხმაურიანი 11 ქორწილი - ცნობილები, რომლებიც გასულ წელს დაოჯახდნენ

2023 წელი არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რად იყო დატ­ვირ­თუ­ლი, არა­მედ შო­უ­ბიზ­ნეს­შიც სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი­დან ამ სტა­ტი­ა­ში 2023 წლის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ან, მდიდ­რულ და გრან­დი­ო­ზულ ქორ­წი­ლებს წარ­მო­გიდ­გენთ...

თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი და ოთო ხუ­რო­ძე

2023 წელს ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი ოთო ხუ­რო­ძე გახ­და. წყვილ­მა ქორ­წი­ლი იტა­ლი­ა­ში გა­და­ი­ხა­და. პა­ტარ­ძალს Vera Wang-ის სა­ქორ­წი­ლო კაბა ეცვა, უზარ­მა­ზა­რი შლე­ი­ფით.

ნიკა ხა­ზა­რა­ძე და ნა­ტა­ლია მორ­ჩი­ლა­ძე

კა­ხეთ­ში იქორ­წი­ნა ბიზ­ნეს­მენ და პო­ლი­ტი­კოს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ვაჟ­მა. ნიკა ხა­ზა­რა­ძი­სა და ნა­ტა­ლია მორ­ჩი­ლა­ძის გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი "შატო მუხ­რან­ში“ გა­ი­მარ­თა.

თა­თია შა­რან­გია და ჯარ­ჯი თო­რა­ძე

ზა­ფხულ­ში მე­სა­მედ იქორ­წი­ნა პი­ა­ნის­ტმა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა თა­თია შა­რან­გი­ამ. ცნო­ბი­ლი სახე ჯარ­ჯი თო­რა­ძე­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წინ­და. ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნია 5 ივ­ნისს, პა­ტარ­ძლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­მარ­თა. შა­რან­გი­ამ და თო­რა­ძემ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი მცხე­თა­ში, "მა­რა­ნი ჰოლ­ში“ გა­და­ი­ხა­დეს. ქორ­წილს უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სახე ეს­წრე­ბო­და.

რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე და ლაშა მო­წო­ნე­ლი­ძე

2023 წელს მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე და­ქორ­წინ­და. რუს­კას რჩე­უ­ლი ლაშა მო­წო­ნე­ლი­ძეა, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობს. წყვი­ლი თით­ქმის ერთი წე­ლია, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თად ჩნდე­ბა. ლუ­კამ საყ­ვა­რელ ქალს ხელი იტა­ლი­ა­ში სთხო­ვა, სა­დაც რუს­კას და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

კატო კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი და ლე­ვან ბა­სი­ლაშ­ვი­ლი

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის უფ­როს­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, კატო კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა ჯვა­რი და­ი­წე­რა. ულა­მა­ზე­სი ცე­რე­მო­ნია კა­ხეთ­ში, თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში, Silver lakes farm-ში გა­ი­მარ­თა. წყვილს ჯვა­რი და­წე­რა უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მღვდელ­მა, მამა ლეონ გე­ლო­ვან­მა. კატო სა­კურ­თხე­ველ­თან მა­მამ, კოტე კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა მი­იყ­ვა­ნა. მშობ­ლე­ბის ჯვრის­წე­რის დროს მო­ი­ნათ­ლა კა­ტო­სა და ლე­ვა­ნის შვი­ლიც, ალექ­სან­დრა-მა­რი­ა­მი. კა­ტოს რჩე­უ­ლი ლე­ვან ბა­სი­ლაშ­ვი­ლია. წყვილ­მა ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ 2020 წელს გა­ნა­ცხა­და. 2022 წლის ზა­ფხულ­ში კი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი და მა­რი­ამ ტა­რი­ე­ლაშ­ვი­ლი

შე­მოდ­გო­მა­ზე PosTV-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და. ქორ­წი­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის რჩე­უ­ლი მა­რი­ამ ტა­რი­ე­ლაშ­ვი­ლია. ქალი ერთ-ერთ სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს.

მა­რი­ამ მა­თი­აშ­ვი­ლი და დათო თო­ფუ­რია

გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სო­ლის­ტმა მა­რი­ამ მა­თი­აშ­ვილ­მა. ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვის, თეა დარ­ჩი­ას შვილს, გა­სულ ზა­ფხულს ხელი სთხო­ვეს. მა­რი­ა­მის რჩე­უ­ლი დათო თო­ფუ­რი­აა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნო­ბის შემ­დეგ წყვილ­მა არ­და­დე­გე­ბი იტა­ლი­ა­ში გა­ა­ტა­რა, შემ­დეგ - პა­რიზ­ში, სა­ი­და­ნაც მა­რი­ა­მი ულა­მა­ზეს კად­რებს გვი­ზი­ა­რებ­და. მა­რი­ა­მის რჩე­უ­ლი დათო თო­ფუ­რი­აა.

ჯაბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და ნატო ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლი

2023 წელს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა მცხე­თა­ში, "მა­რა­ნი ჰოლ­ში“ გა­მარ­თუ­ლი კი­დევ ერთი მდიდ­რუ­ლი და გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი. მი­ლი­ო­ნერ ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ძმის­შვილ­მა, ჯაბა ჩხარ­ტიშ­ვილ­მა, დე­პუ­ტატ კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლის დის­შვილ­ზე, ნატო ყაფ­ლა­ნიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა.

ქორ­წილს ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და­ეს­წრნენ, მათ შო­რის ბიზ­ნეს­მე­ნი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და პა­ტარ­ძლის ბიძა, ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ბიზ­ნე­მე­ნი კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი. ქორ­წილს ეს­წრე­ბო­და ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, ძმას­თან ერ­თად.

და­თუ­ჩა ბურ­ჭუ­ლა და ზოზი ქარ­და­ვა

კა­ხეთ­ში, წი­ნან­დლის მა­მულ­ში გა­და­ი­ხა­და ქორ­წი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის ვაჟ­მა, და­თუ­ჩა ბურ­ჭუ­ლა­ძემ. პა­ტარ­ძა­ლი ქარ­თუ­ლი ჩოგ­ბურ­თის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი წა­ლენ­ჯი­ხე­ლი ზო­ზია ქარ­და­ვა გახ­ლდათ. გრან­დი­ო­ზულ ქორ­წილს, რო­გორც ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ეს­წრე­ბო­და. სა­ღა­მო მსა­ხი­ობ­სა და ტე­ლე­წამ­ყვან რუს­კა მა­ყაშ­ვილს მი­ყავ­და, ხოლო სცე­ნა­ზე იდ­გნენ თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტი და ნატო მე­ტო­ნი­ძე. ცნო­ბილ სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ, ჩოგ­ბურ­თე­ლი ირაკ­ლი ლა­ბა­ძე, მომ­ღერ­ლე­ბი ბაბი კირ­კი­ტა­ძე და ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩან­და, რო­გორ მღე­როდ­ნენ სცე­ნა­ზე თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის ბი­ჭებ­თან ერ­თად დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ზარ­ქუა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე.

ხვი­ჩა კა­ვარ­ცხე­ლია და ნიცა თა­ვა­ძე

ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია 16 ოქ­ტომ­ბერს და­ქორ­წინ­და. "კვა­რას“ რჩე­უ­ლი ნიცა თა­ვა­ძე გახ­ლდათ. წყვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში და­ი­წე­რა ჯვა­რი.

გი­ორ­გი რცხი­ლა­ძე და აი­ნათ ქსენ­ბაი

შე­მოდ­გო­მა­ზე კი­დევ ერთ გრან­დი­ო­ზულ ქორ­წილს უმას­პინ­ძლა კა­ხეთ­მა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც კი ეს­წრე­ბო­და.

წი­ნან­დლის მა­მულ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი ბიზ­ნეს­მენ­მა გი­ორ­გი რცხი­ლა­ძემ გა­და­ი­ხა­და. რცხი­ლა­ძე წლე­ბია, რაც მსა­ხი­ობ და მო­დის დი­ზა­ნერ აი­ნათ ქსენ­ბა­ი­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ქორ­წილს პრე­ზი­დენ­ტის გარ­და, ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. წყვილ­მა ჯვა­რი ალა­ვერ­დის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

2023 წლის ყველაზე მდიდრული და ხმაურიანი 11 ქორწილი - ცნობილები, რომლებიც გასულ წელს დაოჯახდნენ

2023 წლის ყველაზე მდიდრული და ხმაურიანი 11 ქორწილი - ცნობილები, რომლებიც გასულ წელს დაოჯახდნენ

2023 წელი არა მხოლოდ პოლიტიკურად იყო დატვირთული, არამედ შოუბიზნესშიც საინტერესო ამბებით გამოირჩეოდა. მნიშვნელოვანი ამბებიდან ამ სტატიაში 2023 წლის ყველაზე ხმაურიან, მდიდრულ და გრანდიოზულ ქორწილებს წარმოგიდგენთ...

თაკო ნაცვლიშვილი და ოთო ხუროძე

2023 წელს ულამაზესი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ოთო ხუროძე გახდა. წყვილმა ქორწილი იტალიაში გადაიხადა. პატარძალს Vera Wang-ის საქორწილო კაბა ეცვა, უზარმაზარი შლეიფით.

ნიკა ხაზარაძე და ნატალია მორჩილაძე

კახეთში იქორწინა ბიზნესმენ და პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძის ვაჟმა. ნიკა ხაზარაძისა და ნატალია მორჩილაძის გრანდიოზული ქორწილი "შატო მუხრანში“ გაიმართა.

თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე

ზაფხულში მესამედ იქორწინა პიანისტმა და ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ. ცნობილი სახე ჯარჯი თორაძეზე ოფიციალურად დაქორწინდა. ქორწილის ცერემონია 5 ივნისს, პატარძლის დაბადების დღეზე გამართა. შარანგიამ და თორაძემ გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში, "მარანი ჰოლში“ გადაიხადეს. ქორწილს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა.

რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე

2023 წელს მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე დაქორწინდა. რუსკას რჩეული ლაშა მოწონელიძეა, რომელიც ბიზნესის სფეროში საქმიანობს. წყვილი თითქმის ერთი წელია, რაც საზოგადოებაში ერთად ჩნდება. ლუკამ საყვარელ ქალს ხელი იტალიაში სთხოვა, სადაც რუსკას დაბადების დღის აღსანიშნავად, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ.

კატო კოპალეიშვილი და ლევან ბასილაშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილის უფროსმა ქალიშვილმა, კატო კოპალეიშვილმა ჯვარი დაიწერა. ულამაზესი ცერემონია კახეთში, თელავის რაიონში, Silver lakes farm-ში გაიმართა. წყვილს ჯვარი დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა, მამა ლეონ გელოვანმა. კატო საკურთხეველთან მამამ, კოტე კოპალეიშვილმა მიიყვანა. მშობლების ჯვრისწერის დროს მოინათლა კატოსა და ლევანის შვილიც, ალექსანდრა-მარიამი. კატოს რჩეული ლევან ბასილაშვილია. წყვილმა ურთიერთობის შესახებ 2020 წელს განაცხადა. 2022 წლის ზაფხულში კი შვილი შეეძინათ.

შალვა რამიშვილი და მარიამ ტარიელაშვილი

შემოდგომაზე PosTV-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი მესამედ დაოჯახდა. ქორწილის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მეგობრებმა გამოაქვეყნეს. ტელეწამყვანის რჩეული მარიამ ტარიელაშვილია. ქალი ერთ-ერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობს.

მარიამ მათიაშვილი და დათო თოფურია

გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა სუხიშვილების სოლისტმა მარიამ მათიაშვილმა. ცნობილი მოცეკვავის, თეა დარჩიას შვილს, გასულ ზაფხულს ხელი სთხოვეს. მარიამის რჩეული დათო თოფურიაა. ოფიციალური ნიშნობის შემდეგ წყვილმა არდადეგები იტალიაში გაატარა, შემდეგ - პარიზში, საიდანაც მარიამი ულამაზეს კადრებს გვიზიარებდა. მარიამის რჩეული დათო თოფურიაა.

ჯაბა ჩხარტიშვილი და ნატო ყაფლანიშვილი

2023 წელს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მცხეთაში, "მარანი ჰოლში“ გამართული კიდევ ერთი მდიდრული და გრანდიოზული ქორწილი. მილიონერ ვანო ჩხარტიშვილის ძმისშვილმა, ჯაბა ჩხარტიშვილმა, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის დისშვილზე, ნატო ყაფლანიშვილზე იქორწინა.

ქორწილს ცნობილი სახეები დაესწრნენ, მათ შორის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და პატარძლის ბიძა, ცნობილი პოლიტიკოსი და ბიზნემენი კახა ოქრიაშვილი. ქორწილს ესწრებოდა ასევე პოლიტიკოსი არჩილ თალაკვაძე, ძმასთან ერთად.

დათუჩა ბურჭულა და ზოზი ქარდავა

კახეთში, წინანდლის მამულში გადაიხადა ქორწილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ვაჟმა, დათუჩა ბურჭულაძემ. პატარძალი ქართული ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი წალენჯიხელი ზოზია ქარდავა გახლდათ. გრანდიოზულ ქორწილს, როგორც ქართული შოუბიზნესის, ისე პოლიტიკური ელიტა ესწრებოდა. საღამო მსახიობსა და ტელეწამყვან რუსკა მაყაშვილს მიყავდა, ხოლო სცენაზე იდგნენ თეატრალური კვარტეტი და ნატო მეტონიძე. ცნობილ სტუმრებს შორის იყვნენ, ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე, მომღერლები ბაბი კირკიტაძე და ნუცა ბუზალაძე. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, როგორ მღეროდნენ სცენაზე თეატრალური კვარტეტის ბიჭებთან ერთად დეპუტატი ირაკლი ზარქუა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

ხვიჩა კავარცხელია და ნიცა თავაძე

ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია 16 ოქტომბერს დაქორწინდა. "კვარას“ რჩეული ნიცა თავაძე გახლდათ. წყვილმა საქართველოში, სამთავროს მონასტერში დაიწერა ჯვარი.

გიორგი რცხილაძე და აინათ ქსენბაი

შემოდგომაზე კიდევ ერთ გრანდიოზულ ქორწილს უმასპინძლა კახეთმა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც კი ესწრებოდა.

წინანდლის მამულში გრანდიოზული ქორწილი ბიზნესმენმა გიორგი რცხილაძემ გადაიხადა. რცხილაძე წლებია, რაც მსახიობ და მოდის დიზანერ აინათ ქსენბაიზეა დაქორწინებული. ქორწილს პრეზიდენტის გარდა, ძირითადად უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. წყვილმა ჯვარი ალავერდის საკათედრო ტაძარში დაიწერა.