ავტორი:

"ტყუილია, რომ ხელისუფლება ბიჭვინთის აგარაკების თემაზე დუმს - ერთადერთი, რასაც ჩვენ ოკუპაციის მანკიერი მოვლენის წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, არის ის, რომ ომს არ ვაცხადებთ" - სარჯველაძე

"ტყუილია, რომ ხელისუფლება ბიჭვინთის აგარაკების თემაზე დუმს - ერთადერთი, რასაც ჩვენ ოკუპაციის მანკიერი მოვლენის წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, არის ის, რომ ომს არ ვაცხადებთ" - სარჯველაძე

ის, რომ ხელისუფლება ბიჭვინთის აგარაკების თემაზე დუმს, აბსოლუტური ტყუილია, რომლის ტირაჟირებას ოპოზიცია ცდილობს - ერთადერთი, რასაც ჩვენ ოკუპაციის მანკიერი და დასაგმობი მოვლენის წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, არის ის, რომ ომს არ ვაცხადებთ, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას პოზიცია მკაფიოდ, ცხადად და არაორაზროვნად აქვს გაცხადებული და შეურიგებელია ოკუპაციასთან, რა ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს.

"ნებისმიერი აქტთან, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, ვართ შეურიგებელი და აბსოლუტურად კრიტიკული. საქართველოში ოკუპაცია უნდა დამთავრდეს - ეს არის მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა ითქვას. ერთადერთი, რასაც ჩვენ ოკუპაციის მანკიერი და დასაგმობი მოვლენის წინააღმდეგ არ ვაკეთებთ, არის ის, რომ ომს არ ვაცხადებთ. რაც გაკეთებადია ამის მიღმა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუშალოს პროცესს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს დილით რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა. შეთანხმების მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა გააპროტესტეს.