მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"14 წლის ბიჭს აწუხებდა თავის ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება... აღმოჩნდა, რომ ყოველდღე იღებდა 2 ქილა ენერჯაიზერს" - რა გავლენას ახდენს მოზარდებზე ენერგეტიკული სასმელი და რა წერია კანონში გაყიდვასთან დაკავშირებით?
"14 წლის ბიჭს აწუხებდა თავის ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება... აღმოჩნდა, რომ ყოველდღე იღებდა 2 ქილა ენერჯაიზერს" - რა გავლენას ახდენს მოზარდებზე ენერგეტიკული სასმელი და რა წერია კანონში გაყიდვასთან დაკავშირებით?

2017 წელს, აშშ-ის სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნას შტატ­ში 16 წლის მო­ზარ­დი მას შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, რაც მოკ­ლე დრო­ში და­ლია რამ­დე­ნი­მე ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი.

2020 წელს, 6 წლის ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, რაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი ჭიქა Monster Energy სას­მე­ლი და­ლია. ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ბავ­შვი მა­ტა­მო­როს­ში, ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ მექ­სი­კა­ში, ბე­ბი­ას სტუმ­რობ­და.

2023 წლის აგ­ვის­ტო­ში, 14 წლის ყი­რი­მელ­მა სკო­ლის მოს­წავ­ლემ ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლის და­ლე­ვის შემ­დეგ თავი ცუ­დად იგ­რძნო. ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, რომ მალე კო­მა­ში ჩა­ვარ­და და გული გა­უ­ჩერ­და. მი­უ­ხე­და­ვად ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა, მო­ზარ­დი უჩი­ო­და თა­ვის ძლი­ერ ტკი­ვილს და სი­სუს­ტეს. ექი­მებ­მა ჩა­ა­ტა­რეს და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და და­ად­გი­ნეს ცვლი­ლე­ბე­ბი პანკრე­ას­სა და ღვიძ­ლში. გარ­და ამი­სა, მო­ზარ­დში და­ფიქ­სირ­და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის დო­ნის მა­ტე­ბა.

სამ დღე­ში კი პა­ცი­ენტს გული გა­უ­ჩერ­და. ექი­მე­ბის ყვე­ლა მცდე­ლო­ბი­სა და რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი თი­ნი­ჯე­რე­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის ცუდი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ ბევ­რია ინ­ტერ­ნეტ­ში. მშობ­ლე­ბი შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან, შვი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით, რად­გან თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ნა­წი­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რად დიდი დო­ზით მო­იხ­მარს ენერ­გე­ტი­კულ სას­მელს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა.

სექ­ტემ­ბერ­ში პე­დი­ატ­რებ­მა და მშობ­ლებ­მა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დეს, რომ კო­ფე­ი­ნის შემ­ცველ ენერ­გე­ტი­კულ სას­მე­ლებ­ზე ისე­თი­ვე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­წეს­დეს, რო­გო­რიც ქვე­ყა­ნა­ში ალ­კოჰო­ლი­სა და სი­გა­რე­ტის გა­ყიდ­ვა­ზე მოქ­მე­დებს. მშობ­ლე­ბი­სა და პე­დი­ატ­რე­ბის სურ­ვი­ლია, აიკ­რძა­ლოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კო­ფე­ი­ნის შემ­ცვე­ლი სას­მე­ლე­ბის არას­რულ­წლო­ვა­ნებ­ზე მი­ყიდ­ვა. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლის ერთი დოზა იმ­დე­ნი­ვე კო­ფე­ინს შე­ი­ცავს, რამ­დენ­საც მა­გა­ლი­თად, ექ­ვსი ბოთ­ლი "კოკა-კოლა" ერ­თად.

თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კო­ფე­ი­ნის მი­ღე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია კა­ნა­და­ში, ავ­სტრა­ლი­ა­სა და ახალ ზე­ლან­დი­ა­ში. რიგ­მა ქვეყ­ნებ­მა ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლის გა­ყიდ­ვა სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლა, ზო­გან კი ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზი შე­მო­ი­ღეს.

რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შვებ­ზე ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი

ის ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ენერ­გე­ტი­კულ სას­მელს მო­იხ­მა­რენ, უჩი­ვი­ან: სწრაფ ან არა­რე­გუ­ლა­რულ გუ­ლის­ცე­მას, თა­ვის ტკი­ვილს, გულყრას, კან­კალს. ექი­მე­ბის თქმით, კო­ფე­ინს ასე­ვე შე­საძ­ლოა, არა­სა­სურ­ვე­ლი გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, თი­ნე­ი­ჯე­რებ­ზე ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი მი­ყიდ­ვა აკ­რძა­ლუ­ლი არ არის. არას­რულ­წლო­ვან­თა მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის­გან და­სა­ცა­ვად, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რე­გუ­ლა­ცია, მხო­ლოდ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის და თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა-გა­სა­ღე­ბა­სა და აზარ­ტულ თა­მა­შო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ.

Ambebi.ge-სთან ნანა ზ. ჰყვე­ბა, რომ მის 15 წლის დის შვილს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მას შემ­დეგ და­ე­წყო, რაც ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო.

- ჩემი და ემიგ­რან­ტია, 4 წლის იყო ბავ­შვი, გა­საზ­რდე­ლად რომ და­მი­ტო­ვა. აქამ­დე ჯან­მრთე­ლო­ბის არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია, თუმ­ცა რაც ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის და­ლე­ვა და­ი­წყო, მუდ­მი­ვად უჩი­ო­და მუც­ლის ტკი­ვილს. ექიმ­თან მის­ვლის შემ­დეგ კი აღ­მოჩ­ნდა, რომ ნაღ­ვლის ბუშტზე შე­ექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი. დი­ე­ტი­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლის აკ­რძალ­ვის შემ­დეგ, თავს უკე­თე­სად გრძნობს. დღე­ში ხან 3-4 ქი­ლას სვამ­და, ამ­ბობ­და, რომ გა­მო­ფხიზ­ლე­ბა­ში და სწავ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

რას ამ­ბო­ბენ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი?

პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, მო­ზარ­დთა მიერ ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის (ენერ­ჯა­ი­ზე­რე­ბის) მოხ­მა­რე­ბა 43%-ით გა­ი­ზარ­და. მისი თქმით, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ეს ფაქ­ტი და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აიკ­რძა­ლოს მო­ზარ­დებ­ზე მისი მი­ყიდ­ვა, ისე, რო­გორც ეს თამ­ბა­ქო­სა და ალ­კოჰო­ლის შემ­თხვე­ვა­შია.

- ცოტა ხნის წინ მყავ­და პა­ცი­ენ­ტი,14 წლის ბიჭი, რო­მელ­საც აღე­ნიშ­ნე­ბო­და ღე­ბი­ნე­ბის შეგ­რძნე­ბა, ტა­ქი­კარ­დია, არით­მია, ფა­ღა­რა­თი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, უძი­ლო­ბა, სწრა­ფი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბა და აფექ­ტუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი, პე­რი­ო­დუ­ლად გო­ნე­ბის და­ბინ­დვა, კა­ნის ქა­ვი­ლი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს მო­ზარ­დი ყო­ველ­დღე იღებ­და 2 ქილა ენერ­ჯა­ი­ზერს დილა-სა­ღა­მოს. რო­გორც კი ავუკ­რძა­ლეთ მისი მი­ღე­ბა, 10 დღე­ში, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ჩი­ვი­ლე­ბი აღარ აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ნა­თია მორ­ჩი­ლა­ძე, ამ­ბობს, რომ მო­ზარ­დებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­კა­ვონ თავი ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბის­გან, რად­გან ამან შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი რიგი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­გორც მისი მი­ღე­ბი­სას, ასე­ვე მო­მა­ვალ­ში.

- ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბის­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვონ მო­ზარ­დებ­მა, რად­გან ეს ძა­ლი­ან სა­ზი­ა­ნოა ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა შე­ი­ცავს 400-500 მგ. კო­ფე­ინს. ზო­გი­ერ­თი ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი კო­ფე­ი­ნის გარ­და შე­ი­ცავს სხვა­დას­ხვა სტი­მუ­ლა­ტორს. ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბი უფრო მეტს აკე­თე­ბენ, ვიდ­რე ენერ­გი­ის გაზ­რდაა.

კო­ფე­ი­ნის დიდ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს მთე­ლი რიგი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბას. ეს პრობ­ლე­მა მო­ი­ცავს ძი­ლის დარ­ღვე­ვას, შფოთ­ვას, ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბას, გუ­ლის რით­მის აჩ­ქა­რე­ბას.

ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ზარ­დებს ვურ­ჩევ ბუ­ნებ­რი­ვი გზე­ბით მის შევ­სე­ბას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყლის მი­ღე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პო­ლი­ტი­კო­სი თე­ო­ნა ჭა­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ის პი­რა­დად შე­ეს­წრო ფაქტს, რო­დე­საც სუ­პერ­მარ­კეტ­ში 8-9 წლის ბავ­შვე­ბი ენერ­გე­ტი­კულ სას­მელს ყი­დუ­ლობ­დნენ.

- სა­ლა­როს­თან ვარ რიგ­ში, 8-9 წლის ბი­ჭე­ბი დგა­ნან ჩემს წინ. 2 ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი და ჩიპ­სი მი­ა­წო­დეს მო­ლა­რეს. მი­ვი­ხედ-მო­ვი­ხე­დე, უფ­რო­სი არ ახ­ლავთ. "ამას ვერ იყი­დით", და­ვას­წა­რი მო­ლა­რეს. ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლებ­მა შე­მომ­ხე­დეს. ამა­სო­ბა­ში მო­ლა­რეც და­მე­თან­ხმა. ბავ­შვე­ბი გა­ჯი­უტ­დნენ, და რო­გორც გრინჩს, ისე და­მი­წყეს ყუ­რე­ბა. რო­გორც ჩანს, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო. "კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია და თუ ვინ­მე მოგ­ყი­დით, და­ის­ჯე­ბა-თქო, მი­ვუ­გე ღი­მი­ლით. რა­ნა­ი­რად ყი­დუ­ლო­ბენ, ან რაში სჭირ­დე­ბათ 8 წლის ბავ­შვებს ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი.

რას ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნო­ნი?

სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ად­ვო­კა­ტი ზაზა და­თუ­კიშ­ვი­ლი, ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის მი­ყიდ­ვა არას­რულ­წლო­ვა­ნებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი არ არის, თუმ­ცა თუ სა­მე­დი­ცი­ნო და­სა­ბუ­თე­ბა ექ­ნე­ბა მო­ზარ­დებ­ში მავ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ, შე­საძ­ლოა, მისი მი­ღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გეს.

- ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით თი­ნე­ი­ჯე­რებ­ზე ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლის მი­ყიდ­ვა და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი არ არის, გან­სხვა­ვე­ბით ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის­გან. ბოლო პე­რი­ოდ­ში თე­მის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წა­მო­ი­წია ამ სა­კი­თხმა. დიახ, ექი­მე­ბის დიდი ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ მავ­ნე­ბე­ლია ბავ­შვე­ბის­თვის და უნდა იყოს რე­გუ­ლი­რე­ბა­დი.

თუ იარ­სე­ბებს შე­სა­ბა­მი­სი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი და არ იქ­ნე­ბა ეს მხო­ლოდ ექი­მე­ბის მო­საზ­რე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ალ­ბათ დად­გე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე მისი და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხი.

- თუმ­ცა თამ­ბა­ქო­საც ხში­რად მო­იხ­მა­რენ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი, რო­გორ ფიქ­რობთ სად ყი­დუ­ლო­ბენ?

- დიდ სა­ვაჭ­რო ქსე­ლებ­ში თუ ნა­ხავთ, მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა ეს სა­კი­თხი, პი­რა­დად შევ­სწრე­ბი­ვარ, რომ თუ ეჭვი შე­ე­პა­რათ, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას სთხო­ვენ, თუმ­ცა პა­ტა­რა მარ­კე­ტებ­ში ხში­რად არ ხდე­ბა ამის კონ­ტრო­ლი, რაც არის კა­ნონ­დარ­ღვე­ვა. რთუ­ლია ფი­ზი­კუ­რად სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გა­მოვ­ლე­ნა, მა­შინ ვი­ღა­ცამ უნდა მი­მარ­თოს სპე­ცი­ა­ლურ ორ­გა­ნოს და მი­უ­თი­თოს, რომ კონ­კრე­ტულ მარ­კეტ­ში მსგავ­სი დარ­ღვე­ვაა და მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა.

- ხში­რად მშობ­ლე­ბიც გზავ­ნი­ან ბავ­შვებს თამ­ბა­ქოს სა­ყიდ­ლად...

- დიახ, გე­თან­ხმე­ბით, თუმ­ცა დიდი და ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ქსე­ლე­ბი არ ყი­დი­ან არ­ცერ­თი მი­ზე­ზით ალ­კოჰოლ­სა და თამ­ბა­ქოს, თუმ­ცა მშობ­ლის და­ნა­შა­უ­ლი დი­დია, რო­დე­საც აგ­ზავ­ნი­ან ბავ­შვებს სა­ყიდ­ლად.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მშობ­ლებ­მა რომ და­ა­ყე­ნონ ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის თი­ნე­ი­ჯე­რებ­ზე მი­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვის სა­კი­თხი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­კა­ნომ­დებ­ლო ორ­გა­ნონ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა?

- არა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ ისევ მივ­დი­ვართ იმ სა­კი­თხთან, რომ ამას სიღ­რმი­სე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვა სჭირ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია მსგავ­სი კვლე­ვის არ­სე­ბო­ბა­ზე.

- თუმ­ცა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ბავ­შვე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი...

- დიახ, ისევ იქ მივ­დი­ვართ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე არ არის და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მა­სი­უ­რი ხდე­ბა ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა, იც­ვლე­ბა სა­ხე­ო­ბა, ხა­რის­ხი, რაც ბუ­ნებ­რი­ვია გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას ახ­დენს მო­ზარ­დის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ამას სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა, ასე­თი კვლე­ვე­ბი თუ იარ­სე­ბებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არა­ვინ იქ­ნე­ბა, რომ გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში მო­ექ­ცეს, ისე რო­გორც არის თამ­ბა­ქო­სა და ალ­კოჰო­ლის შემ­თხვე­ვა­ში.

ეს მხო­ლოდ მო­საზ­რე­ბე­ბის დო­ნე­ზე ვერ მოხ­დე­ბა, ამას სჭირ­დე­ბა სიღ­რმი­სე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა გახ­დეს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ შემ­დეგ სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე იმ­სჯე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ყიდულობენ იმიტომ რომ იაფიააა.90 თეთრიანი აბა რა უნდა იყოს ან ლარიანი...უნდა აიკრძალის საერთოდ.მოიწამლა ბავშვები.

ნოდო
3

ბოდიში არ ვიცოდითო და მორჩა თემა? მშობლებს მშობლის უფლება უნდა ჩამოართვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"14 წლის ბიჭს აწუხებდა თავის ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება... აღმოჩნდა, რომ ყოველდღე იღებდა 2 ქილა ენერჯაიზერს" - რა გავლენას ახდენს მოზარდებზე ენერგეტიკული სასმელი და რა წერია კანონში გაყიდვასთან დაკავშირებით?

"14 წლის ბიჭს აწუხებდა თავის ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება... აღმოჩნდა, რომ ყოველდღე იღებდა 2 ქილა ენერჯაიზერს" - რა გავლენას ახდენს მოზარდებზე ენერგეტიკული სასმელი და რა წერია კანონში გაყიდვასთან დაკავშირებით?

2017 წელს, აშშ-ის სამხრეთ კაროლინას შტატში 16 წლის მოზარდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მოკლე დროში დალია რამდენიმე ენერგეტიკული სასმელი.

2020 წელს, 6 წლის ბიჭი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ჭიქა Monster Energy სასმელი დალია. ტრაგიკული ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვი მატამოროსში, ჩრდილო-აღმოსავლეთ მექსიკაში, ბებიას სტუმრობდა.

2023 წლის აგვისტოში, 14 წლის ყირიმელმა სკოლის მოსწავლემ ენერგეტიკული სასმელის დალევის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო. ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მალე კომაში ჩავარდა და გული გაუჩერდა. მიუხედავად ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებისა, მოზარდი უჩიოდა თავის ძლიერ ტკივილს და სისუსტეს. ექიმებმა ჩაატარეს დამატებითი გამოკვლევები და დაადგინეს ცვლილებები პანკრეასსა და ღვიძლში. გარდა ამისა, მოზარდში დაფიქსირდა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მატება.

სამ დღეში კი პაციენტს გული გაუჩერდა. ექიმების ყველა მცდელობისა და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მოზარდის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი ინფორმაციები თინიჯერებისა და ენერგეტიკული სასმელების ცუდი გავლენის შესახებ ბევრია ინტერნეტში. მშობლები შეშფოთებულები არიან, შვილების მდგომარეობით, რადგან თინეიჯერების ნაწილი, ყოველდღიურად დიდი დოზით მოიხმარს ენერგეტიკულ სასმელს. გამონაკლისი არც საქართველოა.

სექტემბერში პედიატრებმა და მშობლებმა შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდეს, რომ კოფეინის შემცველ ენერგეტიკულ სასმელებზე ისეთივე რეგულაციები დაწესდეს, როგორიც ქვეყანაში ალკოჰოლისა და სიგარეტის გაყიდვაზე მოქმედებს. მშობლებისა და პედიატრების სურვილია, აიკრძალოს დიდი რაოდენობით კოფეინის შემცველი სასმელების არასრულწლოვანებზე მიყიდვა. ზოგ შემთხვევაში ენერგეტიკული სასმელის ერთი დოზა იმდენივე კოფეინს შეიცავს, რამდენსაც მაგალითად, ექვსი ბოთლი "კოკა-კოლა" ერთად.

თინეიჯერებისთვის დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება აკრძალულია კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. რიგმა ქვეყნებმა ენერგეტიკული სასმელის გაყიდვა საერთოდ აკრძალა, ზოგან კი ასაკობრივი ცენზი შემოიღეს.

რა გავლენას ახდენს ბავშვებზე ენერგეტიკული სასმელი

ის ბავშვები, რომლებიც ენერგეტიკულ სასმელს მოიხმარენ, უჩივიან: სწრაფ ან არარეგულარულ გულისცემას, თავის ტკივილს, გულყრას, კანკალს. ექიმების თქმით, კოფეინს ასევე შესაძლოა, არასასურველი გავლენა ჰქონდეს ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

საქართველოს კანონმდებლობით, თინეიჯერებზე ენერგეტიკული სასმელი მიყიდვა აკრძალული არ არის. არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დასაცავად, კანონით გათვალისწინებულია რეგულაცია, მხოლოდ ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შესახებ.

Ambebi.ge-სთან ნანა ზ. ჰყვება, რომ მის 15 წლის დის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც ენერგეტიკული სასმელების მოხმარება დაიწყო.

- ჩემი და ემიგრანტია, 4 წლის იყო ბავშვი, გასაზრდელად რომ დამიტოვა. აქამდე ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია, თუმცა რაც ენერგეტიკული სასმელების დალევა დაიწყო, მუდმივად უჩიოდა მუცლის ტკივილს. ექიმთან მისვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ნაღვლის ბუშტზე შეექმნა პრობლემები. დიეტისა და ენერგეტიკული სასმელის აკრძალვის შემდეგ, თავს უკეთესად გრძნობს. დღეში ხან 3-4 ქილას სვამდა, ამბობდა, რომ გამოფხიზლებაში და სწავლაში ეხმარებოდა.

რას ამბობენ ქართველი ექიმები?

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ უკანასკნელ პერიოდში, საქართველოში, მოზარდთა მიერ ენერგეტიკული სასმელების (ენერჯაიზერების) მოხმარება 43%-ით გაიზარდა. მისი თქმით, შემაშფოთებელია ეს ფაქტი და აუცილებლად უნდა აიკრძალოს მოზარდებზე მისი მიყიდვა, ისე, როგორც ეს თამბაქოსა და ალკოჰოლის შემთხვევაშია.

- ცოტა ხნის წინ მყავდა პაციენტი,14 წლის ბიჭი, რომელსაც აღენიშნებოდა ღებინების შეგრძნება, ტაქიკარდია, არითმია, ფაღარათი, თავის ტკივილი, უძილობა, სწრაფი გაღიზიანებადობა და აფექტური გამოვლინებები, პერიოდულად გონების დაბინდვა, კანის ქავილი. აღმოჩნდა, რომ ეს მოზარდი ყოველდღე იღებდა 2 ქილა ენერჯაიზერს დილა-საღამოს. როგორც კი ავუკრძალეთ მისი მიღება, 10 დღეში, ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილები აღარ აღენიშნებოდა.

ენდოკრინოლოგი, ნათია მორჩილაძე, ამბობს, რომ მოზარდებმა აუცილებლად უნდა შეიკავონ თავი ენერგეტიკული სასმელების მიღებისგან, რადგან ამან შეიძლება მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს, როგორც მისი მიღებისას, ასევე მომავალში.

- ენერგეტიკული სასმელების მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ მოზარდებმა, რადგან ეს ძალიან საზიანოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის.

ენერგეტიკული სასმელების უმეტესობა შეიცავს 400-500 მგ. კოფეინს. ზოგიერთი ენერგეტიკული სასმელი კოფეინის გარდა შეიცავს სხვადასხვა სტიმულატორს. ენერგეტიკული სასმელები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე ენერგიის გაზრდაა.

კოფეინის დიდმა რაოდენობამ შესაძლოა, გამოიწვიოს მთელი რიგი გვერდითი მოვლენები და ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას. ეს პრობლემა მოიცავს ძილის დარღვევას, შფოთვას, ხასიათის ცვლილებას, გულის რითმის აჩქარებას.

ენერგიის ნაკლებობის შემთხვევაში მოზარდებს ვურჩევ ბუნებრივი გზებით მის შევსებას. ეს შეიძლება იყოს: ფიზიკური აქტივობა, დაბალანსებული კვება, დიდი რაოდენობით წყლის მიღება და საჭიროების შემთხვევაში, მულტივიტამინების მიღება.

"სტრატეგია აღმაშენებლის" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის პირადად შეესწრო ფაქტს, როდესაც სუპერმარკეტში 8-9 წლის ბავშვები ენერგეტიკულ სასმელს ყიდულობდნენ.

- სალაროსთან ვარ რიგში, 8-9 წლის ბიჭები დგანან ჩემს წინ. 2 ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული სასმელი და ჩიპსი მიაწოდეს მოლარეს. მივიხედ-მოვიხედე, უფროსი არ ახლავთ. ,,ამას ვერ იყიდით", დავასწარი მოლარეს. ძალიან გაკვირვებულებმა შემომხედეს. ამასობაში მოლარეც დამეთანხმა. ბავშვები გაჯიუტდნენ, და როგორც გრინჩს, ისე დამიწყეს ყურება. როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევა არ იყო. ,,კანონით აკრძალულია და თუ ვინმე მოგყიდით, დაისჯება-თქო, მივუგე ღიმილით. რანაირად ყიდულობენ, ან რაში სჭირდებათ 8 წლის ბავშვებს ენერგეტიკული სასმელი.

რას ითვალისწინებს კანონი?

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი ზაზა დათუკიშვილი, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა არასრულწლოვანებზე საქართველოში კანონით აკრძალული არ არის, თუმცა თუ სამედიცინო დასაბუთება ექნება მოზარდებში მავნელობის შესახებ, შესაძლოა, მისი მიღების საჭიროება დადგეს.

- ქართული კანონმდებლობით თინეიჯერებზე ენერგეტიკული სასმელის მიყიდვა დარეგულირებული არ არის, განსხვავებით ალკოჰოლური სასმელებისგან. ბოლო პერიოდში თემის აქტუალურობიდან გამომდინარე წამოიწია ამ საკითხმა. დიახ, ექიმების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მავნებელია ბავშვებისთვის და უნდა იყოს რეგულირებადი.

თუ იარსებებს შესაბამისი სამეცნიერო კვლევები და არ იქნება ეს მხოლოდ ექიმების მოსაზრებაზე დამოკიდებული, ალბათ დადგება საკანონმდებლო დონეზე მისი დარეგულირების საკითხი.

- თუმცა თამბაქოსაც ხშირად მოიხმარენ თინეიჯერები, როგორ ფიქრობთ სად ყიდულობენ?

- დიდ სავაჭრო ქსელებში თუ ნახავთ, მკაცრად კონტროლდება ეს საკითხი, პირადად შევსწრებივარ, რომ თუ ეჭვი შეეპარათ, პირადობის მოწმობას სთხოვენ, თუმცა პატარა მარკეტებში ხშირად არ ხდება ამის კონტროლი, რაც არის კანონდარღვევა. რთულია ფიზიკურად სამართალდარღვევის გამოვლენა, მაშინ ვიღაცამ უნდა მიმართოს სპეციალურ ორგანოს და მიუთითოს, რომ კონკრეტულ მარკეტში მსგავსი დარღვევაა და მიაქციეთ ყურადღება.

- ხშირად მშობლებიც გზავნიან ბავშვებს თამბაქოს საყიდლად...

- დიახ, გეთანხმებით, თუმცა დიდი და ბრენდირებული ქსელები არ ყიდიან არცერთი მიზეზით ალკოჰოლსა და თამბაქოს, თუმცა მშობლის დანაშაული დიდია, როდესაც აგზავნიან ბავშვებს საყიდლად.

- როგორ ფიქრობთ, მშობლებმა რომ დააყენონ ენერგეტიკული სასმელების თინეიჯერებზე მიყიდვის აკრძალვის საკითხი, აუცილებელია, საკანომდებლო ორგანონ გაითვალისწინონ სხვა ქვეყნების გამოცდილება?

- არა, აუცილებელი არ არის, მაგრამ ისევ მივდივართ იმ საკითხთან, რომ ამას სიღრმისეული სამედიცინო კვლევა სჭირდება. ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია მსგავსი კვლევის არსებობაზე.

- თუმცა დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები...

- დიახ, ისევ იქ მივდივართ, რომ საერთაშორისო დონეზე არ არის დარეგულირებული, თუმცა დროთა განმავლობაში მასიური ხდება ენერგეტიკული სასმელების წარმოება, იცვლება სახეობა, ხარისხი, რაც ბუნებრივია გარკვეულ გავლენას ახდენს მოზარდის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ამას სჭირდება სპეციალური კვლევა, ასეთი კვლევები თუ იარსებებს, დარწმუნებული ვარ, საკანონმდებლო დონეზე ამის წინააღმდეგი არავინ იქნება, რომ გარკვეული რეგულირების ჩარჩოებში მოექცეს, ისე როგორც არის თამბაქოსა და ალკოჰოლის შემთხვევაში.

ეს მხოლოდ მოსაზრებების დონეზე ვერ მოხდება, ამას სჭირდება სიღრმისეული სამედიცინო კვლევები, რომლებიც უნდა გახდეს საფუძველი, რომ შემდეგ საკანონმდებლო დონეზე იმსჯელოს პარლამენტმა თუ ხელისუფლებამ.