თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია TRT Haber-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საქარიის პროვინციაში, "ჩრდილოეთ მარმარილოს“ გზატკეცილზე მოხდა. ავტოავარიაში 7 ავტომობილი მოყვა, მათ შორის 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა.
ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.