ავტორი:

"გარედან ხელოვნურად არის გამწვავებული - არიან ახლომდებარე ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამით" - კარასინი ბიჭვინთის აგარაკების გამო დაწყებულ პროტესტზე

"გარედან ხელოვნურად არის გამწვავებული - არიან ახლომდებარე ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამით" - კარასინი ბიჭვინთის აგარაკების გამო დაწყებულ პროტესტზე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ბიჭვინთის აგარაკების გამო აფხაზეთში დაწყებული პროტესტი გარედან ხელოვნურად არის გამწვავებული.

"ამის ორგანიზებას ე.წ. ქარიშხლის მეგობრები ახორციელებენ. არიან ახლომდებარე ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამით“, - ციტირებს რუსული მედია კარასინის სიტყვებს.

მისი თქმით, აგარაკი, რომლის გამოც აფხაზეთში მომიტინგეები ქუჩებში გამოვიდნენ, არის „ძველი, სტალინური“ და ორი წლის წინ ხელმოწერილი მთავრობათაშორისი შეთანხმების თანახმად, ის რუსეთს ეკუთვნის.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს დილით რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა. შეთანხმების მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა გააპროტესტეს.