ავტორი:

"გამიმართლა, რომ გადავრჩი" - რატომ დაკარგა ეშტონ კატჩერმა მხედველობა და როგორია მისი ცხოვრება ახლა: მსახიობი ეკრანიდან გაქრობის მიზეზებსა და ურთულეს პერიოდზე

"გამიმართლა, რომ გადავრჩი" - რატომ დაკარგა ეშტონ კატჩერმა მხედველობა და როგორია მისი ცხოვრება ახლა: მსახიობი ეკრანიდან გაქრობის მიზეზებსა და ურთულეს პერიოდზე

2000-იან წლებში ეშტონ კატჩერი არ ტოვებდა კინო ეკრანებს. იღებდნენ ფილმებში, მასზე წერდა მედია, მაგრამ ერთ დღეს მსახიობი მოულოდნელად გაქრა ეკრანებიდან, არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, არ ესწრებოდა ღონისძიებებს. აღმოჩნდა, რომ ამისთვის სერიოზული მიზეზი ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ მსახიობს ვასკულიტის იშვიათი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. აწუხებდა შაკიკი, ჰქონდა სმენისა და მხედველობის პრობლემები, ასევე უჭირდა წონასწორობის დაცვა. როგორ ცხოვრობს ახლა 45 წლის მსახიობ, ეშტონ კატჩერის მძიმე წლებზე მოგიყვებით...

აუტოიმუნური აშლილობა

მსახიობი წლების შემდეგ, პირველად გასულ წელს, ეპიზოდური როლით გამოჩნდა. პანდემიის დროს, როდესაც ყველას COVID-19 ებრძოდა, კატჩერი ვასკულიტს მკურნალობდა. თუმცა, მსახიობს ამაზე ხმამაღლა საუბარი არ სურდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ცნობილ ჟურნალისტს სთხოვა, რომ მისი საუბრიდან ეს მონაკვეთი ამოეღო, მაგრამ, პირიქით, მან კატჩერის ინტერვიუ სენსაციად აქცია. ასე შეიტყო მსოფლიომ მსახიობის გაქრობის რეალური მიზეზის შესახებ.

კატჩერი დღემდე საშინლად იხსენებს მისი ცხოვრების იმ რთულ პერიოდს. ერთ დღეს გაუსაძლისი შაკიკით გაიღვიძა. თუმცა ეშტონს მთელი ცხოვრება აწუხებდა თავის ტკივილი, თავიდან ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და იმ დღესაც, ტრადიციულად ერთი აბი გამაყუჩებელი მიიღო, მაგრამ ტკივილი არ ცხრებოდა და უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა.

2 კვირის შემდეგ, როდესაც მსახიობის მდგომარეობა გაუარესდა, რის შემდეგაც ექიმთან მივიდა. თავიდან კლინიკამ ვერ დაუსვა კატჩერის დიაგნოზი, სანამ დაავადებამ პროგრესირება არ დაიწყო. დაკარგა სმენა, მხედველობა და კოორდინაცია გაუუარესდა, რის შემდეგაც მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეშტონი იხსენებს, რომ თავბრუხვევის გამო გადაადგილება წარმოუდგენლად გაუჭირდა, მას მხოლოდ გვერდზე გადაბრუნება შეეძლო.

საავადმყოფოში გატარებული 7 დღის შემდეგ კი მსახიობს საბოლოოდ დაუსვეს ვასკულიტის დიაგნოზი. აუტოიმუნური დაავადების ეს იშვიათი ფორმა გავლენას ახდენს სისხლძარღვების კედლებზე, რაც იწვევს ანთებას. იწვევს ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევას და შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის სხეულის სასიცოცხლო ფუნქციებზე. საბედნიეროდ, დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდა, ამიტომ ეშტონის გამოჯანმრთელების შანსი მაღალი იყო.

რეაბილიტაციის სირთულეები

ექიმებმა მსახიობს უთხრეს, რომ ცხოვრება ჩვეული წესით უნდა გაეგრძელებინა, რათა სასიცოცხლო ფუნქციები ბოლომდე აღდგენილიყო, თუმცა ეს სულაც არ იყო ადვილი, რადგან სიარული არ შეეძლო.

ერთი თვის შემდეგ, წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად, კატჩერმა ნორმალურად დაიწყო მოძრაობა და მეტ-ნაკლებად მსუბუქი ვარჯიშების შესრულება, მაგრამ ამ ყველაფერს ჯოჯოხეთური ტკივილი ახლდა. ასეთი უმწეობა სასოწარკვეთილებაში აგდებდა, მაგრამ იმდენად სურდა სიარული, შვილებთან თამაში, ცოლთან ერთად სიარული და, რა თქმა უნდა, პროფესიის დაბრუნება..

მსახიობის თქმით, გამოჯანმრთელებას მთელი წელი დასჭირდა და მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა ამტკიცებს, რომ ვასკულიტი, როგორც წესი, ბოლომდე არ კურნება და სიმპტომების შემსუბუქება მხოლოდ სათანადო თერაპიის დახმარებითაა შესაძლებელი. გამოჯანმრთელებული კატჩერი თავგადასავლისა და მღელვარების საძიებლად წავიდა, რათა თავი კვლავ ცოცხალად, ძლიერად და აქტიურად ეგრძნო.

მოკლე დროში მან გააკეთა იმდენი, რასაც ყველა ვერ ახერხებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მან მოინახულა ანტარქტიდა, ავიდა სამხრეთ პოლუსზე მთაზე, ისწავლა თხილამურებზე დგომა და მონაწილეობა მიიღო მარათონში. მსახიობს უხარია, რომ ამდენი რამის გაკეთება შეძლო, მიუხედავად ტკივილისა, რომელიც ზოგჯერ აუტანელი იყო.

მინდოდა, ჩემი გული ჩემი ძმისთვის მეჩუქებინა

მის ცხოვრებაში ეს ერთადერთი სირთულე არ ყოფილა. ცოტამ თუ იცის, რომ ეშტონს ჰყავს ტყუპი ძმა, მაიკლი, რომელიც ცერებრალური დამბლითა და კარდიომიოპათიით დაიბადა. ეშტონი ამბობს, რომ რაღაც მომენტში სერიოზულად სურდა ძმისთვის გული მიეცა, მაგრამ, მალე დონორი იპოვეს.

როგორ ცხოვრობს მსახიობი ახლა?

ავადმყოფობის შემდეგ ეშტონმა სხვაგვარად შეხედა სამყაროს. ამბობს, რომ ყველაფრის სხვანაირი დაფასება დაიწყო. ბედნიერია, რომ შეუძლია სიარული, სირბილი, ადამიანების დანახვა, მოსმენა, მუშაობა და ა.შ. მსახიობი კიდევ უფრო დაუახლოვდა საყვარელ მეუღლეს, მსახიობ მილა კუნისს. ის წარმოუდგენლად მადლიერია მეუღლის რთულ პერიოდში მხარდაჭერისთვის.

ახლა ის ყოველდღე დგება დილის 5 საათზე, რომ დრო ჰქონდეს ვარჯიშისთვის. შემდეგ ის და მისი მეუღლე ამზადებენ საუზმეს და ბავშვები სკოლაში მიჰყავთ. ეშტონი ბედნიერია, რომ ახლა შეუძლია ცოლს დაეხმაროს საოჯახო საქმეებში და ეთამაშოს ბავშვებს.

წელს მსახიობი გამოჩნდა მთავარ როლში კომედიურ მელოდრამაში "შენ თუ მე?", სადაც მისი კინო პარტნიორი ბრწყინვალე რიზ უიზერსპუნი გახდა.

საინტერესოა, რომ თავიდან ფილმის გადაღება ჯორჯიის შტატში სურდათ, მაგრამ ეშტონმა დაჟინებით მოითხოვა გადაღება ლოს-ანჯელესში ყოფილიყო და ხარჯების სხვაობა პირადად გადაიხადა. მსახიობმა ეს ქმედება იმით ახსნა, რომ სურდა ოჯახთან ახლოს ყოფილიყო, რათა მათთან რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა.

კატჩერის თაყვანისმცემლები წარმოუდგენლად ბედნიერები არიან, რომ მათი საყვარელი მსახიობი ისევ გამოჩნდა ეკრანებზე, მაგრამ მსახიობი გარეგრბულად შეცვლილია. ეშტონმა წონაში დაიკლო, სახეზე ნაოჭები და შესამჩნევი დაღლილობა აქვს. მსახიობს მალე 46 წელი შეუსრულდება, მაგრამ ავადმყოფობის შედეგები ეტყობა.