მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 საუკეთესო საჩუქარი ხელოვნების მოყვარულებისთვის
5 საუკეთესო საჩუქარი ხელოვნების მოყვარულებისთვის

ახა­ლი გეგ­მე­ბი, ახა­ლი მიზ­ნე­ბი და სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა - ეს ახა­ლი წე­ლია, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბულ ელ­ფერს სა­ჩუქ­რე­ბი სძენს. თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ჩუ­ქა­რიც გუ­ლით შერ­ჩე­უ­ლი იყოს. ჩვენ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ 5 სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქარს ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბი­თაც ად­რე­სატს ნამ­დვი­ლად გა­ა­ხა­რებთ.

ინ­ტე­რი­ე­რე­ბი

ეს უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ გან­სა­კუთ­რე­ბულ ყო­ფით ეს­თე­ტი­კა­სა და სტილს ასა­ხავს. სხვა­დას­ხვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცის ფო­ტო­ებ­თან ერ­თად, ის ამ სივ­რცე­ე­ბის ბი­ნა­დარ­თა პერ­სო­ნა­ლურ ტექ­სტებ­საც გვთა­ვა­ზობს. ფო­ტო­ალ­ბო­მი წარ­მო­ა­ჩენს ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში აღ­მო­სავ­ლუ­რი და და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რე­ბის სინ­თეზს და შთა­გო­ნე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი წყა­როა რო­გორც ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის, ისე ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის.

თა­ნა­მედ­რო­ვე მოდა

თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დის სამ­ყა­რო დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და ბენ­დე­ბი, რომ­ლებ­მაც შექ­მნეს თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლი და გან­სა­ზღვრეს მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბი. მოკ­ლე, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­სტე­ბი სრულ წარ­მოდ­გე­ნას შე­გიქ­მნით დი­ზა­ი­ნერ­თა რო­გორც ბი­ოგ­რა­ფი­ა­ზე, ისე მათ მიერ გან­ვლილ გზა­სა და მო­დის სამ­ყა­რო­ში და­ტო­ვე­ბულ შე­მოქ­მე­დე­ბით ანა­ბეჭ­დებ­ზე. 125 ბრენ­დის ევო­ლუ­ცი­ა­სა და მათ მიერ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მო­დე­ლებს შთამ­ბეჭ­და­ვი ფო­ტო­ე­ბიც გა­გაც­ნობთ. ეს ყო­ვე­ლი­ვე კი ერ­თგვა­რი ქრო­ნო­ლო­გი­ით ან­ბა­ნუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ქსო­ვი­ლე­ბის კა­ტა­ლო­გით გა­ეც­ნო­ბით 40 დი­ზა­ი­ნე­რის მიერ შექ­მნილ მნიშ­ვნე­ლო­ვან და და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ ქსო­ვი­ლებს გა­მორ­ჩე­უ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით. წიგნ­ში 800-ზე მეტი ილუსტრა­ცი­აა.

33 ემო­ცია

ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი - 33 ემო­ცია მწე­რალ ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძეს­თან და ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მომ­ზად­და. ეს არის ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ან­თო­ლო­გია, 33 ავ­ტო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. გა­მო­ცე­მის­თვის სა­ზე­დაო ასო­ე­ბი რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლის მიერ შე­იქ­მნა. ამ ასო­ნიშ­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით თა­ვი­დან და­ი­ნა­ხავთ ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის მა­გი­ას, თა­ვი­დან შე­იყ­ვა­რებთ ჩვენს უნი­კა­ლურ ან­ბანს.

მუ­ზე­უ­მე­ბი

“მსოფ­ლიო სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მე­ბი“ მეგ­ზუ­რო­ბას გა­გი­წევთ იმ სა­ხელ­გან­თქმულ მუ­ზე­უ­მებ­სა და გა­ლე­რე­ებ­ში, სა­დაც სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის ფას­და­უ­დე­ბე­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა თავ­მოყ­რი­ლი. ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში ეს და­უ­ვი­წყა­რი წარ­მო­სახ­ვი­თი მოგ­ზა­უ­რო­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას­თან მჭიდ­როდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თი­თო­ე­უ­ლი მუ­ზე­უ­მის შექ­მნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ამ­ბით, მას­ში შე­მა­ვა­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბის მი­მო­ხილ­ვით იწყე­ბა.

მკი­თხვე­ლის­თვის ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლი, ენით გა­მარ­თუ­ლი, ღი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დატ­ვირ­თუ­ლი და ჩი­ნე­ბუ­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბით უხ­ვად შემ­კუ­ლი გა­მო­ცე­მა სა­მეც­ნი­ე­რო-პო­პუ­ლა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­მუ­შია და ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რულ ყვე­ლა ასა­კის მკი­თხველს უდა­ვოდ და­ა­ინ­ტე­რე­სებს

წიგ­ნე­ბი სე­რი­ი­დან „გა­და­ი­კი­თხე“

#გა­და­ვი­კი­თხოთ ეს არის ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის იმ რჩე­უ­ლი ტექ­სტე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მელ­თა გა­და­კი­თხვა და, შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლა­ხა­ლი გა­აზ­რე­ბა ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა. ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მუ­დამ თა­ნა­მედ­რო­ვე და აქ­ტუ­ა­ლუ­რია და სულ უფრო მეტ სა­ფიქ­რალს აღ­ძრავს. ამ სე­რი­ის იდე­აც ეს არის - შევ­ხე­დოთ, რო­გორც ახალს, და თა­ვი­დან წა­ვი­კი­თხოთ, გა­და­ვი­კი­თხოთ კარ­გად ნაც­ნო­ბი კლა­სი­კუ­რი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი წიგნს ერ­თვის ამა თუ იმ ცნო­ბი­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტო­რის ან მკვლევ­რის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ სე­რი­ის­თვის და­წე­რი­ლი წი­ნათ­ქმა, რომ­ლის მი­ზა­ნიც არის, მიგ­ვა­ნიშ­ნოს ხე­ლახ­ლა წა­კი­თხვი­სას აღ­მო­სა­ჩენ აქ­ცენ­ტებ­ზე. სე­რი­ის წიგ­ნე­ბია: „კა­ცია ადა­მი­ა­ნი“ (ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბით); „სუ­რა­მის ციხე“ (გიგა ზე­და­ნი­ას წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბით); „ლამ­ბა­ლო და ყაშა“ (გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბით); „ქრის­ტი­ნე“ (თე­ო­ნა ბე­ქიშ­ვი­ლის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბით); „ხე­ვის­ბე­რი გოჩა“ (დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბით); „სო­ლო­მონ ისა­კიჩ მე­ჯღა­ნუ­აშ­ვი­ლი“ (მალ­ხაზ ხარ­ბე­დი­ას წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბით)... წიგ­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო­სა და გა­მორ­ჩე­ულს ხდის მხატ­ვარ ხა­ტია ჩი­ტო­რე­ლი­ძის ილუსტრა­ცი­ე­ბი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

5 საუკეთესო საჩუქარი ხელოვნების მოყვარულებისთვის

5 საუკეთესო საჩუქარი ხელოვნების მოყვარულებისთვის

ახალი გეგმები, ახალი მიზნები და სადღესასწაულო განწყობა - ეს ახალი წელია, რომელსაც განსაკუთრებულ ელფერს საჩუქრები სძენს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საჩუქარიც გულით შერჩეული იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ 5 საუკეთესო საჩუქარს ხელოვნების მოყვარულებისთვის, რომლებითაც ადრესატს ნამდვილად გაახარებთ.

ინტერიერები

ეს უნიკალური წიგნი საქართველოსთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ ყოფით ესთეტიკასა და სტილს ასახავს. სხვადასხვა ინდივიდუალური საცხოვრებელი სივრცის ფოტოებთან ერთად, ის ამ სივრცეების ბინადართა პერსონალურ ტექსტებსაც გვთავაზობს. ფოტოალბომი წარმოაჩენს ქართულ სინამდვილეში აღმოსავლური და დასავლური კულტურების სინთეზს და შთაგონების შესანიშნავი წყაროა როგორც ინტერიერის დიზაინის, ისე ხელოვნების მოყვარულთათვის.

თანამედროვე მოდა

თანამედროვე მოდის სამყარო დიზაინერები და ბენდები, რომლებმაც შექმნეს თანამედროვე სტილი და განსაზღვრეს მოდის ტენდენციები. მოკლე, მაგრამ ინფორმაციული ტექსტები სრულ წარმოდგენას შეგიქმნით დიზაინერთა როგორც ბიოგრაფიაზე, ისე მათ მიერ განვლილ გზასა და მოდის სამყაროში დატოვებულ შემოქმედებით ანაბეჭდებზე. 125 ბრენდის ევოლუციასა და მათ მიერ უმნიშვნელოვანეს მოდელებს შთამბეჭდავი ფოტოებიც გაგაცნობთ. ეს ყოველივე კი ერთგვარი ქრონოლოგიით ანბანური თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი. ქსოვილების კატალოგით გაეცნობით 40 დიზაინერის მიერ შექმნილ მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ ქსოვილებს გამორჩეული ორნამენტებით. წიგნში 800-ზე მეტი ილუსტრაციაა.

33 ემოცია

ქართული ანბანი - 33 ემოცია მწერალ ეკატერინე ტოგონიძესთან და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა. ეს არის ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ანთოლოგია, 33 ავტორის დამოკიდებულება. გამოცემისთვის საზედაო ასოები რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ შეიქმნა. ამ ასონიშნების მეშვეობით თავიდან დაინახავთ ქართული დამწერლობის მაგიას, თავიდან შეიყვარებთ ჩვენს უნიკალურ ანბანს.

მუზეუმები

“მსოფლიო საუკეთესო მუზეუმები“ მეგზურობას გაგიწევთ იმ სახელგანთქმულ მუზეუმებსა და გალერეებში, სადაც სხვადასხვა კულტურის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა თავმოყრილი. ხელოვნების სამყაროში ეს დაუვიწყარი წარმოსახვითი მოგზაურობა, ჩვეულებრივ, ქვეყნის ისტორიასთან მჭიდროდ დაკავშირებული, თითოეული მუზეუმის შექმნისა და განვითარების ამბით, მასში შემავალი კოლექციების მიმოხილვით იწყება.

მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელი, ენით გამართული, ღირებული ინფორმაციით დატვირთული და ჩინებული ილუსტრაციებით უხვად შემკული გამოცემა სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშია და ხელოვნების მოყვარულ ყველა ასაკის მკითხველს უდავოდ დააინტერესებს

წიგნები სერიიდან „გადაიკითხე“

#გადავიკითხოთ ეს არის ქართული კლასიკური ლიტერატურის იმ რჩეული ტექსტების კრებული, რომელთა გადაკითხვა და, შესაბამისად, ხელახალი გააზრება ყოველთვის საინტერესოა. ეს ნაწარმოებები მუდამ თანამედროვე და აქტუალურია და სულ უფრო მეტ საფიქრალს აღძრავს. ამ სერიის იდეაც ეს არის - შევხედოთ, როგორც ახალს, და თავიდან წავიკითხოთ, გადავიკითხოთ კარგად ნაცნობი კლასიკური ქართული ლიტერატურის შედევრები. თითოეული წიგნს ერთვის ამა თუ იმ ცნობილი და ავტორიტეტული ლიტერატორის ან მკვლევრის მიერ სპეციალურად ამ სერიისთვის დაწერილი წინათქმა, რომლის მიზანიც არის, მიგვანიშნოს ხელახლა წაკითხვისას აღმოსაჩენ აქცენტებზე. სერიის წიგნებია: „კაცია ადამიანი“ (ლევან ბერძენიშვილის წინასიტყვაობით); „სურამის ციხე“ (გიგა ზედანიას წინასიტყვაობით); „ლამბალო და ყაშა“ (გიორგი ლობჟანიძის წინასიტყვაობით); „ქრისტინე“ (თეონა ბექიშვილის წინასიტყვაობით); „ხევისბერი გოჩა“ (დიანა ანფიმიადის წინასიტყვაობით); „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (მალხაზ ხარბედიას წინასიტყვაობით)... წიგნებს განსაკუთრებით საინტერესოსა და გამორჩეულს ხდის მხატვარ ხატია ჩიტორელიძის ილუსტრაციები.

R