მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში 15 წლის გოგონამ შვილი გააჩინა - "სჯობს, არ გახმაურდეს დეტალები... ისედაც ტრაგედიაა, ბავშვმა რომ ბავშვი გააჩინა"
შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში 15 წლის გოგონამ შვილი გააჩინა - "სჯობს, არ გახმაურდეს დეტალები... ისედაც ტრაგედიაა, ბავშვმა რომ ბავშვი გააჩინა"

შიდა ქარ­თლის ერთ-ერთ ქა­ლაქ­ში 15 წლის გო­გო­ნამ შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, გო­გო­ნა ერთ-ერთ თავ­შე­სა­ფარ­ში 27 კვი­რის ორ­სუ­ლი მი­იყ­ვა­ნეს. არას­რულ­წლო­ვა­ნი წარ­მო­შო­ბით კა­ხე­თი­დან არის. რო­გორც ირ­კვე­ვა, დედა და შვი­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის მერე თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მომ­ხდარს ადას­ტუ­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სს-ს140-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც 14 წელს მი­უღ­წე­ველ­თან სქე­სობ­რივ კავ­შირს გუ­ლის­ხმობს.

"ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი", - ამ­ბო­ბენ უწყე­ბა­ში.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით იმ თავ­შე­სა­ფარს, სა­დაც ორ­სუ­ლი გო­გო­ნა ბოლო დროს ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა იქ არ ლა­პა­რა­კო­ბენ დე­ტა­ლებ­ზე თა­ვად არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

"გი­დას­ტუ­რებთ ფაქტს, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ მო­გაწ­ვდით. უკვე რამ­დე­ნი­მე მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეს არის დე­და­თა და ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფა­რი, ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და ქა­ლა­ქის მი­თი­თე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. ამ ბავ­შვის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან დედა და ბავ­შვთა ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტო. ჩვენ არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა სა­ა­გენ­ტოს­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად. ისევ ბავ­შვის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სჯობს არ გახ­მა­ურ­დეს დე­ტა­ლე­ბი. ისე­დაც უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა, როცა თავ­შე­სა­ფა­რია ნახ­სე­ნე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვინ ფიქ­რობს ბავ­შვის ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ასე უფრო მე­ტად ვა­ზი­ა­ნებთ მას. ისე­დაც ტრა­გე­დი­აა, ბავ­შვმა რომ ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა. ვერც პე­რი­ოდს გე­ტყვით, რო­დის მო­იყ­ვა­ნეს ჩვენ­თან, ვერც იმას, რამ­დე­ნი ხანი იყო ჩვენ­თან და რამ­ხე­ლა ორ­სუ­ლი იყო. მხო­ლოდ იმას გე­ტყვით, რომ ახლა ბავ­შვიც და დე­დაც თბი­ლის­ში არი­ან. ახალ­შო­ბი­ლი ინ­კუ­ბა­ტორ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ბევ­რი რამ არას­წო­რად იწე­რე­ბა", - გვი­თხრა თავ­შე­საფ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რიმა
0

როცა ბავშვს აჩენს 15 წლის ბავშვი ,მაშინ ბავშვია, მაგრამ როცა სექსულურ ურთიერთობას ამყარებენ, მაშინ ვისი რა საქმეაო. ბავშვებს უბიძგებენ ასეთი ქმედებისკენ, იმიტომ რომ მორალი და ზნეობა დღევანდელ დროში ნულის ტოლია, დასაცინია, ესაა საბოლოო შედეგი.

ოჰო
1

თვითონ ეცოდინება ვინც ჩაიდინა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში 15 წლის გოგონამ შვილი გააჩინა - "სჯობს, არ გახმაურდეს დეტალები... ისედაც ტრაგედიაა, ბავშვმა რომ ბავშვი გააჩინა"

შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში 15 წლის გოგონამ შვილი გააჩინა - "სჯობს, არ გახმაურდეს დეტალები... ისედაც ტრაგედიაა, ბავშვმა რომ ბავშვი გააჩინა"

შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში 15 წლის გოგონამ შვილი გააჩინა. როგორც ცნობილი ხდება, გოგონა ერთ-ერთ თავშესაფარში 27 კვირის ორსული მიიყვანეს. არასრულწლოვანი წარმოშობით კახეთიდან არის. როგორც ირკვევა, დედა და შვილი მშობიარობის მერე თბილისში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სს-ს140-ე მუხლით დაიწყო, რაც 14 წელს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - ამბობენ უწყებაში.

ჩვენ დავუკავშირდით იმ თავშესაფარს, სადაც ორსული გოგონა ბოლო დროს ცხოვრობდა, თუმცა იქ არ ლაპარაკობენ დეტალებზე თავად არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე.

"გიდასტურებთ ფაქტს, მაგრამ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. უკვე რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი, ადგილსამყოფელი კონფიდენციალურია და ქალაქის მითითებაც არ შეიძლება. ამ ბავშვის კანონიერი წარმომადგენლები არიან დედა და ბავშვთა ზრუნვის სააგენტო. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციის გაცემის უფლება სააგენტოსთან შეუთანხმებლად. ისევ ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე, სჯობს არ გახმაურდეს დეტალები. ისედაც უკვე იდენტიფიცირება ხდება, როცა თავშესაფარია ნახსენები. სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე. ასე უფრო მეტად ვაზიანებთ მას. ისედაც ტრაგედიაა, ბავშვმა რომ ბავშვი გააჩინა. ვერც პერიოდს გეტყვით, როდის მოიყვანეს ჩვენთან, ვერც იმას, რამდენი ხანი იყო ჩვენთან და რამხელა ორსული იყო. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ახლა ბავშვიც და დედაც თბილისში არიან. ახალშობილი ინკუბატორშია მოთავსებული. ბევრი რამ არასწორად იწერება", - გვითხრა თავშესაფრის წარმომადგენელმა.