რუსეთი ფინეთის საზღვართან უახლეს "ჰაუბიცებს“ განათავსებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის კონგლომერატის "როსტეკის“ ხელმძღვანელი, სერგეი ჩემეზოვი ავრცელებს.
"ვფიქრობ, იქ ისინი მალე გამოჩნდებიან, რადგან ამ კლასის "ჰაუბიცები“, სროლის მანძილის თვალსაზრისით, დასავლურ საარტილერიო მოდელებზე უპირატესობის უზრუნველსაყოფად საჭიროა“, - განაცხადა ჩემეზოვმა.
ჩემეზოვის ცნობით, პირველი საპილოტე ნაწილი ფინეთის საზღვართან მიმდინარე წლის ბოლომდე განთავსდება.