კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დახუჭე თვალები და... ჩაიფიქრე" - დეველოპერული კომპანია "მეტროპოლის" ჯადოსნური საახალწლო კამპანია
"დახუჭე თვალები და... ჩაიფიქრე" - დეველოპერული კომპანია "მეტროპოლის" ჯადოსნური საახალწლო კამპანია

ახა­ლი წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია — წლის ამ დროს თით­ქოს ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ძა­ლას იძენს და გვჯე­რა, რომ, თუ მთე­ლი გუ­ლით ჩა­ვი­ფიქ­რებთ, ყვე­ლა­ზე ჯა­დოს­ნუ­რი ნატ­ვრაც კი აუ­ცი­ლებ­ლად აგ­ვიხ­დე­ბა. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ხში­რად სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლე­ბი არა ფუჭ ოც­ნე­ბა­სა და, უბ­რა­ლოდ, ამა­ღელ­ვე­ბელ რი­ტუ­ალს, არა­მედ რე­ა­ლურ მოქ­მე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს — წლის და­სა­წყი­სი სი­ახ­ლე­ებ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ზე გვა­ფიქ­რებს და გეგ­მე­ბის, მიზ­ნე­ბის და­სახ­ვი­სა თუ შეს­რუ­ლე­ბის­კენ გვი­ბიძ­გებს.

თუმ­ცა ამ ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა სა­ჭი­რო — ცხოვ­რობ­დე იქ, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი შენს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს ერ­გე­ბა, დის­კომ­ფორ­ტს არა­ფე­რი გიქ­მნის და შე­გიძ­ლია, მთე­ლი ენერ­გია თუ ემო­ცი­ე­ბი შენი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის­კენ მი­მარ­თო. სხვა შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, შენი ჯა­დოს­ნუ­რი გეგ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი გუ­ლით და­სა­ხე, უეც­რად ყო­ველ­დღი­ურ­მა დის­კომ­ფორ­ტმა და მო­უ­ლოდ­ნელ­მა ყო­ფით­მა პრობ­ლე­მებ­მა ჩა­გი­შა­ლოს.

სწო­რედ ამ დაკ­ვირ­ვე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­იქ­მნა დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლის“ სა­ა­ხალ­წლო კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ერთი ოჯა­ხის ჯა­დოს­ნურ ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს.

ვი­დე­ორ­გო­ლის მთა­ვარ ფო­კუს­ში ოჯა­ხის ორი წევ­რი — ბა­ბუა და შვი­ლიშ­ვი­ლი — ექ­ცე­ვა, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნეთ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებთ. სი­უ­ჟე­ტი მათი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა წელს ვი­თარ­დე­ბა — ბაბუ მუდ­მი­ვად აკ­ვირ­დე­ბა ბავ­შვის სურ­ვი­ლებ­სა და მის­წრა­ფე­ბებს. ყო­ველ ახალ წელს კი შვი­ლიშ­ვილს თვა­ლე­ბის მაგ­რად და­ხუჭ­ვას სთხოვს და გა­ხე­ლი­სას ბავ­შვს მი­სი­ვე სურ­ვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯა­დოს­ნუ­რი სი­ურპრი­ზე­ბით აბედ­ნი­ე­რებს. თუმ­ცა ბა­ბუ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის თი­თო­ე­ულ ზღაპ­რულ ამ­ბავს არ­ცთუ ისე სა­სურ­ვე­ლი და­სას­რუ­ლი აქვს — ოჯახ­ში, ხალ­ხმრავ­ლო­ბი­სა და ბი­ნის არა­საკ­მა­რი­სი სივ­რცის გამო, მათი სი­ურპრი­ზე­ბი ყო­ველ­თვის იშ­ლე­ბა; კულ­მი­ნა­ცი­ურ მო­მენ­ტში მათ ზღაპ­რულ სამ­ყა­როს ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი ყო­ველ­თვის ხელს უშ­ლის.

თა­მარ მე­ხუზ­ლა, „მეტ­რო­პო­ლის“ გა­ყიდ­ვე­ბის დი­რექ­ტო­რი: „მეტ­რო­პო­ლი სამ­შე­ნებ­ლო ბა­ზარ­ზე გა­სულ წელს გა­მოჩ­ნდა და ჩვე­ნი მთა­ვა­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი საქ­მი­სად­მი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მაა. თი­თო­ე­უ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უკვე წა­მო­ვი­წყეთ, ან რო­მელ­საც მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავთ, სხვა­დას­ხვა ტი­პის ინ­დი­ვი­დი­სა თუ ოჯა­ხის სა­ჭი­რო­ე­ბებს ერ­გე­ბა. პრო­ექ­ტე­ბის დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის მი­ნი­ჭე­ბა და სხვა­დას­ხვა მის­წრა­ფე­ბი­სა თუ ცხოვ­რე­ბის სტი­ლის ადა­მი­ა­ნებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის შექ­მნა კი, ჩვე­ნი ბრენ­დის მთა­ვარ გზავ­ნილ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა — სახ­ლი, რო­მე­ლიც ჩა­ი­ფიქ­რე. გვჯე­რა, რომ იდე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია, მის მი­საღ­წე­ვად კი სა­ჭი­როა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გი­ლას — სახ­ლში, თავს ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­დე. მხო­ლოდ ასეთ დროს შე­გიძ­ლია, ყვე­ლა სურ­ვი­ლი თუ მი­ზა­ნი რე­ა­ლო­ბად აქ­ციო. სწო­რედ ამ ში­ნა­არსს ატა­რებს ჩვე­ნი ახა­ლი სა­ა­ხალ­წლო კამ­პა­ნია“.

მა­რი­ამ კარ­კა­ლა­ია, „მეტ­რო­პო­ლის“ მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი: „სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში, როცა სა­რეკ­ლა­მო ბა­ზა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შექ­მნა პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც გა­დატ­ვირ­თუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის პი­რო­ბებ­ში აუ­დი­ტო­რი­ის ყუ­რა­დღე­ბას მი­ი­პყრობს. სწო­რედ ამი­ტომ ავირ­ჩი­ეთ გად­მო­ცე­მის ამ­გვა­რი გზა — ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რია სა­დღე­სას­წა­უ­ლო ელ­ფე­რით, რო­მე­ლიც, ერთი მხრივ, ჯა­დოს­ნურ სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბას ქმნის, მე­ო­რე მხრივ კი, ადა­მი­ა­ნებს საკ­მა­ოდ რა­ცი­ო­ნა­ლურ გზავ­ნილს აწ­ვდის — იცხოვ­რე იქ, სა­დაც შენი სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში ხელს არა­ფე­რი შე­გიშ­ლის. იცხოვ­რე სახ­ლში, რო­მე­ლიც ჩა­ი­ფიქ­რე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვი­დე­ორ­გოლს გან­სა­კუთ­რე­ბულ ხიბლს სძენს მუ­სი­კა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ნა­თია თო­დუ­ამ და ზურა მახ­ნი­აშ­ვილ­მა, ერ­თობ­ლი­ვად, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ კამ­პა­ნი­ის­თვის შექ­მნეს. ამავდრო­უ­ლად ნა­თი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვო­კა­ლი და ტექ­სტი ვი­დე­ორ­გოლს კი­დევ უფრო და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ ხა­სი­ათს სძენს. ზურა მახ­ნი­აშ­ვი­ლის სა­ორ­კესტრო შეს­რუ­ლე­ბა კი ზუს­ტად ასა­ხავს და ამ­ძაფ­რებს იმ ემო­ცი­ებს, რისი გად­მო­ცე­მაც გვსურ­და“.

გარ­და სი­ურპრი­ზე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­სას­რუ­ლი­სა, კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლის­თვის პირ­ვე­ლი­ვე კად­რი გვამ­ზა­დებს. დე­ტა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მარ­ტი­ვად შე­ამ­ჩნევს, რომ ვი­დე­ოს სხვა­დას­ხვა სცე­ნა­ში სახ­ლის სი­ვიწ­რო­ვე თუ ფუნ­ქცი­უ­რი ზო­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ჩანს.

პავ­ლე გაბ­რი­ჭი­ძე, კამ­პა­ნი­ის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი: „ვი­დე­ორ­გო­ლის მსვლე­ლო­ბი­სას მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯახს ვხე­დავთ. თუმ­ცა თი­თო­ე­ულ სცე­ნა­ში ჩანს გარ­კვე­უ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ოჯა­ხი, ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სახ­ლში თავს არც ისე კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლი­ვე კადრში ვხე­დავთ, რომ ბაბუ მი­სა­ღებ ოთახ­ში, სა­დაც მთე­ლი ოჯა­ხია შეკ­რე­ბი­ლი, ვე­ლო­სი­პედს აკე­თებს. ბავ­შვს სი­ურპრიზს აბა­ზა­ნა­ში უწყობს, რად­გან სახ­ლში სხვა, უფრო იზო­ლი­რე­ბუ­ლი სივ­რცე არ მო­ი­ძებ­ნე­ბა. პა­ტა­რა ძმაც ვე­ლო­სი­პე­დით ჯერ მი­სა­ღებ ოთახ­ში და­სე­ირ­ნობს, შემ­დეგ კი აბა­ზა­ნა­ში კონ­ცერტს ჩაშ­ლის… თი­თო­ე­უ­ლი სურ­ვი­ლი, სი­ურპრი­ზი და კულ­მი­ნა­ცი­ურ მო­მენ­ტებ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­სას­რუ­ლი ხაზს უს­ვამს, რომ სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის­თვის ზოგ­ჯერ, მონ­დო­მე­ბას­თან ერ­თად, შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მოც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“.

კამ­პა­ნი­ის კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ელე­მენ­ტი თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვის ჟეს­ტია, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რად „მეტ­რო­პო­ლის“ ბრენ­დის იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლად იქცა. თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვი­სა და ჩა­ფიქ­რე­ბის მო­მენ­ტი კონ­სის­ტენ­ტუ­რი დე­ტა­ლია არა მხო­ლოდ მთა­ვარ ვი­დე­ო­ში, არა­მედ პრე­კამ­პა­ნი­ის კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და ვი­დე­ოს გზავ­ნი­ლის ტი­პოგ­რა­ფი­ა­შიც.

მა­რი­ამ კარ­კა­ლა­ია, „მეტ­რო­პო­ლის“ მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი: „თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვა, ერ­თდრო­უ­ლად, სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბა­სა და სი­ურპრი­ზებს გა­მო­ხა­ტავს. ყო­ველ­თვის, როცა ადა­მი­ა­ნებს რა­ი­მე მთე­ლი გუ­ლით სურთ, თვა­ლებს მაგ­რად ხუ­ჭა­ვენ და ნატ­რო­ბენ, რომ სურ­ვი­ლი აუხ­დეთ. ისე, თით­ქოს, როცა თვალს გა­ა­ხე­ლენ, ნა­ნატ­რი მა­შინ­ვე თვალ­წინ გა­და­ეშ­ლე­ბათ. ბრენ­დის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტეთ, ეს ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი და ორ­გა­ნუ­ლი ჟეს­ტი „მეტ­რო­პო­ლის“ ბრენდთან დაგ­ვე­კავ­ში­რე­ბი­ნა.

ამი­ტო­მაც ვი­დე­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხა­სი­ა­თო დე­ტა­ლი სწო­რედ თვა­ლე­ბის მაგ­რად და­ხუჭ­ვის მო­მენ­ტია. მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლის ტი­პოგ­რა­ფი­ის დე­ტა­ლიც თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვის მო­მენ­ტი­თაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი. ამა­ვე მიზ­ნით ვი­დე­ოს წინ უძღო­და პრე­კამ­პა­ნია — სხვა­დას­ხვა სა­ხა­სი­ა­თო, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბის ადა­მი­ა­ნის პორ­ტრე­ტი, სა­დაც პერ­სო­ნა­ჟე­ბი სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბის, ნატ­ვრის მო­მენ­ტში მაგ­რად და­ხუ­ჭუ­ლი თვა­ლე­ბი­თა და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით ავ­სა­ხეთ. პოს­ტის აღ­წე­რებ­ში კი პირ­ველ პირ­ში წარ­მო­ვა­ჩი­ნეთ მათი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი სა­ოც­ნე­ბო სახ­ლის შე­სა­ხებ. ამ­გვა­რად, „მეტ­რო­პო­ლის“ პრო­ექ­ტე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი გა­ვა­ცხა­დეთ და ხაზი გა­ვუს­ვით, რამ­დე­ნად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პრო­ექ­ტებ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი თუ ინ­ტე­რე­სე­ბი“.

სა­ინ­ტე­რე­სოა ვი­დე­ოს და­სას­რუ­ლიც, რო­მელ­შიც ჯა­დოს­ნუ­რი მიზ­ნე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში გაზ­რდი­ლი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ახლა უკვე თა­ვად ხდე­ბა ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

„გა­დავ­წყვი­ტეთ, ვი­დეო კულ­მი­ნა­ცი­ურ მო­მენ­ტში — კვლავ თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვის პრო­ცეს­ში გაგ­ვე­წყვი­ტა, რათა მა­ყუ­რებ­ლის­თვის მიგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ვად წარ­მო­ედ­გი­ნა, რო­გო­რია სახ­ლი, რო­მე­ლიც მთა­ვარ­მა პერ­სო­ნაჟ­მა მთე­ლი ოჯა­ხის­თვის ჩა­ი­ფიქ­რა და რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ის ჯა­დოს­ნუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ახალ სახ­ლში ახლა უკვე ხელს ვე­ღა­რა­ფე­რი შე­უშ­ლის“, - მა­რი­ამ კარ­კა­ლა­ია.

„მეტ­რო­პო­ლის“ შე­სა­ხებ – დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 4 პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. თბი­ლის­ში ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის „მეტ­რო­პო­ლი ბა­გე­ბი­სა“ და „მეტ­რო­პო­ლი ქავ­თა­რა­ძის“ მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბა­თუმ­ში კი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პოლ კუბ­სა“ და „მეტ­რო­პოლ ოვალს“ აშე­ნებს, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნია Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"დახუჭე თვალები და... ჩაიფიქრე" - დეველოპერული კომპანია "მეტროპოლის" ჯადოსნური საახალწლო კამპანია

"დახუჭე თვალები და... ჩაიფიქრე" - დეველოპერული კომპანია "მეტროპოლის" ჯადოსნური საახალწლო კამპანია

ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია — წლის ამ დროს თითქოს ჩვენი სურვილები განსაკუთრებულ ძალას იძენს და გვჯერა, რომ, თუ მთელი გულით ჩავიფიქრებთ, ყველაზე ჯადოსნური ნატვრაც კი აუცილებლად აგვიხდება. ამას ემატება ისიც, რომ ხშირად საახალწლო სურვილები არა ფუჭ ოცნებასა და, უბრალოდ, ამაღელვებელ რიტუალს, არამედ რეალურ მოქმედებას გულისხმობს — წლის დასაწყისი სიახლეებზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე გვაფიქრებს და გეგმების, მიზნების დასახვისა თუ შესრულებისკენ გვიბიძგებს.

თუმცა ამ ჩანაფიქრების შესასრულებლად ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის დაკმაყოფილებაა საჭირო — ცხოვრობდე იქ, სადაც ყველაფერი შენს ინდივიდუალურ საჭიროებებს ერგება, დისკომფორტს არაფერი გიქმნის და შეგიძლია, მთელი ენერგია თუ ემოციები შენი ოცნებების ახდენისკენ მიმართო. სხვა შემთხვევაში შესაძლოა, შენი ჯადოსნური გეგმები, რომლებიც მთელი გულით დასახე, უეცრად ყოველდღიურმა დისკომფორტმა და მოულოდნელმა ყოფითმა პრობლემებმა ჩაგიშალოს.

სწორედ ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით შეიქმნა დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ საახალწლო კამპანია, რომელიც ერთი ოჯახის ჯადოსნურ ისტორიას მოგვითხრობს.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmetropol.ge%2Fvideos%2F299329076095025%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

ვიდეორგოლის მთავარ ფოკუსში ოჯახის ორი წევრი — ბაბუა და შვილიშვილი — ექცევა, რომლებსაც ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. სიუჟეტი მათი ცხოვრების სხვადასხვა წელს ვითარდება — ბაბუ მუდმივად აკვირდება ბავშვის სურვილებსა და მისწრაფებებს. ყოველ ახალ წელს კი შვილიშვილს თვალების მაგრად დახუჭვას სთხოვს და გახელისას ბავშვს მისივე სურვილებთან დაკავშირებული ჯადოსნური სიურპრიზებით აბედნიერებს. თუმცა ბაბუსა და შვილიშვილის თითოეულ ზღაპრულ ამბავს არცთუ ისე სასურველი დასასრული აქვს — ოჯახში, ხალხმრავლობისა და ბინის არასაკმარისი სივრცის გამო, მათი სიურპრიზები ყოველთვის იშლება; კულმინაციურ მომენტში მათ ზღაპრულ სამყაროს ოჯახის რომელიმე წევრი ყოველთვის ხელს უშლის.

თამარ მეხუზლა, „მეტროპოლის“ გაყიდვების დირექტორი: „მეტროპოლი სამშენებლო ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა და ჩვენი მთავარი განმასხვავებელი საქმისადმი კონცეპტუალური მიდგომაა. თითოეული პროექტი, რომელიც უკვე წამოვიწყეთ, ან რომელსაც მომავალში ვგეგმავთ, სხვადასხვა ტიპის ინდივიდისა თუ ოჯახის საჭიროებებს ერგება. პროექტების დიფერენციაცია, კონცეპტუალური შინაარსის მინიჭება და სხვადასხვა მისწრაფებისა თუ ცხოვრების სტილის ადამიანებზე მორგებული უპირატესობების შექმნა კი, ჩვენი ბრენდის მთავარ გზავნილში გამოიხატება — სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. გვჯერა, რომ იდეალური ცხოვრება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია, მის მისაღწევად კი საჭიროა, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას — სახლში, თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობდე. მხოლოდ ასეთ დროს შეგიძლია, ყველა სურვილი თუ მიზანი რეალობად აქციო. სწორედ ამ შინაარსს ატარებს ჩვენი ახალი საახალწლო კამპანია“.

მარიამ კარკალაია, „მეტროპოლის“ მარკეტინგის დირექტორი: „საახალწლო პერიოდში, როცა სარეკლამო ბაზარი განსაკუთრებით აქტიურდება, ძალიან მნიშვნელოვანია, შექმნა პროდუქტი, რომელიც გადატვირთული ინფორმაციის მიწოდების პირობებში აუდიტორიის ყურადღებას მიიპყრობს. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ გადმოცემის ამგვარი გზა — ემოციური ისტორია სადღესასწაულო ელფერით, რომელიც, ერთი მხრივ, ჯადოსნურ საახალწლო განწყობას ქმნის, მეორე მხრივ კი, ადამიანებს საკმაოდ რაციონალურ გზავნილს აწვდის — იცხოვრე იქ, სადაც შენი სურვილების ასრულებაში ხელს არაფერი შეგიშლის. იცხოვრე სახლში, რომელიც ჩაიფიქრე. აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ნათია თოდუამ და ზურა მახნიაშვილმა, ერთობლივად, სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნეს. ამავდროულად ნათიას განსაკუთრებული ვოკალი და ტექსტი ვიდეორგოლს კიდევ უფრო დასამახსოვრებელ ხასიათს სძენს. ზურა მახნიაშვილის საორკესტრო შესრულება კი ზუსტად ასახავს და ამძაფრებს იმ ემოციებს, რისი გადმოცემაც გვსურდა“.

გარდა სიურპრიზების მოულოდნელი დასასრულისა, კამპანიის მთავარი სათქმელისთვის პირველივე კადრი გვამზადებს. დეტალებზე ორიენტირებული მაყურებელი მარტივად შეამჩნევს, რომ ვიდეოს სხვადასხვა სცენაში სახლის სივიწროვე თუ ფუნქციური ზონების ნაკლებობა ჩანს.

პავლე გაბრიჭიძე, კამპანიის კრეატიული დირექტორი: „ვიდეორგოლის მსვლელობისას მოსიყვარულე ოჯახს ვხედავთ. თუმცა თითოეულ სცენაში ჩანს გარკვეული მინიშნებები იმის შესახებ, რომ ოჯახი, ბედნიერი ცხოვრების მიუხედავად, სახლში თავს არც ისე კომფორტულად გრძნობს. მაგალითად, პირველივე კადრში ვხედავთ, რომ ბაბუ მისაღებ ოთახში, სადაც მთელი ოჯახია შეკრებილი, ველოსიპედს აკეთებს. ბავშვს სიურპრიზს აბაზანაში უწყობს, რადგან სახლში სხვა, უფრო იზოლირებული სივრცე არ მოიძებნება. პატარა ძმაც ველოსიპედით ჯერ მისაღებ ოთახში დასეირნობს, შემდეგ კი აბაზანაში კონცერტს ჩაშლის… თითოეული სურვილი, სიურპრიზი და კულმინაციურ მომენტებში მოულოდნელი დასასრული ხაზს უსვამს, რომ სურვილების ასრულებისთვის ზოგჯერ, მონდომებასთან ერთად, შესაბამისი გარემოც ძალიან მნიშვნელოვანია“.

კამპანიის კიდევ ერთი საინტერესო ელემენტი თვალების დახუჭვის ჟესტია, რომელიც ერთგვარად „მეტროპოლის“ ბრენდის იდენტობის ნაწილად იქცა. თვალების დახუჭვისა და ჩაფიქრების მომენტი კონსისტენტური დეტალია არა მხოლოდ მთავარ ვიდეოში, არამედ პრეკამპანიის კომუნიკაციასა და ვიდეოს გზავნილის ტიპოგრაფიაშიც.

მარიამ კარკალაია, „მეტროპოლის“ მარკეტინგის დირექტორი: „თვალების დახუჭვა, ერთდროულად, სურვილის ჩაფიქრებასა და სიურპრიზებს გამოხატავს. ყოველთვის, როცა ადამიანებს რაიმე მთელი გულით სურთ, თვალებს მაგრად ხუჭავენ და ნატრობენ, რომ სურვილი აუხდეთ. ისე, თითქოს, როცა თვალს გაახელენ, ნანატრი მაშინვე თვალწინ გადაეშლებათ. ბრენდის მთავარი გზავნილიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ეს ყველასთვის ნაცნობი და ორგანული ჟესტი „მეტროპოლის“ ბრენდთან დაგვეკავშირებინა.

ამიტომაც ვიდეოს ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო დეტალი სწორედ თვალების მაგრად დახუჭვის მომენტია. მთავარი გზავნილის ტიპოგრაფიის დეტალიც თვალების დახუჭვის მომენტითაა შთაგონებული. ამავე მიზნით ვიდეოს წინ უძღოდა პრეკამპანია — სხვადასხვა სახასიათო, ინდივიდუალური გარეგნობის ადამიანის პორტრეტი, სადაც პერსონაჟები სურვილის ჩაფიქრების, ნატვრის მომენტში მაგრად დახუჭული თვალებითა და დადებითი ემოციით ავსახეთ. პოსტის აღწერებში კი პირველ პირში წარმოვაჩინეთ მათი ინდივიდუალური ჩანაფიქრები საოცნებო სახლის შესახებ. ამგვარად, „მეტროპოლის“ პროექტების უპირატესობები გავაცხადეთ და ხაზი გავუსვით, რამდენად გათვალისწინებულია პროექტებში მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებები თუ ინტერესები“.

საინტერესოა ვიდეოს დასასრულიც, რომელშიც ჯადოსნური მიზნებისა და სურვილების სამყაროში გაზრდილი მთავარი პერსონაჟი ახლა უკვე თავად ხდება ჩანაფიქრების შემსრულებელი.

„გადავწყვიტეთ, ვიდეო კულმინაციურ მომენტში — კვლავ თვალების დახუჭვის პროცესში გაგვეწყვიტა, რათა მაყურებლისთვის მიგვეცა საშუალება, თავად წარმოედგინა, როგორია სახლი, რომელიც მთავარმა პერსონაჟმა მთელი ოჯახისთვის ჩაიფიქრა და როგორ გაგრძელდება ის ჯადოსნური ისტორიები, რომლებსაც ახალ სახლში ახლა უკვე ხელს ვეღარაფერი შეუშლის“, - მარიამ კარკალაია.

„მეტროპოლის“ შესახებ – დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია საქართველოს მასშტაბით 4 პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლი ბაგებისა“ და „მეტროპოლი ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი კომპანია „მეტროპოლ კუბსა“ და „მეტროპოლ ოვალს“ აშენებს, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება.

NS