ავტორი:

"მოხდა სასწაული, ჩემს შვილს მივულოცე დაბადების დღე და... ბურთი მაქვს ყელში, მოსაყოლად მიჭირს... უკვე დიდი გოგოა, ერთმანეთს ჯერ არ ვიცნობთ" - დათო არჩვაძე ქალიშვილზე

"მოხდა სასწაული, ჩემს შვილს მივულოცე დაბადების დღე და... ბურთი მაქვს ყელში, მოსაყოლად მიჭირს... უკვე დიდი გოგოა, ერთმანეთს ჯერ არ ვიცნობთ" - დათო არჩვაძე ქალიშვილზე

მომღერალ დათო არჩვაძისა და სოფო კუჭავას ოჯახი წლების წინ დაინგრა. მომღერალი მეორედ ეთუნა ფარეხელაშვილზე დაქორწინდა. პირველი ქორწინებიდან მას შვილი, თამარ არჩვაძე ჰყავს და ამბობს, რომ მისი ნახვის შესაძლებლობა არ აქვს. მომღერალმა ჯერ კიდევ 2 წლის წინ ია ფარულავას გადაცემაში "ფარული კონვერტი" შვილზე და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც პირველი ოჯახის დანგრევას მოჰყვა.

მაშინ დათო ჰყვებოდა, რომ სასამართლოთი ეკუთვნოდა ბავშვის წამოყვანა, ერთი ღამით დარჩენა, "მაგრამ ბავშვის ცნობიერებაში დააფიქსირეს ის, რომ ბავშვი მამას არ უნდა გაჰყვეს".

"პატრულიც კი დამხვედრია იქ მისულს. სამწუხაროდ, ფარ-ხმალი დავყარე, დროებით" - ამბობდა დათო.

როგორც ირკვევა გადაცემის შემდეგ შვილთან დაკონტაქტება შეძლო და ეს სოციალური ქსელის მეშვებით მოხდა. გადაცემაში "მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან" მომღერალმა წლების შემდეგ შვილთან პირველი საუბარი ემოციურად გაიხსენა:

"ამ გადაცემის შემდეგ მოხდა სასწაული. აღდგომა დღეს ჩემი პირველი შვილის დაბადების დღე იყო და გავიგე, რომ გახსნა "ფეისბუქის" გვერდი. მანამდე არ ჰქონდა სოციალური ქსელი. მისი დაბადების დღე და აღდგომა ერთმანეთს ემთხვეოდა. მთელი კვირა წუთებს და წამებს ვითვლიდი.... 12 საათზე მივულოცე აღდგომა და დაბადების დღე ერთად. გულებით და ბევრი სიყვარულებით მომწერა, რომ მეც მიყვარხარ და მენატრებიო. ჩემი ქალიშვილი 15 წლის არის, მართლა საოცარი აღდგომა მქონდა. ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი აღდგომა არ მქონია.

ბურთი მაქვს ყელში, მოსაყოლადაც მიჭირს. ეს იყო ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის შემდეგ. დიდი გოგოა. ვიცი, რომ სასწაულად მღერის. არ ვიცნობთ ერთმანეთს ჯერ და იმედია მალე ჩავიხუტებ და ერთად შევასრულებთ სიმღერას" - ამბობს დათო არჩვაძე.

როგორც ცნობილია, მომღერალმა შვილს მიუძღვნა "მამის იავნანა"...

"მანამდე არსებობდა "მამის იავნანური", სიმღერა. ავტორი აღარ მახსოვს, მაგრამ უშუალოდ "მამის იავნანა", თერაპია, როცა ბავშვს მამა აძინებს და უმღერის, პირველად მე დავწერე. დეკანოზ თამაზ ჩოხელის ლექსი იყო ინსპირაცია. მამა თამაზიც უდიდეს ტკივილს და სევდას ატარებს შვილის სახით. მან თავის შვილს დაუწერა ეს სევდიანი ლექსი. მე ჩემი სევდა ჩავდე და ვუმღერეთ ჩვენს შვილებს" - ჰყვება მომღერალი.

წაიკითხეთ ასევე: