მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ვითარება იძაბება: ჩინეთი და ფილიპინები ერთმანეთს კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებენ - ტერიტორიული დავა და საერთაშორისო ინტერესები
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ვითარება იძაბება: ჩინეთი და ფილიპინები ერთმანეთს კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებენ - ტერიტორიული დავა და საერთაშორისო ინტერესები

ოფი­ცი­ა­ლურ პე­კინ­სა და მა­ნი­ლას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და. ეს მას მერე და­ი­წყო, რაც ფი­ლი­პი­ნებ­მა ჩი­ნე­თი მის გე­მებ­ზე თავ­დას­ხმა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ჩი­ნეთ­მა ფი­ლი­პი­ნე­ბი გა­აფრ­თხი­ლა, რომ სამ­ხრეთ ჩი­ნე­თის ზღვა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა დი­ა­ლო­გის გზით მო­აგ­ვა­რონ, - ამის შე­სა­ხებ ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვანგ იიმ გა­ნა­ცხა­და.

"ჩი­ნეთ-ფი­ლი­პი­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გზაჯ­ვა­რე­დინ­ზეა. ახლა უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი არ­სე­ბუ­ლი სა­ზღვაო სი­ტუ­ა­ცი­ის სწო­რად მარ­თვა და კონ­ტრო­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ვანგ იიმ.

თა­ვის მხრივ, ფი­ლი­პი­ნე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­შიც წერს, რომ ფი­ლი­პი­ნე­ბი სამ­ხრეთ ჩი­ნე­თის ზღვა­ში კონ­ფლიქ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბას არ ახ­დენს.

"ფი­ლი­პი­ნე­ბი კონ­ფლიქ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბას არ იწ­ვევს. ჩვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს მივ­ყვე­ბით და მხო­ლოდ ჩვენს შიდა კა­ნონ­მდებ­ლო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, რაც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წყლე­ბი­სა და ექ­სკლუ­ზი­უ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის სა­ზღვრებს აწე­სებს, სა­დაც ჩვენ სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ფი­ლი­პი­ნე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პრესს­პი­კერ­მა, მე­დელ აგი­ლარ­მა.

აგი­ლარ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ჩი­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით ფი­ლი­პი­ნე­ბი ისეთს არა­ფერს აკე­თებს, რაც გე­მებ­სა და მე­ზღვა­უ­რებს საფრ­თხეს უქ­მნის.

"ყვე­ლა დარ­ღვე­ვას ისი­ნი სჩა­დი­ან“, - აღ­ნიშ­ნა აგი­ლარ­მა.

ვი­თა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სექ­ტემ­ბრის ბო­ლო­დან და­ი­ძა­ბა, რო­დე­საც გავ­რცელ­და ჩი­ნე­თის სა­ნა­პი­რო დაც­ვის მიერ სამ­ხრეთ ჩი­ნე­თის ზღვის სა­და­ვო ზო­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 300 მეტ­რის სიგ­რძის მო­ტივ­ტი­ვე ბა­რი­ე­რის გან­თავ­სე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი. იმ­ჟა­მად ფი­ლი­პი­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩევ­ლმა, ედუ­არ­დო ანი­ომ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა სამ­ხრეთ ჩი­ნე­თის ზღვის სა­და­ვო ზო­ნა­ში ჩი­ნე­თის მიერ გან­თავ­სე­ბუ­ლი მო­ტივ­ტი­ვე ბა­რი­ე­რე­ბის მო­სახ­სნე­ლად "ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ზო­მას მი­ი­ღებ­და".

"ვგმობთ ჩი­ნე­თის სა­ნა­პი­რო დაც­ვის მიერ მო­ტივ­ტი­ვე ბა­რი­ე­რე­ბის და­ყე­ნე­ბას. ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის მიერ ბა­რი­ე­რის გან­თავ­სე­ბა ჩვე­ნი მე­თევ­ზე­ე­ბის ტრა­დი­ცი­ულ სა­თევ­ზაო უფ­ლე­ბებს არ­ღვევს", - თქვა ანი­ომ.

კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს ფი­ლი­პი­ნე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­დაც ბა­რი­ე­რის გან­თავ­სე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვა უწო­დეს.

  • ცნო­ბის­თვის, ჩი­ნე­თი პრე­ტენ­ზი­ას აცხა­დებს სამ­ხრეთ ჩი­ნე­თის ზღვის 90%-ზე, რო­მელ­შიც ვი­ეტ­ნა­მის, მა­ლა­ი­ზი­ის, ბრუ­ნე­ის, ინ­დო­ნე­ზი­ი­სა და ფი­ლი­პი­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნე­ბის ნა­წი­ლე­ბიც შე­დის.

ჩი­ნეთ­სა და ფი­ლი­პი­ნებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის­თვის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გა­მოა სა­ინ­ტე­რე­სო. უპირ­ვე­ლე­სად, ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­და­ვო კუნ­ძუ­ლე­ბის ლო­კა­ცი­ას­თან - სამ­ხრეთ ჩი­ნე­თის ზღვას­თან. 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის მე­სა­მე­დი, ანუ 3.37 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი სწო­რედ სამ­ხრეთ ჩი­ნე­თის ზღვა­ში გა­მო­მუ­შავ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, რე­გი­ონს ეკო­ნო­მი­კურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას მა­ტებს ის ფაქ­ტი, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით თხე­ვა­დი ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლის 40%-ც ასე­ვე ხსე­ნე­ბულ ზღვა­ზე მო­დის. რე­გი­ო­ნი მდი­და­რია ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფაქ­ტი, რომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი დავა ჩი­ნეთ­სა და ფი­ლი­პი­ნებს შო­რის სწო­რედ ამ რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამ და­პი­რის­პი­რე­ბას მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის­თვის ორ­მა­გად მნიშ­ვნე­ლო­ვანს ხდის.

გარ­და ამი­სა, ჩი­ნურ-ფი­ლი­პი­ნუ­რი ტე­რი­ტო­რი­ულ და­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩი­ნე­თის მთა­ვარ­მა მე­ტო­ქემ აშშ-მ გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის გა­დამ­წყვე­ტი როლი სწო­რედ სამ­ხრეთ ჩი­ნე­თის ზღვას მი­ა­ნი­ჭა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აშშ-ს უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ სა­კითხს პე­კი­ნის­გან მო­მა­ვა­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხის შე­კა­ვე­ბა წარ­მო­ად­გენს, ამის მი­საღ­წე­ვად კი აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნე­ვა ვა­შინგტო­ნის პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სამ­ხრეთ ჩი­ნე­თის ზღვა­ში და ზო­გა­დად ინ­დო­ეთ-წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ონ­ში.

მიჯირყვნა საკვირველი
28

ფილიპინები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ავსტრალია, აშშ მაგ რეგიონში მოკავშირეები არიან. გამომდინარე ფილიპინებს საფრთხე არ ემუქრება. ჩაინა მიიჯირყვნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ვითარება იძაბება: ჩინეთი და ფილიპინები ერთმანეთს კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებენ - ტერიტორიული დავა და საერთაშორისო ინტერესები

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ვითარება იძაბება: ჩინეთი და ფილიპინები ერთმანეთს კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებენ - ტერიტორიული დავა და საერთაშორისო ინტერესები

ოფიციალურ პეკინსა და მანილას შორის ურთიერთობები ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა. ეს მას მერე დაიწყო, რაც ფილიპინებმა ჩინეთი მის გემებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ჩინეთმა ფილიპინები გააფრთხილა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობა დიალოგის გზით მოაგვარონ, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ განაცხადა.

"ჩინეთ-ფილიპინების ურთიერთობები გზაჯვარედინზეა. ახლა უმთავრესი პრიორიტეტი არსებული საზღვაო სიტუაციის სწორად მართვა და კონტროლია“, - განაცხადა ვანგ იიმ.

თავის მხრივ, ფილიპინების შეიარაღებული ძალები ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც წერს, რომ ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კონფლიქტის პროვოცირებას არ ახდენს.

"ფილიპინები კონფლიქტის პროვოცირებას არ იწვევს. ჩვენ საერთაშორისო სამართალს მივყვებით და მხოლოდ ჩვენს შიდა კანონმდებლობას ვახორციელებთ, რაც ჩვენი ტერიტორიული წყლებისა და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის საზღვრებს აწესებს, სადაც ჩვენ სუვერენული უფლებები გვაქვს“, - განაცხადა ფილიპინების შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, მედელ აგილარმა.

აგილარმა აღნიშნა, რომ ჩინეთისგან განსხვავებით ფილიპინები ისეთს არაფერს აკეთებს, რაც გემებსა და მეზღვაურებს საფრთხეს უქმნის.

"ყველა დარღვევას ისინი სჩადიან“, - აღნიშნა აგილარმა.

ვითარება განსაკუთრებით სექტემბრის ბოლოდან დაიძაბა, როდესაც გავრცელდა ჩინეთის სანაპირო დაცვის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ზონაში დაახლოებით 300 მეტრის სიგრძის მოტივტივე ბარიერის განთავსების ამსახველი ფოტოები. იმჟამად ფილიპინების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლმა, ედუარდო ანიომ განაცხადა, რომ ქვეყანა სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ზონაში ჩინეთის მიერ განთავსებული მოტივტივე ბარიერების მოსახსნელად "ყველა შესაბამის ზომას მიიღებდა".

"ვგმობთ ჩინეთის სანაპირო დაცვის მიერ მოტივტივე ბარიერების დაყენებას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ბარიერის განთავსება ჩვენი მეთევზეების ტრადიციულ სათევზაო უფლებებს არღვევს", - თქვა ანიომ.

კომენტარი გააკეთეს ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ბარიერის განთავსებას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდეს.

  • ცნობისთვის, ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის 90%-ზე, რომელშიც ვიეტნამის, მალაიზიის, ბრუნეის, ინდონეზიისა და ფილიპინების ეკონომიკური ზონების ნაწილებიც შედის.

ჩინეთსა და ფილიპინებს შორის არსებული ტერიტორიული დაპირისპირება საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე ფაქტორის გამოა საინტერესო. უპირველესად, ის დაკავშირებულია სადავო კუნძულების ლოკაციასთან - სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან. 2016 წლის მონაცემებით, საერთაშორისო ვაჭრობის შედეგად მიღებული შემოსავლების მესამედი, ანუ 3.37 ტრილიონი დოლარი სწორედ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გამომუშავდება. ამასთანავე, რეგიონს ეკონომიკურ ღირებულებას მატებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით თხევადი ბუნებრივი გაზის სავაჭრო ბრუნვით მიღებული შემოსავალის 40%-ც ასევე ხსენებულ ზღვაზე მოდის. რეგიონი მდიდარია ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისითაც, აქედან გამომდინარე, ფაქტი, რომ ტერიტორიული დავა ჩინეთსა და ფილიპინებს შორის სწორედ ამ რეგიონში მიმდინარეობს, ამ დაპირისპირებას მსოფლიო პოლიტიკისთვის ორმაგად მნიშვნელოვანს ხდის.

გარდა ამისა, ჩინურ-ფილიპინური ტერიტორიულ დავაში მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის მთავარმა მეტოქემ აშშ-მ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი როლი სწორედ სამხრეთ ჩინეთის ზღვას მიანიჭა. მოგეხსენებათ, აშშ-ს უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს პეკინისგან მომავალი პოტენციური საფრთხის შეკავება წარმოადგენს, ამის მისაღწევად კი აუცილებლად მიიჩნევა ვაშინგტონის პოზიციების გაძლიერება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ზოგადად ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში.