საფრანგეთში, პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მეოსში, ერთ-ერთ ბინაში 5 ცხედარი იპოვეს.
გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან დედა და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი.
მედიის ინფორმაციით, პოლიცია 33 წლის მამაკაცს ეძებს. არსებული ინფორმაციით, ის გარდაცვლილი ქალის მეუღლე და ბავშვების მამაა.
გამოძიება ჯერჯერობით არ ასახელებს ქალისა და ბავშვების გარდაცვალების მიზეზს.