რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი "ნოვოჩერკასკი" ფეოდოსიის რაიონში საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის ფრთოსანი რაკეტებით განადგურდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 25 დეკემბრის საღამოს და 26 დეკემბრის ღამეს უკრაინის დამცველებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონიდან 13 ჩამოაგდეს.
რუსებმა დრონები ოკუპირებული ყირიმის ბალაკლავასა და რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონებიდან გაუშვეს.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 13 უპილოტო საფრენი აპარატი ოდესის, ხერსონის, მიკოლაივისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ კრემლმა დაადასტურა ინფორმაცია ხომალდის "დაზიანების შესახებ".
საცა უკრაინელები შეტევაზე არიან გადასული, ეს იმას ნიშნავს რო რუსეთის რღევევაა დაწყებული. 2-3 თვეში რუსეთი განადგურდება და ნაწილებად დაიშლება სავატაუდოდ 4-5 ქვეყნად გაიყოფა რუსეთი
ძალიან მინდა უკრაინის გამარჯვება, მაგრამ ამ ერთი გემის ჩაძირვამ ასე როგორ აგაგაზნოთ ნაცებო....