კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაინც დაღუპული ვარ... პირდაპირ მამის საფლავზე ავედი... პატიება ვთხოვე..." - რას ჰყვება 21 წლის ბიჭი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა მამის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოდ ცნეს
"მაინც დაღუპული ვარ... პირდაპირ მამის საფლავზე ავედი... პატიება ვთხოვე..." - რას ჰყვება 21 წლის ბიჭი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა მამის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოდ ცნეს

12 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი რუს­თა­ვის სა­სა­მარ­თლო­ში ურ­თუ­ლე­სი მი­სი­ის წი­ნა­შე იდგა, როცა გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე 21 წლის კახა კო­ბა­ხი­ძე იჯდა. მას შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მა­მის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უვა­დო აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბო­და. მკვლე­ლო­ბა 11 მა­ისს გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში მოხ­და.

  • უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა

ზუ­რაბ როს­ტი­აშ­ვი­ლი, ად­ვო­კა­ტი:

- იმ დღეს მე­ზობ­ლის გას­ვე­ნე­ბა­ში იყ­ვნენ მამა-შვი­ლი, კობა კო­ბა­ხი­ძემ და­ლია ჭი­რის სუფ­რა­ზე, კა­ხამ სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა მამა და ისევ წა­ვი­და. კო­ბამ ჩხუ­ბი და­ი­წყო. კა­ხას და­უ­რე­კეს, მამა ჩხუ­ბობ­სო. რად­გან კახა ხში­რად ახერ­ხებ­და მის დამ­შვი­დე­ბას და და­ძი­ნე­ბას, ამ­ჯე­რა­დაც უხ­მეს. პრობ­ლე­მა სიმ­თვრა­ლე იყო, აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და. სცემ­და ცოლს, სახ­ლში ამ­ტვრევ­და ნივ­თებს, ხში­რად ხმა­რობ­და და­ნას. სხვებ­თა­ნაც ჰქონ­და კონ­ფლიქ­ტე­ბი - ეს ყვე­ლამ იცის. სი­ფხიზ­ლე­ში რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. უმ­ძი­მე­სი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა მის­მა ცოლ­მა, რო­მე­ლიც ში­შით ელო­დე­ბო­და ქმრის ყო­ველ და­ლე­ვას და რო­გორც კი მთვრა­ლი მი­ვი­დო­და, რომ არ ეცე­მა, ქალი ხან ერთ მე­ზო­ბელ­თან იმა­ლე­ბო­და, ხან მე­ო­რეს­თან. იმ დღე­საც და­ლია და ატე­ხა ჩხუ­ბი.

...

კახა კო­ბა­ხი­ძე 7-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს. მას ძა­ლი­ან უჭირს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი. ინ­ტერ­ვი­უს იმ პი­რო­ბით დაგ­ვთან­ხმდა, რომ იმ მძი­მე წუ­თებს არ გა­ვახ­სე­ნებ­დით.

- იმ დღემ­დე, სა­ნამ ეს გა­ნა­ჩე­ნი არ გა­მო­ი­ტა­ნეს, მარ­თლა არ მე­გო­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თა­ლი არ­სე­ბობ­და. სწო­რედ იმ დღეს და­ვი­ჯე­რე, რომ სა­მარ­თა­ლი არ­სე­ბობს და ეს შეძ­ლეს იმ პა­ტი­ო­სან­მა უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­მა.

ძა­ლი­ან გან­ვიც­დი იმას, რაც მოხ­და. რა თქმა უნდა, დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო, გა­რეთ რომ გა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ამ დიდ სი­ხა­რულს დიდი ტკი­ვი­ლი ახ­ლავს. მა­ინც და­ღუ­პუ­ლი ვარ, ამ ამ­ბის შემ­დეგ ვერ ვხე­დავ ცხოვ­რე­ბის მი­ზანს. ჩემი გული მკვდა­რია. თუმ­ცა ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, როცა წარ­მო­ვიდ­გენ­დი სას­ჯელს. სულ მცი­რე, 16-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მე­ლო­და, 16 წელი პა­ტა­რა დრო არ არის ადა­მი­ა­ნის­თვის. 21 წლის ბიჭს 16 წელს რომ მოგ­ცე­მენ, იქ დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. სა­ბო­ლო­ოდ და­ეს­მე­ბო­და წერ­ტი­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბას. არა­და, ამ ტრა­გე­დი­ამ­დე სულ სხვა ცხოვ­რე­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. სულ სხვა გეგ­მე­ბი მქონ­და. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ოჯა­ხის შექ­მნა­ზე, ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე ვფიქ­რობ­დი. არ ვიცი ამას რო­გორ გა­დავ­ლა­ხავ. ამ­ბო­ბენ, დრო მკურ­ნა­ლი­აო, ამას და­ვე­ლო­დე­ბი, მაგ­რამ ეს ტკი­ვი­ლი, ალ­ბათ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა.

- რო­გორც მი­თხრეს, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან პირ­ვე­ლად მა­მის საფ­ლავ­ზე ახ­ვე­დით.

- დიახ. ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე იყო ჩემ­თვის. არა­ფე­რი მახ­სოვს, ისე ცუ­დად ვი­ყა­ვი. სიმ­წრით ვი­კოტ­რი­ა­ლე საფ­ლავ­ზე. ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი მა­მას, პა­ტი­ე­ბაც ვთხო­ვე... მას შემ­დეგ დღე არ გავა, არ მი­ვი­დე. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
oto
4

ყველასთვის მისაღები კანონი არცერთ ქვეყანაში არ მიუღია არცერთ მთავრობას. მოცემულობა არის ის, რომ კაცმა მამა მოკლა და მერეა მიზეზები სარკვევი. თან "შემოაკვდაც" არ ქვია მაგას. მაგრამ ჩვენ ხო ევროპელები ვართ - ქალს თვალს თუ გააყოლებ, ან თვალს ჩაუკრავ, შეიძლება ხუთი წელი მოგარჭონ. ამ ლოგიკით, უამრავი მკვლელია გასაშვები და სახელმწიფოს თუ სახელმწიფო ქვია, ასეთ იდიოტურ გამონაკლისებს არ უნდა უშვებდეს. ის ბიჭი თუ კაცია, ამხელა ტვირთით გარეთ უფრო ცოდვააა - ღმერთმა შეძლება მისცეს, რომ კაცურად გააგრძელოს ცხოვრება.

 

 

კ ო მ ბ ლ ე
62

დასასჯელი იყო!

არა იმისთვის მამა რომ მოკლა, არამედ ტყუილისთვის, ვითომ არაფერი იცოდა და სპექტაკლებს თამაშობდა.

მე 25 წელს მივცემდი! 

ჰმ, 16 წელი მელოდაო, საწყალი, როგორ შინებია ციხის. ამ არაკაცს ამას, ბრიყვი ბალღია, მაგრამ კაცად ვერასოდეს დადგება. თუნდაც 200 წელი იცოცხლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მაინც დაღუპული ვარ... პირდაპირ მამის საფლავზე ავედი... პატიება ვთხოვე..." - რას ჰყვება 21 წლის ბიჭი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა მამის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოდ ცნეს

"მაინც დაღუპული ვარ... პირდაპირ მამის საფლავზე ავედი... პატიება ვთხოვე..." - რას ჰყვება 21 წლის ბიჭი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა მამის მკვლელობის საქმეში უდანაშაულოდ ცნეს

12 ნაფიცი მსაჯული რუსთავის სასამართლოში ურთულესი მისიის წინაშე იდგა, როცა განსასჯელის სკამზე 21 წლის კახა კობახიძე იჯდა. მას შურისძიების მოტივით მამის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი და თავისუფლების უვადო აღკვეთა ემუქრებოდა. მკვლელობა 11 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა.

  • უპრეცედენტო გადაწყვეტილება

ზურაბ როსტიაშვილი, ადვოკატი:

- იმ დღეს მეზობლის გასვენებაში იყვნენ მამა-შვილი, კობა კობახიძემ დალია ჭირის სუფრაზე, კახამ სახლში მიიყვანა მამა და ისევ წავიდა. კობამ ჩხუბი დაიწყო. კახას დაურეკეს, მამა ჩხუბობსო. რადგან კახა ხშირად ახერხებდა მის დამშვიდებას და დაძინებას, ამჯერადაც უხმეს. პრობლემა სიმთვრალე იყო, აგრესიული ხდებოდა. სცემდა ცოლს, სახლში ამტვრევდა ნივთებს, ხშირად ხმარობდა დანას. სხვებთანაც ჰქონდა კონფლიქტები - ეს ყველამ იცის. სიფხიზლეში რადიკალურად განსხვავებული იყო. უმძიმესი ცხოვრება გამოიარა მისმა ცოლმა, რომელიც შიშით ელოდებოდა ქმრის ყოველ დალევას და როგორც კი მთვრალი მივიდოდა, რომ არ ეცემა, ქალი ხან ერთ მეზობელთან იმალებოდა, ხან მეორესთან. იმ დღესაც დალია და ატეხა ჩხუბი.

...

კახა კობახიძე 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს. მას ძალიან უჭირს მომხდარზე საუბარი. ინტერვიუს იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ იმ მძიმე წუთებს არ გავახსენებდით.

- იმ დღემდე, სანამ ეს განაჩენი არ გამოიტანეს, მართლა არ მეგონა, რომ ქვეყანაში სამართალი არსებობდა. სწორედ იმ დღეს დავიჯერე, რომ სამართალი არსებობს და ეს შეძლეს იმ პატიოსანმა უბრალო ადამიანებმა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, დიდი სიხარული იყო, გარეთ რომ გამოვედი, მაგრამ ამ დიდ სიხარულს დიდი ტკივილი ახლავს. მაინც დაღუპული ვარ, ამ ამბის შემდეგ ვერ ვხედავ ცხოვრების მიზანს. ჩემი გული მკვდარია. თუმცა ძალიან მეშინოდა, როცა წარმოვიდგენდი სასჯელს. სულ მცირე, 16-წლიანი პატიმრობა მელოდა, 16 წელი პატარა დრო არ არის ადამიანისთვის. 21 წლის ბიჭს 16 წელს რომ მოგცემენ, იქ დამთავრდება ყველაფერი. საბოლოოდ დაესმებოდა წერტილი ჩემს ცხოვრებას. არადა, ამ ტრაგედიამდე სულ სხვა ცხოვრებაზე ვოცნებობდი. სულ სხვა გეგმები მქონდა. შეყვარებული ვიყავი, ოჯახის შექმნაზე, ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობდი. არ ვიცი ამას როგორ გადავლახავ. ამბობენ, დრო მკურნალიაო, ამას დაველოდები, მაგრამ ეს ტკივილი, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება.

- როგორც მითხრეს, სასამართლო დარბაზიდან პირველად მამის საფლავზე ახვედით.

- დიახ. ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემთვის. არაფერი მახსოვს, ისე ცუდად ვიყავი. სიმწრით ვიკოტრიალე საფლავზე. ველაპარაკებოდი მამას, პატიებაც ვთხოვე... მას შემდეგ დღე არ გავა, არ მივიდე. წაიკითხეთ სრულად