სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Airbus Atlantic-ის საშობაო ვახშამი საფრანგეთში, რომელზეც 700-ზე მეტი თანამშრომელი მოიწამლა
Airbus Atlantic-ის საშობაო ვახშამი საფრანგეთში, რომელზეც 700-ზე მეტი თანამშრომელი მოიწამლა

საფ­რან­გე­თის ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, Airbus Atlantic-ის 700-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ი­წამ­ლა კომ­პა­ნი­ის სა­შო­ბაო ვახ­შმის შემ­დეგ.

კორ­პო­რა­ცი­ულ სა­ღა­მო­ზე დამ­სწრე­თა ნა­წილს ღე­ბი­ნე­ბა და დი­ა­რეა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ჯერ ზუს­ტად და­უდ­გე­ნე­ლია, რა იყო სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­ზე არ­სე­ბუ­ლი საკ­ვებ­ში ისე­თი, რა­მაც კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წილს შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი კოშ­მა­რად უქ­ცია.

კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, სა­ღა­მოს სტუ­მარ­თა­გან 100- მდე ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბაა შე­და­რე­ბით რთუ­ლი.

მათ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კომ­პა­ნია თა­ნამ­შრომ­ლობს ჯან­დაც­ვის რე­გი­ო­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან (ARS) "და­ა­ვა­დე­ბის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად და იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფად, რომ ეს მო­მა­ვალ­ში აღარ გან­მე­ორ­დეს“.

"ARS-მა არ მოგ­ვა­წო­და დე­ტა­ლე­ბი იმის შე­სა­ხებ, კონ­კრე­ტუ­ლად რა საკ­ვებს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია ადა­მი­ა­ნე­ბის მა­სობ­რი­ვი მო­წამ­ვლა სა­დი­ლის დროს", - აცხა­დებს კო­პა­ნია.

საკ­ვე­ბით მა­სობ­რი­ვი მო­წამ­ვლის წყა­როს და­სად­გე­ნად გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. Airbus Atlantic - ი წარ­მო­ად­გენს თვითმფრი­ნა­ვე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი, მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი კომ­პა­ნი­ის Airbus - ის შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­შიც 5 ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 15 000 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი.

  • მო­ამ­ზა­და ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვილ­მა
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაცი
2

გადადგეს კალაზე და ღარიბაშვილი...

მარო
0

არა ბაყაყის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

Airbus Atlantic-ის საშობაო ვახშამი საფრანგეთში, რომელზეც 700-ზე მეტი თანამშრომელი მოიწამლა

Airbus Atlantic-ის საშობაო ვახშამი საფრანგეთში, რომელზეც 700-ზე მეტი თანამშრომელი მოიწამლა

საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოების ინფორმაციით, Airbus Atlantic-ის 700-ზე მეტი თანამშრომელი მოიწამლა კომპანიის საშობაო ვახშმის შემდეგ.

კორპორაციულ საღამოზე დამსწრეთა ნაწილს ღებინება და დიარეა აღენიშნებოდა. ჯერ ზუსტად დაუდგენელია, რა იყო სადღესასწაულო სუფრაზე არსებული საკვებში ისეთი, რამაც კომპანიის თანამშრომელთა ნაწილს შობის დღესასწაული კოშმარად უქცია.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, საღამოს სტუმართაგან 100- მდე ადამიანის მდგომარეობაა შედარებით რთული.

მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია თანამშრომლობს ჯანდაცვის რეგიონულ სააგენტოსთან (ARS) "დაავადების მიზეზის დასადგენად და იმის უზრუნველყოფად, რომ ეს მომავალში აღარ განმეორდეს“.

"ARS-მა არ მოგვაწოდა დეტალები იმის შესახებ, კონკრეტულად რა საკვებს შეიძლება გამოეწვია ადამიანების მასობრივი მოწამვლა სადილის დროს", - აცხადებს კოპანია.

საკვებით მასობრივი მოწამვლის წყაროს დასადგენად გამოძიება დაიწყო. Airbus Atlantic - ი წარმოადგენს თვითმფრინავების მწარმოებელი, მსოფლიოში უდიდესი კომპანიის Airbus - ის შვილობილ კომპანიას, რომელშიც 5 ქვეყნის მასშტაბით 15 000 ადამიანია დასაქმებული.

  • მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა