სამართალი
პოლიტიკა

27

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის პირველი დღე დადგება 04:45-ზე; მთვარის მეორე დღე დაიწყება 08:43 დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად.
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით თანამედროვე სტანდარტების საწყობს ააშენებს
საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით თანამედროვე სტანდარტების საწყობს ააშენებს

სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია 2024 წლის მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­წყო­ბის მშე­ნებ­ლო­ბას გეგ­მავს. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ 2024 წლის პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად შე­ძე­ნი­ლი სა­არ­ჩევ­ნო ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ეტა­პობ­რი­ვად შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და შე­სა­ბა­მი­სად აღ­ჭურ­ვი­ლი სა­სა­წყო­ბო ფარ­თის მო­წყო­ბა, რო­მე­ლიც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა იმ სტან­დარტს და პი­რო­ბას, რაც აპა­რა­ტე­ბის შე­ნახ­ვა/ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის არის სა­ჭი­რო.

სა­არ­ჩევ­ნო ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის სა­წყო­ბი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა და ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მო­მიჯ­ნა­ვედ მო­ე­წყო­ბა. აღ­ნიშ­ნულ სივ­რცე­ში გან­თავ­სდე­ბა და შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებ­ში შე­ი­ნა­ხე­ბა ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტე­ბი.

სა­წყო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სრუ­ლად იქ­ნე­ბა გა­მარ­თუ­ლი, მათ შო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სატ­ვირ­თო ლიფ­ტე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა, ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რის გა­სა­მარ­თად სა­ჭი­რო ქსე­ლი­სა და სამ­რეწ­ვე­ლო მა­გი­დე­ბის, დაც­ვის სის­ტე­მე­ბის მო­წყო­ბა. შე­ნო­ბა­ში გა­მო­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სა­ო­ფი­სე, სა­სა­წყო­ბო, სა­მუ­შაო/სა­ინ­სტა­ლა­ციო და სხვა დამ­ხმა­რე სივ­რცე­ე­ბი. ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სრუ­ლად იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი ბიზ­ნეს პრო­ცეს­ზე, რაც ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ინ­ვენ­ტა­რის მომ­ზა­დე­ბას, შე­ფუთ­ვას და სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი წე­სით დის­ტრი­ბუ­ცი­ას მო­ი­ცავს.

სა­სა­წყო­ბო ფარ­თის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცეს­კომ უკვე ჩა­ა­ტა­რა ტენ­დე­რი. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 11 333 011 ლარს შე­ად­გენს. პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა 2024 წლის აგ­ვის­ტო­ში იგეგ­მე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა

საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით თანამედროვე სტანდარტების საწყობს ააშენებს

საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით თანამედროვე სტანდარტების საწყობს ააშენებს

საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწყობის მშენებლობას გეგმავს. გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად შეძენილი საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები ეტაპობრივად შემოდის საქართველოში, აუცილებელი გახდა შესაბამისად აღჭურვილი სასაწყობო ფართის მოწყობა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს და პირობას, რაც აპარატების შენახვა/ექსპლუატაციისთვის არის საჭირო.

საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობებისთვის თანამედროვე სტანდარტების საწყობი ორსართულიანი იქნება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის მომიჯნავედ მოეწყობა. აღნიშნულ სივრცეში განთავსდება და შესაბამის პირობებში შეინახება ელექტრონული აპარატები.

საწყობის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება გამართული, მათ შორის გათვალისწინებულია სატვირთო ლიფტების დამონტაჟება, ელექტრონული აპარატურის გასამართად საჭირო ქსელისა და სამრეწველო მაგიდების, დაცვის სისტემების მოწყობა. შენობაში გამოყოფილი იქნება საოფისე, სასაწყობო, სამუშაო/საინსტალაციო და სხვა დამხმარე სივრცეები. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული ბიზნეს პროცესზე, რაც ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის მომზადებას, შეფუთვას და საარჩევნო კომისიებში ცენტრალიზებული წესით დისტრიბუციას მოიცავს.

სასაწყობო ფართის მშენებლობასთან დაკავშირებით ცესკომ უკვე ჩაატარა ტენდერი. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები. პროექტის ღირებულება 11 333 011 ლარს შეადგენს. პროექტის თანახმად, მშენებლობის დასრულება 2024 წლის აგვისტოში იგეგმება.