საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტოიოტა ცენტრი თბილისის" მზის ელექტროსადგურმა 211 600 კვტ.სთ-ზე მეტი მწვანე ენერგია გამოიმუშავა
"ტოიოტა ცენტრი თბილისის" მზის ელექტროსადგურმა 211 600 კვტ.სთ-ზე მეტი მწვანე ენერგია გამოიმუშავა

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრმა თბი­ლის­მა“, 280 კვტ.სთ სიმ­ძლავ­რის მზის ელექტრო­სად­გუ­რით, რო­მელ­მაც ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვლი­დან 7 თვის მან­ძილ­ზე, 211 600 კვტ.სთ-ზე მეტი მწვა­ნე ენერ­გია გა­მო­ი­მუ­შა­ვა, ასე­ვე, მზის ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე გარე გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მის და­მონ­ტა­ჟე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტრა­დი­ცი­უ­ლი გზით მოხ­მა­რე­ბი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბა შეძ­ლო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ ავ­რცე­ლებს.

კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, მზის ელექტრო­სად­გუ­რის ამოქ­მე­დე­ბი­თა და სა­თა­ვო ოფი­სის მთელ პე­რი­მეტრზე მზის ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე თვით­და­მუხ­ტვა­დი სენ­სო­რუ­ლი გარე გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მის მო­წყო­ბით, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრმა თბი­ლის­მა“ გა­რე­მო­ში ნახ­ში­რორ­ჟან­გის გაფ­რქვე­ვა 84,6 ტო­ნით შე­ამ­ცი­რა.

რო­გორც „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი თი­ნა­თინ მა­კა­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, ცენ­ტრი ეხ­მი­ა­ნე­ბა „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის“ გლო­ბა­ლურ გა­რე­მოს­დაც­ვით გა­მოწ­ვე­ვებს და მიზ­ნად ისა­ხავს გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის გზით გა­რე­მო­ზე მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბას, ნახ­ში­რორ­ჟან­გის გაფ­რქვე­ვის მი­ნი­მი­ზა­ცი­ას, ასე­ვე, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის“ კუთ­ვნილ სივ­რცე­ში ეკო­მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნას. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი მა­ღა­ლე­ფექ­ტუ­რი, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი და ენერ­გო­დამ­ზო­გი პრო­ექ­ტე­ბის და­ნერგვა მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა კონ­კრე­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ, მწვა­ნე ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზით, პო­ზი­ტი­უ­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით და რე­ა­ლუ­რად, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­როს, რო­გორც გა­რე­მო­ზე ზი­ა­ნი, ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე ხარ­ჯე­ბიც.

„ორი­ვე ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ სრულ თან­ხვედ­რა­შია ტო­ი­ო­ტას ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან. ტო­ი­ო­ტა პირ­ვე­ლი ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლია, რო­მელ­მაც მიზ­ნად და­ი­სა­ხა ექ­ვსი გლო­ბა­ლუ­რი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­მოწ­ვე­ვა, რომ­ლებ­საც 2050 წლამ­დე ეტა­პობ­რი­ვად ას­რუ­ლებს. გა­მოწ­ვე­ვებს შო­რის ერთ-ერ­თია CO2-ის ნუ­ლო­ვა­ნი ემი­სია არა მხო­ლოდ წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლის სრუ­ლი სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­მედ ყვე­ლა იმ ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­სა და სივ­რცე­ში, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ტო­ი­ო­ტას ქოლ­გის ქვეშ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ CO2-ის შემ­ცი­რე­ბი­სად­მი მი­მარ­თულ აქ­ტი­ვო­ბებს 2024 წლის მან­ძილ­ზეც გან­სა­კუთ­რე­ბულ პრი­ო­ტეტს მი­ა­ნი­ჭებს“, - აღ­ნიშ­ნავს თი­ნა­თინ მა­კა­რი­ძე.

კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მზის ელექტრო­სად­გუ­რი, წი­ნას­წა­რი გა­ან­გა­რი­შე­ბით, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლისს“ ყო­ველ­წლი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 300 000 კვტ.სთ მწვა­ნე ენერ­გი­ით მო­ა­მა­რა­გებს, რი­თაც ნახ­ში­რორ­ჟან­გის ემი­სი­ას, და­ახ­ლო­ე­ბით, 130 ტო­ნით შე­ამ­ცი­რებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ტოიოტა ცენტრი თბილისის" მზის ელექტროსადგურმა 211 600 კვტ.სთ-ზე მეტი მწვანე ენერგია გამოიმუშავა

"ტოიოტა ცენტრი თბილისის" მზის ელექტროსადგურმა 211 600 კვტ.სთ-ზე მეტი მწვანე ენერგია გამოიმუშავა

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“, 280 კვტ.სთ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურით, რომელმაც ექსპლუატაციაში შესვლიდან 7 თვის მანძილზე, 211 600 კვტ.სთ-ზე მეტი მწვანე ენერგია გამოიმუშავა, ასევე, მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემის დამონტაჟებით, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ტრადიციული გზით მოხმარებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, მზის ელექტროსადგურის ამოქმედებითა და სათავო ოფისის მთელ პერიმეტრზე მზის ენერგიაზე მომუშავე თვითდამუხტვადი სენსორული გარე განათების სისტემის მოწყობით, „ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ გარემოში ნახშირორჟანგის გაფრქვევა 84,6 ტონით შეამცირა.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებით, ცენტრი ეხმიანება „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს და მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის გამოყენების გზით გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებას, ნახშირორჟანგის გაფრქვევის მინიმიზაციას, ასევე, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ კუთვნილ სივრცეში ეკომეგობრული გარემოს შექმნას. მისივე განმარტებით, მსგავსი მაღალეფექტური, ალტერნატიული და ენერგოდამზოგი პროექტების დანერგვა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა კონკრეტულმა კომპანიამ, მწვანე ინვესტიციის განხორციელების გზით, პოზიტიური წვლილი შეიტანოს გარემოსდაცვითი მიმართულებით და რეალურად, მნიშვნელოვნად შეამციროს, როგორც გარემოზე ზიანი, ასევე, მიმდინარე ხარჯებიც.

„ორივე ენერგოეფექტური პროექტის განხორციელებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სრულ თანხვედრაშია ტოიოტას ფილოსოფიასა და სოციალურ პასუხისმგებლობასთან. ტოიოტა პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც მიზნად დაისახა ექვსი გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევა, რომლებსაც 2050 წლამდე ეტაპობრივად ასრულებს. გამოწვევებს შორის ერთ-ერთია CO2-ის ნულოვანი ემისია არა მხოლოდ წარმოების პროცესსა და ავტომობილის სრული საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში, არამედ ყველა იმ ოფიციალურ წარმომადგენლობასა და სივრცეში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ტოიოტას ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ CO2-ის შემცირებისადმი მიმართულ აქტივობებს 2024 წლის მანძილზეც განსაკუთრებულ პრიოტეტს მიანიჭებს“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, მზის ელექტროსადგური, წინასწარი გაანგარიშებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ყოველწლიურად, დაახლოებით, 300 000 კვტ.სთ მწვანე ენერგიით მოამარაგებს, რითაც ნახშირორჟანგის ემისიას, დაახლოებით, 130 ტონით შეამცირებს.

NS