საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს მოსახლეობა საახალწლო დღეებში 30 მილიონი ლარის გოზინაყსა და 16 მილიონი ლარის ღვინოს მიირთმევს"
"საქართველოს მოსახლეობა საახალწლო დღეებში 30 მილიონი ლარის გოზინაყსა და 16 მილიონი ლარის ღვინოს მიირთმევს"

გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­მოგ­ვეთ­ვა­ლა, თუ რამ­დე­ნი ღვი­ნო ის­მე­ბა და რამ­დე­ნი გო­ზი­ნა­ყი იჭ­მე­ბა სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე, რის­თვი­საც დახ­მა­რე­ბა ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერტს სოსო არჩვა­ძეს ვთხო­ვეთ. სწო­რედ მის გა­მოთ­ვლებ­ზე დაყ­რდნო­ბით მომ­ზად­და დღე­ვან­დე­ლი სა­ა­ხალ­წლო პუბ­ლი­კა­ცია.

- სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა არ უნდა ჩავ­თვა­ლოთ 31 დე­კემ­ბრის 22 სა­ა­თი­დან დი­ლის 5 სა­ა­თამ­დე. ქე­ი­ფი გრძელ­დე­ბა დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შიც, პირ­ველ­შიც და ორ­შიც... ამი­ტომ, პი­რო­ბი­თად, 31-ში სა­ღა­მო­დან 2-ში სა­ღა­მომ­დე უნდა დავ­თვა­ლოთ 2 დღე-ღამე.

- გა­მო­დის, და­ახ­ლო­ე­ბით 48 სა­ათს ვით­ვლით...

- ძი­რი­თა­დად, ასეა. და­ლე­ვა და გო­ზი­ნა­ყის ჭამა შე­იძ­ლე­ბა 3-შიც გრძელ­დე­ბა და 4-შიც, თუმ­ცა აქ­ცენ­ტი ამ 48 სა­ათ­ზე გა­ვა­კე­თოთ. მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა მი­ვი­ღოთ ისიც, რომ გო­ზი­ნა­ყის მომ­ხმა­რე­ბელ­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბა არის 2 წელ­ზე ზე­მოთ, 3 წლი­დან, ამი­ტომ, ალ­ბათ, მო­სახ­ლე­ო­ბის 95% მა­ინც უნდა ავი­ღოთ გა­მო­სათ­ვლე­ლად, ანუ ახ­ლან­დე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 340 ათა­სი უნდა გა­მო­ვაკ­ლოთ, დარ­ჩე­ბა 3 მი­ლი­ონ ოთხა­სი ათას­ზე ოდ­ნავ მეტი. გო­ზი­ნა­ყი არ არის ისე­თი საკ­ვე­ბი, რომ მხო­ლოდ ერთი სტან­დარ­ტუ­ლი ნა­ჭე­რი ვიმ­ყო­ფი­ნოთ, რო­მელ­საც ტრა­დი­ცი­უ­ლად რომ­ბის ფორ­მა აქვს, სიგ­რძე-სი­გა­ნე­ში კი 5X{ 5-ზეა, შე­იძ­ლე­ბა უფრო დი­დიც. ამ პე­რი­ოდ­ში თითო კაცი, პი­რო­ბი­თად, 3 ნა­ჭერს შე­ჭამს ანუ ახა­ლი წლის მომ­დევ­ნო დღეს ზოგს ნა­ბა­ხუ­სევ­ზე ტკბი­ლი უყ­ვარს. ამი­ტომ ოჯა­ხის თითო წევ­რზე 3 სტან­დარ­ტუ­ლი ნა­ჭე­რი უნდა ვი­ან­გა­რი­შოთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ ასი ათა­სი ოჯა­ხია, რომ­ლის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 1 ოჯახ­ზე 3,36-ს. მკი­თხვე­ლი რომ არ გა­დავ­ღა­ლოთ, მარ­ტი­ვად ვთქვათ: მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­სა და მოხ­მა­რე­ბუ­ლი გო­ზი­ნა­ყის მი­ხედ­ვით, ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 2,5 ჰექ­ტარ­ზე ოდ­ნავ მეტი ფარ­თო­ბი. უხე­შად რომ ვთქვათ, 160 მეტ­რი 160 მეტრზე. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ნინო ძიგუა
0

Ახალწელს მაინც ნუ დაგვითვლით ლუკმას

კახა
1

რამდენი ცალი ხინკალი იჭმება, აქედან რამდენი სამარხვო?

ავტორი:

"საქართველოს მოსახლეობა საახალწლო დღეებში 30 მილიონი ლარის გოზინაყსა და 16 მილიონი ლარის ღვინოს მიირთმევს"

"საქართველოს მოსახლეობა საახალწლო დღეებში 30 მილიონი ლარის გოზინაყსა და 16 მილიონი ლარის ღვინოს მიირთმევს"

გადავწყვიტეთ, გამოგვეთვალა, თუ რამდენი ღვინო ისმება და რამდენი გოზინაყი იჭმება საახალწლო სუფრაზე, რისთვისაც დახმარება ეკონომიკის ექსპერტს სოსო არჩვაძეს ვთხოვეთ. სწორედ მის გამოთვლებზე დაყრდნობით მომზადდა დღევანდელი საახალწლო პუბლიკაცია.

- საახალწლო სუფრა არ უნდა ჩავთვალოთ 31 დეკემბრის 22 საათიდან დილის 5 საათამდე. ქეიფი გრძელდება დღის მეორე ნახევარშიც, პირველშიც და ორშიც... ამიტომ, პირობითად, 31-ში საღამოდან 2-ში საღამომდე უნდა დავთვალოთ 2 დღე-ღამე.

- გამოდის, დაახლოებით 48 საათს ვითვლით...

- ძირითადად, ასეა. დალევა და გოზინაყის ჭამა შეიძლება 3-შიც გრძელდება და 4-შიც, თუმცა აქცენტი ამ 48 საათზე გავაკეთოთ. მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ გოზინაყის მომხმარებელთა შესაძლებლობა არის 2 წელზე ზემოთ, 3 წლიდან, ამიტომ, ალბათ, მოსახლეობის 95% მაინც უნდა ავიღოთ გამოსათვლელად, ანუ ახლანდელი მოსახლეობის რაოდენობას დაახლოებით 340 ათასი უნდა გამოვაკლოთ, დარჩება 3 მილიონ ოთხასი ათასზე ოდნავ მეტი. გოზინაყი არ არის ისეთი საკვები, რომ მხოლოდ ერთი სტანდარტული ნაჭერი ვიმყოფინოთ, რომელსაც ტრადიციულად რომბის ფორმა აქვს, სიგრძე-სიგანეში კი 5X{ 5-ზეა, შეიძლება უფრო დიდიც. ამ პერიოდში თითო კაცი, პირობითად, 3 ნაჭერს შეჭამს ანუ ახალი წლის მომდევნო დღეს ზოგს ნაბახუსევზე ტკბილი უყვარს. ამიტომ ოჯახის თითო წევრზე 3 სტანდარტული ნაჭერი უნდა ვიანგარიშოთ. საქართველოში დაახლოებით მილიონ ასი ათასი ოჯახია, რომლის წევრთა რაოდენობა შეადგენს 1 ოჯახზე 3,36-ს. მკითხველი რომ არ გადავღალოთ, მარტივად ვთქვათ: მთელ საქართველოში ოჯახების რაოდენობისა და მოხმარებული გოზინაყის მიხედვით, ეს არის დაახლოებით 2,5 ჰექტარზე ოდნავ მეტი ფართობი. უხეშად რომ ვთქვათ, 160 მეტრი 160 მეტრზე. გააგრძელეთ კითხვა