ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზის სექტორის ცენტრში მდებარე ღაზის ლტოლვილთა ბანაკზე მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ღაზას "ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მინიმუმ 12 ქალი და 7 ბავშვია. ჯანდაცვის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
"ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელმა საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო და რომ ეს ომის დანაშაულია.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ.
ტერორიზმს ვერავინ გაამართლებს, მაგრამ ისრაელის მთავრობა ძალიან ბნელ თამაშს თამაშობს...
ვერ წარმოვიდგენდი, რომ ებრაელ ადამიანს ბავშვების და ქალების სისხლი სწყუროდა. მძიმე სურათია.