პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებიც ადრე დაეხოცა. მხოლოდ ერთი და ჰყავს... არის სახლში მარტო და თავისი შვილების სამყაროთი ცოცხლობს" - რას ჰყვება ახლობელი გია დუდაშვილზე, რომელსაც შოვის ტრაგედიისას ცოლ-შვილი დაეღუპა
"მშობლებიც ადრე დაეხოცა. მხოლოდ ერთი და ჰყავს... არის სახლში მარტო და თავისი შვილების სამყაროთი ცოცხლობს" - რას ჰყვება ახლობელი გია დუდაშვილზე, რომელსაც შოვის ტრაგედიისას ცოლ-შვილი დაეღუპა

2023 წლის ზა­ფხულ­ში მომ­ხდარ­მა შო­ვის ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყლის ხე­ო­ბა­ში წარ­მოქ­მნილ­მა ღვარ­ცოფ­მა 35 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. მათ შო­რის, ორი მაშ­ვე­ლიც იყო - მათ გა­უ­ჭირ­დათ ამ უმ­ძი­მე­სი ემო­ცი­ე­ბის გა­და­ტა­ნა და ორი­ვე მათ­განს ინ­ფარ­ქტი გა­ნუ­ვი­თარ­და.

გია დუ­დაშ­ვი­ლი, თო­ჯი­ნით ხელ­ში, ტა­ლა­ხის მა­სა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის ძებ­ნი­სას - ამ ტრა­გე­დი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა. მე­უღ­ლი­სა და სამი შვი­ლის ერ­თად დამ­კარ­გავ­მა მა­მამ 2 წლის შვი­ლის, ანას­ტა­სი­ას თო­ჯი­ნა იპო­ვა და თან და­ა­ტა­რებ­და. გია დუ­დაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნატო ჭე­ლი­ძე და უფ­რო­სი შვი­ლი, 7 წლის ლუკა ტრა­გე­დი­ი­დან მხო­ლოდ მე­ო­თხე დღეს იპო­ვეს, შემ­დეგ 4 წლის ან­დრია… სულ ბო­ლოს კი თო­ჯი­ნას პატ­რო­ნი, 2 წლის ანას­ტა­სია, რო­მე­ლიც მა­მამ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე 24 აგ­ვის­ტოს ამო­იც­ნო.

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ალ­ბათ, არა­ვინ მო­ი­ძებ­ნე­ბა, ვი­საც ამ დროს სამი შვი­ლის დამ­კარ­გა­ვი მა­მის­თვის ნუ­გე­შის მი­ცე­მა და გვერ­დით დგო­მა არ სურ­და. მაგ­რამ ეს სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ მო­ი­ძებ­ნე­ბა არ­ცერ­თი სი­ტყვა, რო­მე­ლიც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს ანუ­გე­შებს. არც თა­ვად უძებ­ნია. ამ მოკ­რძა­ლე­ბულ ადა­მი­ანს არა­ვის­თვის მი­უ­მარ­თავს, თა­ვი­სი ტრა­გე­დია ერთი სი­ტყვი­თაც არა­ვის­თვის მო­უხ­ვე­ვია. ვიდ­რე შვი­ლე­ბი ცო­ცხლე­ბი ეგო­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხოვ­და, რომ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ვერ­ტმფრე­ნი დრო­უ­ლად გა­ეგ­ზავ­ნათ.

ერ­თა­დერ­თი, რი­თაც ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, მთე­ლი ამ დრო­ის მან­ძილ­ზე გა­მოჩ­ნდა, თა­ვი­სი ანას­ტა­სი­ა­სათ­ვის და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვა იყო:

"ანას­ტა­სი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. სამი წლის გახ­დი. გი­ლო­ცავ ანას­ტა­სია", - წერ­და გია დუ­დაშ­ვი­ლი. მი­ლოც­ვი­სას მა­მი­კომ თა­ვის გო­გო­ნას გუ­ლე­ბი­ა­ნი მიკი მა­უ­სის ვარ­დის­ფე­რი ტორ­ტიც "აჩუ­ქა".

ჩვენ კი გია დუ­დაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი გვე­სა­უბ­რა. მან არ ისურ­ვა ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა, ჩვე­ნი სა­უბ­რით შვი­ლე­ბის დამ­კარ­გავ მა­მას ტკი­ვი­ლი არ გან­ვუ­ახ­ლოო...

- უმ­ძი­მეს თე­მა­ზე გე­სა­უბ­რე­ბით, ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც ერთ წამ­ში და­კარ­გა ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­აჩ­ნდა. რო­გორ არის ბა­ტო­ნი გია. ალ­ბათ იცის, რომ მის­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა; სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ­და, ენუ­გე­შე­ბი­ნა. ბევ­რი იმა­საც დარ­დობ­და, ოჯა­ხის წევ­რებს რომ ყვე­ლას იპო­ვის და დაკ­რძა­ლავს, მერე დად­გე­ბა მის­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბიო...

- სამ­წუ­ხა­როდ, სი­მარ­თლეს წერ­დნენ. ასეთ უბე­დუ­რე­ბებ­ში ადა­მი­ა­ნი თით­ქოს რა­ღაც მი­ზანს ხავ­სი­ვით ეჭი­დე­ბა და ეს აძ­ლე­ბი­ნებს. გიას ჯერ ის მი­ზა­ნი ჰქონ­და, რომ ცოლ-შვი­ლი მო­ე­ძებ­ნა და ამო­ეც­ნო. 11 დღე გაგ­რძელ­და ეს კოშ­მა­რი, ამა­სო­ბა­ში კი დრო გა­დი­ო­და. ამის შემ­დეგ დაკ­რძალ­ვაა სა­ჭი­რო და ამა­ზე ფიქ­რსაც დრო და ძალა სჭირ­დე­ბა. სა­ფიქ­რა­ლი და საზ­რუ­ნა­ვი დაკ­რძალ­ვის შემ­დე­გაც ბევ­რია: ვინც გიყ­ვარს, იმ ადა­მი­ა­ნებს იმ­ქვეყ­ნა­დაც ხომ სჭირ­დე­ბათ ზრუნ­ვა?!

ჰოდა, გი­ა­მაც იზ­რუ­ნა. ვერ გე­ტყვით, რა ძა­ლით ან რა­ტომ მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი მის თავს, ეს აუხ­სნე­ლია, მაგ­რამ ის ცო­ცხა­ლია და ის უნდა გა­ა­კე­თოს, რა­საც სი­ცო­ცხლე ადა­მი­ანს სთხოვს. არა­და, მარ­ტოა, მშობ­ლე­ბიც კი ადრე და­ე­ხო­ცა. მხო­ლოდ ერთი და ჰყავს და ისიც ემიგ­რან­ტია, ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად. რა თქმა უნდა, გიას დაც იყო დაკ­რძალ­ვა­ზე, და­დუ­მე­ბუ­ლი და გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი იჯდა; მაგ­რამ ის წა­ვი­და. და უნდა წა­სუ­ლი­ყო, ოჯა­ხი ჰყავს.

- დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ ცა­რი­ელ სახ­ლში ყოფ­ნა ურ­თუ­ლე­სია...

- ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რაც არ უნდა ცუდი თქვა, იმას ვერ უარ­ყოფ, რომ თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი გვაქვს. ჯერ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის შე­ძა­ხილ­მა, შენ გვერ­დით ვარ, გა­ძე­ლიო, მერე კი თა­ვის­მა სამ­სა­ხურ­მა დიდი როლი ითა­მა­შა. სა­ო­ცა­რი უფ­რო­სი ჰყავს სამ­სა­ხურ­ში, ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნი. მან უთხრა, არ და­ვუშ­ვებ, რომ სახ­ლში დარ­ჩე და სამ­სა­ხურ­ში არ იარო, ამას არ და­გა­ნე­ბე­ბო და გიაც მიჰ­ყვა. ეს მის­თვის ად­ვი­ლი არ იყო, მაგ­რამ მარ­ტო დარ­ჩე­ნის ნება არ მის­ცეს.

- მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჩანს, იქ თა­ვის ტკი­ვილს არა­ვის აგ­რძნო­ბი­ნებ­და.

- კი, ასე­თია, წარ­სულ­ზე სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობს. ეს მისი ბუ­ნე­ბაა. არის თა­ვის სახ­ლში მარ­ტო და თა­ვი­სი შვი­ლე­ბის სამ­ყა­რო­თი ცო­ცხლობს. ყვე­ლა­ფერს უკე­თებს, რაც მის ცოლ-შვილს ზე­ცა­ში სჭირ­დე­ბათ. ასე გა­დის დრო.

ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დენს ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის თა­ნად­გო­მა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. თით­ქოს გე­ვა­ლე­ბა, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გამო არ და­ე­ცე და იცო­ცხლო.

ავ­ტო­რი: ეთერ ერა­ძე

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტერეზა მეი
0

გამძლეობას ვუსურვებ ამ ადამიანს ...

ნინო
0

ყოველი ახალი დღე გაახლოებს შენ საყვარელ ადამიანებთან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მშობლებიც ადრე დაეხოცა. მხოლოდ ერთი და ჰყავს... არის სახლში მარტო და თავისი შვილების სამყაროთი ცოცხლობს" - რას ჰყვება ახლობელი გია დუდაშვილზე, რომელსაც შოვის ტრაგედიისას ცოლ-შვილი დაეღუპა

"მშობლებიც ადრე დაეხოცა. მხოლოდ ერთი და ჰყავს... არის სახლში მარტო და თავისი შვილების სამყაროთი ცოცხლობს" - რას ჰყვება ახლობელი გია დუდაშვილზე, რომელსაც შოვის ტრაგედიისას ცოლ-შვილი დაეღუპა

2023 წლის ზაფხულში მომხდარმა შოვის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წარმოქმნილმა ღვარცოფმა 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის, ორი მაშველიც იყო - მათ გაუჭირდათ ამ უმძიმესი ემოციების გადატანა და ორივე მათგანს ინფარქტი განუვითარდა.

გია დუდაშვილი, თოჯინით ხელში, ტალახის მასაში ოჯახის წევრების ძებნისას - ამ ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. მეუღლისა და სამი შვილის ერთად დამკარგავმა მამამ 2 წლის შვილის, ანასტასიას თოჯინა იპოვა და თან დაატარებდა. გია დუდაშვილის მეუღლე ნატო ჭელიძე და უფროსი შვილი, 7 წლის ლუკა ტრაგედიიდან მხოლოდ მეოთხე დღეს იპოვეს, შემდეგ 4 წლის ანდრია… სულ ბოლოს კი თოჯინას პატრონი, 2 წლის ანასტასია, რომელიც მამამ ექსპერტიზაზე 24 აგვისტოს ამოიცნო.

ჩვენს საზოგადოებაში, ალბათ, არავინ მოიძებნება, ვისაც ამ დროს სამი შვილის დამკარგავი მამისთვის ნუგეშის მიცემა და გვერდით დგომა არ სურდა. მაგრამ ეს სამწუხაროდ, შეუძლებელია, არ მოიძებნება არცერთი სიტყვა, რომელიც ამ მდგომარეობაში მყოფს ანუგეშებს. არც თავად უძებნია. ამ მოკრძალებულ ადამიანს არავისთვის მიუმართავს, თავისი ტრაგედია ერთი სიტყვითაც არავისთვის მოუხვევია. ვიდრე შვილები ცოცხლები ეგონა, ხელისუფლებას სთხოვდა, რომ სტიქიის ზონაში ვერტმფრენი დროულად გაეგზავნათ.

ერთადერთი, რითაც ტრაგედიის შემდეგ, მთელი ამ დროის მანძილზე გამოჩნდა, თავისი ანასტასიასათვის დაბადების დღის მილოცვა იყო:

"ანასტასიას დაბადების დღეა. სამი წლის გახდი. გილოცავ ანასტასია", - წერდა გია დუდაშვილი. მილოცვისას მამიკომ თავის გოგონას გულებიანი მიკი მაუსის ვარდისფერი ტორტიც "აჩუქა".

ჩვენ კი გია დუდაშვილის ახლობელი გვესაუბრა. მან არ ისურვა ვინაობის გამხელა, ჩვენი საუბრით შვილების დამკარგავ მამას ტკივილი არ განვუახლოო...

- უმძიმეს თემაზე გესაუბრებით, ადამიანზე, რომელმაც ერთ წამში დაკარგა ყველაფერი, რაც გააჩნდა. როგორ არის ბატონი გია. ალბათ იცის, რომ მისმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა; სოციალური ქსელით ათასობით ადამიანი ცდილობდა, ენუგეშებინა. ბევრი იმასაც დარდობდა, ოჯახის წევრებს რომ ყველას იპოვის და დაკრძალავს, მერე დადგება მისთვის ყველაზე მძიმე დღეებიო...

- სამწუხაროდ, სიმართლეს წერდნენ. ასეთ უბედურებებში ადამიანი თითქოს რაღაც მიზანს ხავსივით ეჭიდება და ეს აძლებინებს. გიას ჯერ ის მიზანი ჰქონდა, რომ ცოლ-შვილი მოეძებნა და ამოეცნო. 11 დღე გაგრძელდა ეს კოშმარი, ამასობაში კი დრო გადიოდა. ამის შემდეგ დაკრძალვაა საჭირო და ამაზე ფიქრსაც დრო და ძალა სჭირდება. საფიქრალი და საზრუნავი დაკრძალვის შემდეგაც ბევრია: ვინც გიყვარს, იმ ადამიანებს იმქვეყნადაც ხომ სჭირდებათ ზრუნვა?!

ჰოდა, გიამაც იზრუნა. ვერ გეტყვით, რა ძალით ან რატომ მოხდა ეს ყველაფერი მის თავს, ეს აუხსნელია, მაგრამ ის ცოცხალია და ის უნდა გააკეთოს, რასაც სიცოცხლე ადამიანს სთხოვს. არადა, მარტოა, მშობლებიც კი ადრე დაეხოცა. მხოლოდ ერთი და ჰყავს და ისიც ემიგრანტია, ირლანდიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. რა თქმა უნდა, გიას დაც იყო დაკრძალვაზე, დადუმებული და გაქვავებული იჯდა; მაგრამ ის წავიდა. და უნდა წასულიყო, ოჯახი ჰყავს.

- დაკრძალვის შემდეგ ცარიელ სახლში ყოფნა ურთულესია...

- ჩვენს საზოგადოებაზე, რაც არ უნდა ცუდი თქვა, იმას ვერ უარყოფ, რომ თანაგრძნობის უნარი გვაქვს. ჯერ ამდენი ადამიანის შეძახილმა, შენ გვერდით ვარ, გაძელიო, მერე კი თავისმა სამსახურმა დიდი როლი ითამაშა. საოცარი უფროსი ჰყავს სამსახურში, ნამდვილი ადამიანი. მან უთხრა, არ დავუშვებ, რომ სახლში დარჩე და სამსახურში არ იარო, ამას არ დაგანებებო და გიაც მიჰყვა. ეს მისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ მარტო დარჩენის ნება არ მისცეს.

- მოკრძალებული ადამიანი ჩანს, იქ თავის ტკივილს არავის აგრძნობინებდა.

- კი, ასეთია, წარსულზე საერთოდ არ ლაპარაკობს. ეს მისი ბუნებაა. არის თავის სახლში მარტო და თავისი შვილების სამყაროთი ცოცხლობს. ყველაფერს უკეთებს, რაც მის ცოლ-შვილს ზეცაში სჭირდებათ. ასე გადის დრო.

ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავს ადამიანისათვის თანადგომა ამ სიტუაციაში. თითქოს გევალება, რომ ამდენი ადამიანის გამო არ დაეცე და იცოცხლო.

ავტორი: ეთერ ერაძე