მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ტანკერს დაარტყა - რას აცხადებენ პენტაგონში
ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ტანკერს დაარტყა - რას აცხადებენ პენტაგონში

ირა­ნი­დან გაშ­ვე­ბულ­მა დრონ­მა ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში ქი­მი­ურ ტან­კერს და­არ­ტყა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას აშშ-ის თავ­დაც­ვის უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

პენ­ტა­გონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხო­მალდ Chem Pluto-ზე დარ­ტყმა ინ­დო­ე­თის სა­ნა­პი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 370 კი­ლო­მეტრში გან­ხორ­ცი­ელ­და. ხო­მალ­დზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. დარ­ტყმამ ტან­კერს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, თუმ­ცა არა­ვინ და­ღუ­პუ­ლა, ან და­შა­ვე­ბუ­ლა.

პენ­ტა­გო­ნის ცნო­ბით, ეს არის "ლი­ბე­რი­ის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი, ია­პო­ნი­ის კუთ­ვნი­ლი და ნი­დერ­ლან­დებ­ში მოქ­მე­დი ქი­მი­უ­რი ტან­კე­რი". სა­ზღვაო უსაფრ­თხო­ე­ბის კომ­პა­ნია Ambrey-მ გა­ნა­ცხა­და, რომ გემი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ის­რა­ელ­თან და სა­უ­დის არა­ბე­თი­დან ინ­დო­ეთ­ში მი­ე­მარ­თე­ბო­და.

  • ამას­თან, აშშ-ის ცენ­ტრა­ლურ­მა სარ­დლო­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჰუ­სი­ტე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი იე­მე­ნი­დან სამ­ხრეთ წი­თელ ზღვა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვაო გა­და­ზიდ­ვის ზო­ლებ­ში ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ორი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა გა­ის­რო­ლეს, თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ცერ­თი გემი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა.

აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­დლო­ბის ცნო­ბით, ხო­მალდმა USS Laboon-მა, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პატ­რუ­ლი­რებს, ოთხი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დო, რო­მე­ლიც იე­მე­ნი­დან, ჰუ­სი­ტე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან იყო გაშ­ვე­ბუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი ხო­მალ­დის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და.

ჰუ­სი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იე­მე­ნის დიდ ნა­წილს აკონ­ტრო­ლე­ბენ, აცხა­დე­ბენ, რომ მათ სა­მიზ­ნეს ის­რა­ელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გე­მე­ბი წარ­მო­ად­გენს, რისი მი­ზე­ზიც ღა­ზა­ში მიმ­დი­ნა­რე ომია. თავ­დას­ხმე­ბის გაზ­რდი­ლი რის­კის გამო, ბევ­რმა გლო­ბა­ლურ­მა გა­დამ­ზი­დავ­მა წი­თელ ზღვა­ში ოპე­რა­ცი­ე­ბი შე­ა­ჩე­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გუ­შინ ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დია გიბ­რალ­ტა­რის სრუ­ტის და­ხურ­ვით და­ი­მუქ­რა. ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის მე­თა­ურ­მა, მო­ჰა­მად რეზა ნაყ­დიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ირა­ნი გიბ­რალ­ტა­რის სრუ­ტეს და­ხუ­რავს და ხმელ­თა­შუა ზღვა­ზე წვდო­მას აღარ და­უშ­ვებს, თუ აშშ და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი ღა­ზა­ში და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნას გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ომი ცუდია
2

ვააჰ, აქ ზოგს ინდოეთი ბოლივუდის ფილმები და დისკოს მოცეკვავე გონია. ჯერ ეს ერთი, მაგაშიც სჯობიან ყველას, ჰოლივუდის მერე. მეორე, ინდოეთს და ჩინეთს მესამე-მეოთხე ადგილები უკავიათ მსოფლიოში არმიების სიძლიერით. მერე მოდის ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, იტალია. რაის ირანი და ჩუსტალიოტები. ინდოეთს საკუთარი კოსმოსური პროგრამები და საკუთარი წარმოების მოერიშეები ყავს. ირანი მაგათვის იგივეა რაც ბზიკის ნაკბენი. მტკივნეული მარა, ზედ რო მიაკლავენ იმ ბზიკს. 

აშშ
11

ერთი ატომური ბომბიც რომ გავარდეს, ირანი და რუსეთი გაქრებიან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ტანკერს დაარტყა - რას აცხადებენ პენტაგონში

ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ტანკერს დაარტყა - რას აცხადებენ პენტაგონში

ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ქიმიურ ტანკერს დაარტყა, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

პენტაგონმა განაცხადა, რომ ხომალდ Chem Pluto-ზე დარტყმა ინდოეთის სანაპიროდან დაახლოებით 370 კილომეტრში განხორციელდა. ხომალდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დარტყმამ ტანკერს კონსტრუქციული დაზიანება მიაყენა, თუმცა არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.

პენტაგონის ცნობით, ეს არის "ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი, იაპონიის კუთვნილი და ნიდერლანდებში მოქმედი ქიმიური ტანკერი". საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-მ განაცხადა, რომ გემი დაკავშირებული იყო ისრაელთან და საუდის არაბეთიდან ინდოეთში მიემართებოდა.

  • ამასთან, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენიდან სამხრეთ წითელ ზღვაში, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის ზოლებში ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, არცერთი გემი არ დაზიანებულა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ხომალდმა USS Laboon-მა, რომელიც ტერიტორიაზე პატრულირებს, ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც იემენიდან, ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გაშვებული და ამერიკული ხომალდისკენ მიემართებოდა.

ჰუსიტები, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს ისრაელთან დაკავშირებული გემები წარმოადგენს, რისი მიზეზიც ღაზაში მიმდინარე ომია. თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო, ბევრმა გლობალურმა გადამზიდავმა წითელ ზღვაში ოპერაციები შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ირანის რევოლუციური გვარდია გიბრალტარის სრუტის დახურვით დაიმუქრა. ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა, მოჰამად რეზა ნაყდიმ განაცხადა, რომ ირანი გიბრალტარის სრუტეს დახურავს და ხმელთაშუა ზღვაზე წვდომას აღარ დაუშვებს, თუ აშშ და მისი მოკავშირეები ღაზაში დანაშაულების ჩადენას გააგრძელებენ.