პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკმარისია!" - რა უთხრა ჟოზე მოურინიომ ხვიჩა კვარაცხელიას? - ინციდენტის დეტალები
"საკმარისია!" - რა უთხრა ჟოზე მოურინიომ ხვიჩა კვარაცხელიას? - ინციდენტის დეტალები

სე­რია A-ს მე-17 ტურ­ში "ნა­პო­ლი“ გას­ვლა­ზე "რო­მას“ შეხ­ვდა და მატ­ჩი ან­გა­რი­შით 2:0 დათ­მო. ყვე­ლა ელო­და, რომ "რომა" ტრა­დი­ცი­უ­ლად დაც­ვით და ჩა­კე­ტილ თა­მაშს შეს­თა­ვა­ზებ­და მე­ტო­ქეს, თუმ­ცა ასე არ მოხ­და. გუნ­დე­ბი პირ­ველ ტა­იმ­ში, საკ­მა­ოდ გახ­სნი­ლად და გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით უტევ­დნენ.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და თა­მა­შის გამ­წვა­ვე­ბა, თუმ­ცა არა­ფე­რი გა­მო­ვი­და ამის­გან შე­დე­გი­ა­ნი. სი­მარ­თლე მო­ი­თხოვს აღი­ნიშ­ნოს, რომ მას "რო­მას" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ძა­ლი­ან მჭიდ­როდ და უხე­შად ეთა­მა­შე­ბოდ­ნენ, ერთ ეპი­ზოდ­ში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია სე­რი­ო­ზულ ტრავ­მას გა­დარ­ჩა რო­დე­საც მას მე­ტო­ქე ფეხ­ბურ­თელ­მა სა­ხე­ში ჩა­არ­ტყა ხელი. პირ­ველ ტა­იმ­ში ხვი­ჩას­თან უხე­ში თა­მა­შის გამო "რო­მას" ორმა ფეხ­ბურ­თელ­მა მი­ი­ღო ყვი­თე­ლი ბა­რა­თი.

ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში "რო­მას" ფეხ­ბურ­თე­ლი, ბრა­ი­ან კრის­ტან­ტე ხვი­ჩას წი­ნა­აღ­მდეგ და­ჯა­რიმ­და, მსაჯ­მა მას ყვი­თე­ლი ბა­რა­თი უჩ­ვე­ნა, მომ­ხდა­რი კი "რო­მას" მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ჟოზე მო­უ­რი­ნი­ომ გა­აპ­რო­ტეს­ტა, რის გა­მოც ჟო­ზე­მაც ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო.

  • თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, რო­დე­საც ხვი­ჩამ მო­უ­რი­ნი­ოს სი­ახ­ლო­ვეს ჩა­ი­ა­რა" ჟო­ზემ მას უყ­ვი­რა - Basta! რაც ნიშ­ნავს "საკ­მა­რი­სია". ამით პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ხვი­ჩას მო­უ­წო­დებ­და, რომ "სი­მუ­ლა­ცი­აა საკ­მა­რი­სი". ჟო­ზე­სა და "კვა­რას" შო­რის მცი­რე შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 66-ე წუთ­ზე, რო­დე­საც მსაჯ­მა წი­თე­ლი ბა­რა­თი უჩ­ვე­ნა პო­ლი­ტა­ნოს. "ნა­პო­ლი" მო­ე­დან­ზე 10 კა­ცით დარ­ჩა. რის მე­რეც "რომა" უტევ­და და 76-ე წუთ­ზე ან­გა­რი­შის გახ­სნაც მო­ა­ხერ­ხა, მე­რე­ტის კარ­ში გოლი შეც­ვლა­ზე შე­მო­სულ­მა პე­ლეგ­რი­ნიმ გა­ი­ტა­ნა. 85-ე წუთ­ზე "ნა­პო­ლის" კი­დევ ერთი ფეხ­ბურ­თე­ლი გა­უ­ძე­ვეს, ამ­ჯე­რად ოსი­მენ­მა მი­ი­ღო მე­ო­რე ყვი­თე­ლი ბა­რა­თი და და­ტო­ვა მო­ე­და­ნი. 85-ე წუთ­ზე "რო­მამ" მე­ო­რე გო­ლის გა­ტა­ნა მო­ა­ხერ­ხა. ბურ­თი ლუ­კა­კუმ გა­ი­ტა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმ,
0

რავა პიტბულივით უყურებს ეს ღდინძაღლი ჩვენს ოქროს ბიჭს!

tngh
0

წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"საკმარისია!" - რა უთხრა ჟოზე მოურინიომ ხვიჩა კვარაცხელიას? - ინციდენტის დეტალები

"საკმარისია!" - რა უთხრა ჟოზე მოურინიომ ხვიჩა კვარაცხელიას? - ინციდენტის დეტალები

სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი“ გასვლაზე "რომას“ შეხვდა და მატჩი ანგარიშით 2:0 დათმო. ყველა ელოდა, რომ "რომა" ტრადიციულად დაცვით და ჩაკეტილ თამაშს შესთავაზებდა მეტოქეს, თუმცა ასე არ მოხდა. გუნდები პირველ ტაიმში, საკმაოდ გახსნილად და გარდამავალი უპირატესობით უტევდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენჯერმე სცადა თამაშის გამწვავება, თუმცა არაფერი გამოვიდა ამისგან შედეგიანი. სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს, რომ მას "რომას" ფეხბურთელები ძალიან მჭიდროდ და უხეშად ეთამაშებოდნენ, ერთ ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელია სერიოზულ ტრავმას გადარჩა როდესაც მას მეტოქე ფეხბურთელმა სახეში ჩაარტყა ხელი. პირველ ტაიმში ხვიჩასთან უხეში თამაშის გამო "რომას" ორმა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი.

ერთ-ერთ ეპიზოდში "რომას" ფეხბურთელი, ბრაიან კრისტანტე ხვიჩას წინააღმდეგ დაჯარიმდა, მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა, მომხდარი კი "რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გააპროტესტა, რის გამოც ჟოზემაც ყვითელი ბარათი მიიღო.

  • თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა, როდესაც ხვიჩამ მოურინიოს სიახლოვეს ჩაიარა,, ჟოზემ მას უყვირა - Basta! რაც ნიშნავს "საკმარისია". ამით პორტუგალიელი სპეციალისტი ხვიჩას მოუწოდებდა, რომ "სიმულაციაა საკმარისი". ჟოზესა და "კვარას" შორის მცირე შელაპარაკება მოხდა, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 66-ე წუთზე, როდესაც მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა პოლიტანოს. "ნაპოლი" მოედანზე 10 კაცით დარჩა. რის მერეც "რომა" უტევდა და 76-ე წუთზე ანგარიშის გახსნაც მოახერხა, მერეტის კარში გოლი შეცვლაზე შემოსულმა პელეგრინიმ გაიტანა. 85-ე წუთზე "ნაპოლის" კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, ამჯერად ოსიმენმა მიიღო მეორე ყვითელი ბარათი და დატოვა მოედანი. 85-ე წუთზე "რომამ" მეორე გოლის გატანა მოახერხა. ბურთი ლუკაკუმ გაიტანა.