სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი“ გასვლაზე "რომას“ ხვდება და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 0:0.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა ნეპოლელები მოედანზე:
ყველა ელოდა, რომ "რომა" ტრადიციულად დაცვით და ჩაკეტილ თამაშს შესთავაზებდა მეტოქეს, თუმცა ასე არ მოხდა. გუნდები, საკმაოდ გახსნილად და გარდამავალი უპირატესობით უტევდნენ. გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი მე-20 წუთზე "რომას" ჰქონდა, თუმცა ნეაპოლელთა გოლკიპერმა ალექს მერეტიმ თითქმის აუღებელი ბურთი აიღო და გადაარჩინა "ნაპოლი".
ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენჯერმე სცადა თამაშის გამწვავება, თუმცა არაფერი გამოვიდა ამისგან შედეგიანი. სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს, რომ მას "რომას" ფეხბურთელები ძალიან მჭიდროდ და უხეშად ეთამაშებოდნენ, ერთ ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელია სერიოზულ ტრავმას გადარჩა როდესაც მას მეტოქე ფეხბურთელმა სახეში ჩაარტყა ხელი. ხვიჩასთან უხეში თამაშის გამო "რომას" ორმა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი. 39-ე წუთზე "რომა" გადარჩა გოლს, როდესაც ზილენსკის ჩაწოდებული ბურთის შემდეგ სახიფათო ეპიზოდი შეიქმნა მასპინძელთა კართან.
ხვიჩას წინააღმდეგ ერთ-ერთი მორგი უხეში თამაშის შემდეგ, "რომას" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო კარგა ხანს უკმაყოფილო სახით ელაპარაკებოდა "კვარას", საინტერესოა, რას უხსნიდა პორტუგალიელი ქართველს. პორველ ტაიმში გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა გუნდმა ვერ მოახერხა.
იხილეთ ასევე: