ავტორი:

"ლენკა გუშინდელ თავდასხმას ვერ გადაურჩა" - გლოვა ჩეხეთში: ვინ არიან მასობრივი სროლის შედეგად გარდაცვლილები?

"ლენკა გუშინდელ თავდასხმას ვერ გადაურჩა" - გლოვა ჩეხეთში: ვინ არიან მასობრივი სროლის შედეგად გარდაცვლილები?

ჩეხეთში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ხუთშაბათს, პრაღის უნივერსიტეტში მასობრივი სროლის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ეროვნული გლოვის აღსანიშნავად ოფიციალურ შენობებზე დროშები დაუშვეს.

ამ დროისთვის მხოლოდ სამი გარდაცვლილის ვინაობა გასაჯაროვდა: უნივერსიტეტის მუსიკალური ფაკულტეტის ხელმძღვანელი, ლენკა ჰლავკოვა. უნივერსიტეტმა მისი გარდაცვალება ფეისბუქ პოსტით დაადასტურა:

"ოჯახის გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე და მათი ნებართვით, ვაცხადებთ, რომ ჩვენი კოლეგა და მუსიკის ფაკულტეტის დირექტორი, ლენკა ჰლავკოვა გუშინდელ თავდასხმას ვერ გადაურჩა.

უღრმეს სამძიმარს ვუცხადებთ ყველა დაღუპულს, უპირველეს ყოვლისა ოჯახებს. ეს უკიდურესად სასტიკი ამბავია ყველა ჩვენგანისთვის. დავრჩეთ ერთმანეთის მხარდასაჭერად“ - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

დაღუპულთა შორის ასევე არიან მთარგმნელი და ლიტერატურის ექსპერტი იან დლასკი და სტუდენტი ლუსი სპინდლეროვა. სხვა გარდაცვლილების ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

დაღუპული სტუდენტი ლუსი სპინდლეროვა

შეგახსენებთ, 24 წლის დევიდ კოზაკმა ხუთშაბათს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტში სროლა მოაწყო. ჯამში, 15 ადამიანი დაიღუპა, ამავე დროს დაშავდა 25 პირი. დაღუპულია თავად თავდამსხმელიც - პოლიციამ დაადასტურა, რომ მან თავი მოიკლა.

ნახეთ ასევე: