პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სენსაცია მედიცინაში: ორი საშვილოსნოს მქონე ამერიკელმა ქალმა ორ დღეში ორჯერ იმშობიარა - "ერთი ქალიშვილი სამშაბათს გააჩინა, მეორე - ოთხშაბათს"
სენსაცია მედიცინაში: ორი საშვილოსნოს მქონე ამერიკელმა ქალმა ორ დღეში ორჯერ იმშობიარა - "ერთი ქალიშვილი სამშაბათს გააჩინა, მეორე - ოთხშაბათს"

იშ­ვი­ა­თი ორი საშ­ვი­ლოს­ნოს მქო­ნე ამე­რი­კელ­მა ქალ­მა ორ დღე­ში ორ­ჯერ იმ­შო­ბი­ა­რა - 32 წლის კელ­სი ჰეტ­ჩერ­მა ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი სამ­შა­ბათს გა­ა­ჩი­ნა, ხოლო მე­ო­რე - ოთხშა­ბათს.

ჰეტ­ჩერს 17 წლის ასაკ­ში უთხრეს, რომ ორი საშ­ვი­ლოს­ნო, იგი­ვე ორ­მა­გი საშ­ვი­ლოს­ნო (uterus didelphys) ჰქონ­და - იშ­ვი­ა­თი თან­და­ყო­ლი­ლი ანო­მა­ლია, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის 0.3%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა.

ალა­ბა­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე საშ­ვი­ლოს­ნოს გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შან­სი ძა­ლი­ან მცი­რეა. კელ­სი ჰეტ­ჩერს მა­ნამ­დე სამი ჯან­მრთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და და ახ­ლაც სჯე­რო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბო­და - თუმ­ცა, რუ­ტი­ნულ­მა ექოს­კო­პი­ამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ორი­ვე საშ­ვი­ლოს­ნო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი იყო.

პრო­ფე­სორ­მა რი­ჩარდ დე­ვის­მა, რო­მე­ლიც მშო­ბი­ა­რო­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, აღ­ნიშ­ნა, რომ ბავ­შვებს ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ცალ­კე სივ­რცე ჰქონ­დათ. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს ტყუ­პე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფე­ნო­მე­ნია, რად­გან ორი­ვე ბავ­შვი ცალ­კე კვერ­ცხუ­ჯრე­დი­დან ვი­თარ­დე­ბა.

ჰეტ­ჩე­რის მშო­ბი­ა­რო­ბა 39-ე კვი­რა­ში და­ე­წყო. პირ­ვე­ლი ბავ­შვი ბუ­ნებ­რი­ვად გა­ა­ჩი­ნა, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 19:45 სა­ათ­ზე, ხოლო მე­ო­რე, სა­კე­ის­რო კვე­თით 10 სა­ათ­ზე მეტი ხნის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 06:10 სა­ათ­ზე. დე­დაც და ახალ­შო­ბი­ლე­ბიც ამ დრო­ის­თვის თავს კარ­გად გრძნო­ბენ. წყა­რო

ავტორი:

სენსაცია მედიცინაში: ორი საშვილოსნოს მქონე ამერიკელმა ქალმა ორ დღეში ორჯერ იმშობიარა - "ერთი ქალიშვილი სამშაბათს გააჩინა, მეორე - ოთხშაბათს"

სენსაცია მედიცინაში: ორი საშვილოსნოს მქონე ამერიკელმა ქალმა ორ დღეში ორჯერ იმშობიარა - "ერთი ქალიშვილი სამშაბათს გააჩინა, მეორე - ოთხშაბათს"

იშვიათი ორი საშვილოსნოს მქონე ამერიკელმა ქალმა ორ დღეში ორჯერ იმშობიარა - 32 წლის კელსი ჰეტჩერმა ერთი ქალიშვილი სამშაბათს გააჩინა, ხოლო მეორე - ოთხშაბათს.

ჰეტჩერს 17 წლის ასაკში უთხრეს, რომ ორი საშვილოსნო, იგივე ორმაგი საშვილოსნო (uterus didelphys) ჰქონდა - იშვიათი თანდაყოლილი ანომალია, რომელიც ქალების 0.3%-ს აღენიშნება.

ალაბამის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ორივე საშვილოსნოს განაყოფიერების შანსი ძალიან მცირეა. კელსი ჰეტჩერს მანამდე სამი ჯანმრთელი ორსულობა ჰქონდა და ახლაც სჯეროდა, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებში იქნებოდა - თუმცა, რუტინულმა ექოსკოპიამ გამოავლინა, რომ ორივე საშვილოსნო განაყოფიერებული იყო.

პროფესორმა რიჩარდ დევისმა, რომელიც მშობიარობას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ ბავშვებს ზრდისა და განვითარებისთვის ცალკე სივრცე ჰქონდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტყუპებისგან განსხვავებული ფენომენია, რადგან ორივე ბავშვი ცალკე კვერცხუჯრედიდან ვითარდება.

ჰეტჩერის მშობიარობა 39-ე კვირაში დაეწყო. პირველი ბავშვი ბუნებრივად გააჩინა, ადგილობრივი დროით 19:45 საათზე, ხოლო მეორე, საკეისრო კვეთით 10 საათზე მეტი ხნის შემდეგ, დაახლოებით დილის 06:10 საათზე. დედაც და ახალშობილებიც ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ. წყარო