ავტორი:

გალაქტიკა ჯეიმს ვების ტელესკოპის ობიექტივში - 2023 წლის ყველაზე შთამბეჭდავი კადრები

გალაქტიკა ჯეიმს ვების ტელესკოპის ობიექტივში - 2023 წლის ყველაზე შთამბეჭდავი კადრები

მსოფლიოს ახალი და ყველაზე დიდი, გასაოცარი შესაძლებლობების მქონე კოსმოსური ტელესკოპი სამყაროს სულ სხვა ფერებით გვიჩვენებს. საუბარია ჯეიმს ვების ტელესკოპზე, რომლის გადაღებულ ფოტოებსაც ნასა დროდადრო საზოგადოებას უზიარებს.

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მუშაობა 2022 წლის 12 ივლის დაიწყო. 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ტელესკოპმა, რომელსაც ინჟინერიის საოცრებასაც უწოდებენ, სამყარო ახალი თვალით დაგვანახა.

ამ ხნის განმავლობაში ტელესკოპმა ჩვენი მზის სისტემისა და შორეული გალაქტიკების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეაგროვა - მეცნიერებს შეუძლიათ გაიგონ, როგორ იბადებიან ვარსკვლავები, ან რატომ კვდებიან, როგორ ეჯახებიან და ერწყმიან გალაქტიკები ერთმანეთს და სხვა...

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, WEBB-მა ტელესკოპის მიერ გადაღებული წლის ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები გააზიარა: