ავტორი:

ფეიკები "ზელენსკის იახტებსა და მისი ცოლის მდიდრულ ვოიაჟზე აშშ-ში" - როგორ მოქმედებს პრორუსული დეზინფორმაცია ამერიკელ ჩინოსნებზე, როცა უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ

ფეიკები "ზელენსკის იახტებსა და მისი ცოლის მდიდრულ ვოიაჟზე აშშ-ში" - როგორ მოქმედებს პრორუსული დეზინფორმაცია ამერიკელ ჩინოსნებზე, როცა უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ

აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითის, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, ვებ-გვერდმა გაავრცელა ჭორი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული ფულით, რომელიც უკრაინის დასახმარებლად გადაეცა, ორი მდიდრული იახტა შეიძინა.

მიუხედავად იმისა, რომ მტკიცება ყალბი აღმოჩნდა, ჩანაფიქრმა თავისი საქმე გააკეთა. ის ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა და მასზე რეაქცია იმ ამერიკელ კონგრესმენებსაც ჰქონდათ, რომლებიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ უკრაინის სამხედრო-ფინანსური დახმარების საკითხზე.

ვებ-გვერდის განცხადებაში ეწერა, რომ ზელენსკიმ თავისი ორი მრჩეველისა და გამოგონილი "პირების“ მეშვეობით 75 მილიონი დოლარი ორ იახტაში გადაიხადა. უკრაინული მხარე ამ ამბავს კატეგორიულად უარყოფდა, მოგვიანებით კი ისიც გაირკვა, რომ იახტები, რომლის შეძენაზეც არის საუბარი, საერთოდ არ გაყიდულა. თუმცა ამის მიუხედავად, ინფორმაცია კონგრესამდეც მივიდა, რომლის წევრებიც აცხადებენ, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ახალ წლამდე გადაიდო. ზოგიერთი კი დახმარების გაწევის წინააღმდეგია.

"ყველა, ვინც უკრაინის დახმარების მომხრეა, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უცხო ქვეყნის ომის ყველაზე კორუფციული სქემის სუბსიდირებას“, - განაცხადა X-ში კონკრესის რესპუბლიკური პარტიის წევრმა მარჯორი ტეილორ გრინმა და არგუმენტად იახტების ამბის ყალბი სტატია მოიყვანა.

იმავე აქცენტით გააკეთა განცხადება რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეი დი ვანსმა. "არიან ხალხი, ვინც მზად არიან სოციალური გადასახადები შეამცირონ, ჩვენი ბებიები და ბაბუები სიღარიბისთვის გაწირონ და ყველაფერი რის გამო? რომ ზელენსკის მინისტრებმა უფრო დიდი იახტები იყიდონ?" - თქვა ვანსმა.

მიუხედავად იმისა, რომ იახტებზე აგორებული ჭორი ყალბი აღმოჩნდა, ბი-ბი-სიმ გაარკვია, რომ ამ ამბის ფართო აუდიტორიამდე გავრცელებაში რუსეთთან დაკავშირებული ვებ-გვერდი მონაწილეობდა, რომელიც, საიტის მტკიცებით, ვაშინგტონში მდებარეობს. გამომძიებლების თქმით, ეს ვეგ-გვერდი, სავარაუდოდ, "რუსეთის მთავრობის შექმნილი ინსტრუმენტია, რომელიც მსგავსი ჭორების გავრცელებით არის დაკავებული“.

თავაპირველად, ეს ამბავი ნოემბრის ბოლოს, არაფრით გამორჩეულ Youtube -არხზე გავრცელდა, რომელსაც ცოტა გამომწერი ჰყავდა და სულ ერთი ვიდეო ედო. თუმცა ისტორია აიტაცა საიტმა, სახელწოდებით DC Weekly, თანაც ორი იახტის Lucky-სა და My Legacy-ს სურათები დაურთო, ასევე დოკუმენტაცია, რომელიც, თითქოს ზელენსკის პარტნიორებზე მიყიდვას ადასტურებდა.

ბროკერები, რომლებიც იახტების კომპანიაში მუშაობენ, აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ამბავი ყალბია და სინამდვილეში იახტები ჯერ არ გაყიდულა და არავის საკუთრებაში არ გადასულა. ამერიკული ყოველკვირეული გამოცემის DC Weekly-ის ეს სტატია უამრავმა გამოცემამ აიტაცა, პოლიტიკოსები და სხვადასხვა გავლენიანი პირები კი მის ციტირებას ახდენდნენ. თუმცა სახელის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ გამოცემა არც ყოველკვირეულია და არც ამერიკის დედაქალაქში მდებარეობს.

როგორც სამხრეთ კაროლინას კლემსონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, დარენ ლინვილმა და პატრიკ უორენმა გაარკვიეს, საიტი ჯონ მარკ დუგანმა დააარსა, რომელიც აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითია, შემდეგ ფლორიდაში პოლიციელად მუშაობდა, ხოლო 2016 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. რუსეთში ის საგამოძიებო ჟურნალისტიკით დაკავდა და ყალბი და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება დაიწყო. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზანი იქაური ბიოლაბორატორიის განადგურება იყო, სადაც თითქოს, ისეთი იარაღის შექმნაზე მუშაობდნენ, რომელიც რუსი ხალხის განადგურებისთვის იქმნებოდა. კლემსონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ასევე გაარკვიეს, რომ DC Weekly აქვეყნებს ისტორიებს, რომლებსაც სხვა საიტებიდან AI ტექნოლოგიებს აწერინებს, ხოლო გამოცემის „ავტორებს“ ყალბი სახელები და სურათები აქვთ.

გამომძიებლებმა მოიკვლიეს, რომ DC Weekly იმავე სერვერშია ჩართული, სადაც დუნკანის სხვა საიტებიც. BBC Verify-ს სამსახურმა კი დაადგინა, რომ DC Weekly-ის ნაწილი მოსკოვში არსებულ სერვერზეა განთავსებული. წლის დასაწყისში გაირკვა, რომ დუგანი DC Weekly-ს კომენტატორია, მან რამდენიმე სასწავლო ლექცია რუსეთის საგარეო სამინისტროში ჩაატარა.

იახტებზე გამოგონილი ისტორია წარმატებით კვებავს იმ საფრთხეებს, რომლებიც უკრაინაში კორუფციის მხრივ რეალურად არსებობს. მასთან ბრძოლა - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ქვეყანამ უნდა დაძლიოს თუ დასავლურ ორგანიზაციებში უნდა გაწევრიანება. ხშირად რეალურ კორუფციულ სქემებს იმაზე ნაკლები ყურადღება ეთმობა, ვიდრე "ფეიკებით“ შეკოწიწებულ ამბებს.

მაგალითად, ოქტომბერში სოციალურ ქსელებში ფართოდ განიხილებოდა ისტორია, თუ როგორ ხარჯავდა დიდძალ ფულს ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე ნიუ-იორკის მაღაზიებში. როგორც იახტების, ასევე ზელენსკას შემთხვევაში, ჭორი ყველასათვის უცნობმა Youtube არხმა გაავრცელა, რომელსაც გამომწრების მინიმალური რაოდენობა ჰყავს და სულ ერთი ვიდეო ედო. იმ ვიდეოში ქალი ამტკიცებდა, რომ ნიუ-იორკში Cartier-ის მაღაზიაში მუშაობდა. ქალმა 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების სამაჯურის ჩეკი წარადგინა, რომელიც 22 სექტემბერს ელენა ზელენსკას სახელზე იყო.

სახის ამომცნობი პროგრამის მიხედვით, დადგინდა, რომ ქალი, რომელიც ვიდეოში იყო სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები ადამიანია, რომლის სურათები სოცქსელებშიც დევს. მიუხედავად ამისა, სამაჯურის ისტორია თითქმის ყველა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამ შემთხვევაშიც მთავარ გამავრცელებლად DC Weekly იყო. საიტზე ასევე სხვადასხვა სახის ყალბი მასალები დევს, მაგალითად, თითქოს, უკრაინა ჰამასს აწვდიდა იარაღს. DC Weekly-ის ისტორიები ხშირად მაშინ იდება საიტზე, როდესაც ისინი ჯერ უცნობ Youtube არხებზე განთავსდება. თუმცა „გამოცემის“ ყველაზე წარმატებული „ფეიკი“ მაინც იახტები რჩება, რომელიც შტატების კონგრესის არაერთ გავლენიან პირს გამოუყენებია ციტატად...წყარო

ავტორი: ანრი კურტანიძე