მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უჩვეულოდ დაცარიელებული ბეთლემი და გაუქმებული საშობაო ზეიმი - რა ხდება ახლა ქალაქში, რომელიც დეკემბერში ათასობით ტურისტს მასპინძლობს (ფოტოები)
უჩვეულოდ დაცარიელებული ბეთლემი და გაუქმებული საშობაო ზეიმი - რა ხდება ახლა ქალაქში, რომელიც დეკემბერში ათასობით ტურისტს მასპინძლობს (ფოტოები)

ოკუ­პი­რე­ბულ და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი ბეთ­ლე­მი, დე­კემ­ბერ­ში, რო­გორც წესი, ათა­სო­ბით მომ­ლოც­ვე­ლი­თა და ტუ­რის­ტი­თაა სავ­სე. გი­გან­ტუ­რი ნაძ­ვის ხე, აღ­ლუ­მე­ბი და რე­ლი­გი­უ­რი ცე­რე­მო­ნი­ე­ბი შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, მაგ­რამ ის­რა­ელ-პა­ლეს­ტი­ნის კონ­ფლიქტმა ბეთ­ლე­მის სა­შო­ბაო გან­წყო­ბა­ზეც იმოქ­მე­და.

ქა­ლაქ­ში ქუ­ჩე­ბი და ეზო­ე­ბი ძი­რი­თა­დად ცა­რი­ე­ლია, ბეთ­ლე­მამ­დე მი­მა­ვა­ლი გზე­ბი ის­რა­ე­ლის ძა­ლებ­მა გა­და­კე­ტეს, ხოლო ახ­ლოს მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ძა­ლა­დობ­რი­ვად და­არ­ბი­ეს. ბეთ­ლემ­ში გა­ა­უქ­მეს სა­შო­ბაო ზე­ი­მიც - ამ ყვე­ლა­ფერ­მა დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ტუ­რიზ­მზე.

პა­ლეს­ტი­ნის ტუ­რიზ­მი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ბეთ­ლე­მი ყო­ველ­წლი­უ­რად 1,5 მი­ლი­ო­ნამ­დე ტუ­რისტს იღებს. ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზა­რალ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სი.

პა­ლეს­ტი­ნის ტუ­რიზ­მის მი­ნის­ტრმა რულა მა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის შე­დე­გად ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი გა­ნი­ცა­და.

"ხალ­ხი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან, მათ შო­რის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, რუ­სე­თი­დან, რუ­მი­ნე­თი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან, იტა­ლი­ი­დან, ეს­პა­ნე­თი­დან და ინ­დო­ე­თი­დან, ყო­ველ­წლი­უ­რად სტუმ­რობს ქა­ლაქს. იმ დროს, როცა მთე­ლი მსოფ­ლიო შო­ბას ზე­ი­მობს, ბეთ­ლე­მი ჩუმი და სევ­დი­ა­ნია“ - თქვა მა­ი­ამ.

ბეთ­ლე­მის შო­ბის ევან­გე­ლურ-ლუ­თე­რა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის პას­ტო­რის, მუნ­ტერ ისა­ა­კის გან­ცხა­დე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­შო­ბაო გან­წყო­ბა გქონ­დეს, როცა ღა­ზა­ში პა­ლეს­ტი­ნელ ხალ­ხს გე­ნო­ციდს უწყო­ბენ:

"ეკ­ლე­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წელს შო­ბის სცე­ნა პა­ლეს­ტი­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის მტკივ­ნე­ულ რე­ა­ლო­ბას ასა­ხავს. სწო­რედ ამი­ტომ მო­ვა­თავ­სეთ ჩვი­ლი იე­სოს ქან­და­კე­ბა ნან­გრე­ვე­ბი­სა და გა­ნად­გუ­რე­ბულ ბა­გა­ში, რო­გორც სო­ლი­და­რო­ბის გზავ­ნი­ლი ღა­ზა­ში ტან­ჯულ­თა მი­მართ. ქრის­ტე რომ დღეს და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, ის ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ და­ი­ბა­დე­ბო­და“ - თქვა ისა­აკ­მა...წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
8

ცოტა დაისვენა ქალაქმა....

gaga
18

სანამ იარსებებს ისეთი ავტორიტარული რეჯიმების ქვეყნები, როგორიც რუსეთი და ზოგიერთი მუსლიმანური ქვეყნებია, მსოფლიო ვერ დაისვენებს და მშვიდობა არ იქნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

უჩვეულოდ დაცარიელებული ბეთლემი და გაუქმებული საშობაო ზეიმი - რა ხდება ახლა ქალაქში, რომელიც დეკემბერში ათასობით ტურისტს მასპინძლობს (ფოტოები)

უჩვეულოდ დაცარიელებული ბეთლემი და გაუქმებული საშობაო ზეიმი - რა ხდება ახლა ქალაქში, რომელიც დეკემბერში ათასობით ტურისტს მასპინძლობს (ფოტოები)

ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი ბეთლემი, დეკემბერში, როგორც წესი, ათასობით მომლოცველითა და ტურისტითაა სავსე. გიგანტური ნაძვის ხე, აღლუმები და რელიგიური ცერემონიები შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტმა ბეთლემის საშობაო განწყობაზეც იმოქმედა.

ქალაქში ქუჩები და ეზოები ძირითადად ცარიელია, ბეთლემამდე მიმავალი გზები ისრაელის ძალებმა გადაკეტეს, ხოლო ახლოს მდებარე რამდენიმე ქალაქი ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ძალადობრივად დაარბიეს. ბეთლემში გააუქმეს საშობაო ზეიმიც - ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ტურიზმზე.

პალესტინის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს ცნობით, ბეთლემი ყოველწლიურად 1,5 მილიონამდე ტურისტს იღებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით დაზარალდა ადგილობრივი ბიზნესი.

პალესტინის ტურიზმის მინისტრმა რულა მაიამ განაცხადა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შედეგად ტურიზმის სექტორმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.

"ხალხი მთელი მსოფლიოდან, მათ შორის შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და ინდოეთიდან, ყოველწლიურად სტუმრობს ქალაქს. იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო შობას ზეიმობს, ბეთლემი ჩუმი და სევდიანია“ - თქვა მაიამ.

ბეთლემის შობის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის პასტორის, მუნტერ ისააკის განცხადებით, შეუძლებელია საშობაო განწყობა გქონდეს, როცა ღაზაში პალესტინელ ხალხს გენოციდს უწყობენ:

"ეკლესიის გადაწყვეტილებით, წელს შობის სცენა პალესტინაში მცხოვრები ბავშვების მტკივნეულ რეალობას ასახავს. სწორედ ამიტომ მოვათავსეთ ჩვილი იესოს ქანდაკება ნანგრევებისა და განადგურებულ ბაგაში, როგორც სოლიდარობის გზავნილი ღაზაში ტანჯულთა მიმართ. ქრისტე რომ დღეს დაბადებულიყო, ის ნანგრევების ქვეშ დაიბადებოდა“ - თქვა ისააკმა...წყარო