სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი მეზობლის ნაგაზმა შეაშინა, საყვედური რომ ვუთხარი, მიპასუხა? -"შენს შვილს ჩემი ძაღლი მირჩევნიაო!" -  რატომ მომრავლდნენ ძაღლებისგან დაკბენილი თუ დაგლეჯილი ადამიანები?
"ჩემი შვილი მეზობლის ნაგაზმა შეაშინა, საყვედური რომ ვუთხარი, მიპასუხა? -"შენს შვილს ჩემი ძაღლი მირჩევნიაო!" -  რატომ მომრავლდნენ ძაღლებისგან დაკბენილი თუ დაგლეჯილი ადამიანები?

თით­ქმის, ერთი კვი­რაა, რაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და­ძა­ბუ­ლი ადევ­ნებს თვალს ორი წლის პა­ტა­რას მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც 15 დე­კემ­ბერს, პიტ­ბულ­მა დაგ­ლი­ჯა! ბავ­შვს რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტა­რეს, რად­გან მისი თა­ვის ქა­ლის დიდი ნა­წი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო! იმა­ვე ძაღ­ლმა დაკბი­ნა პა­ცი­ენ­ტის 6 წლის ძმაც, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით უკე­თე­სია. 20 დე­კემ­ბერს, ხა­შუ­რის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ძაღ­ლის მიერ დაკ­ბე­ნი­ლი ოთხი ადა­მი­ა­ნი შე­იყ­ვა­ნეს. მათ შო­რის, ერთ-ერთი - ბავ­შვია! შარ­შან, პიტ­ბულ­მა დაკბი­ნა ჩვი­ლი, რო­მელ­საც თა­ვის არე­ში ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და...

მხო­ლოდ 2022-2023 წლის მო­ნა­ცე­მებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ჩნდე­ბა შე­კი­თხვა - მა­ინც, რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში? რა­ტომ მომ­რავ­ლდნენ ასე ძაღ­ლე­ბის­გან დაკ­ბე­ნი­ლი თუ დაგ­ლე­ჯი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი?

ნინო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი - დიდი დიღ­მის მცხოვ­რე­ბი:

- მეს­მის, რომ ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლე­ბის რის­ხვას და­ვიმ­სა­ხუ­რებ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სათ­ქმე­ლი უნდა ვთქვა: ალ­ბათ, აფ­რი­კის ყვე­ლა­ზე ღა­ტაკ, ჩა­მორ­ჩე­ნილ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­შიც კი არ არის ისე­თი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა, რო­გო­რიც ჩვენ­თან! - ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბი თა­ვი­ანთ ნე­ბა­ზე არი­ან მიშ­ვე­ბუ­ლი - ყვე­ლა უბან­ში ჯგუ­ფე­ბად და­დი­ან და ბევ­რი მათ­გა­ნი აგ­რე­სი­უ­ლია. არც მიკ­ვირს - მში­ერ-მწყურ­ვა­ლი, მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი იქ­ნე­ბა, აბა, რა? მათი შემ­ხედ­ვა­რე, ვცდი­ლობ, რომ საკ­ვე­ბი ზოგ­ჯერ მა­ინც მი­ვა­წო­დო, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვის აქვს იმ­დე­ნი, ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბი გა­მოკ­ვე­ბოს?! ორი­ო­დე წლის წინ, მი­უ­სა­ფარ­მა ძაღ­ლმა დამ­კბი­ნა და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა გა­მე­კე­თე­ბი­ნა - ძაღ­ლი გა­იქ­ცა და სა­დღა ვი­პო­ვი­დი? რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ჩემი შვი­ლი მე­ზობ­ლის ნა­გაზ­მა შე­ა­ში­ნა, საყ­ვე­დუ­რი რომ ვუ­თხა­რი, იცით, რა მი­პა­სუ­ხა? - "შენს ცელქ და მო­უს­ვე­ნარ შვილს ჩემი ძაღ­ლი მირ­ჩევ­ნი­აო!" ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რა არის ეს - ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი თუ ფა­ნა­ტიზ­მი?!

არ ვიცი, სხვა უბ­ნებ­ში რა ხდე­ბა, მაგ­რამ ჩვენ­თან, ძაღ­ლე­ბის გამო არც ძილი გვაქვს და არც - მოს­ვე­ნე­ბა! ამ პრობ­ლე­მას ვინ­მემ ხომ უნდა მი­ხე­დოს?! ამ ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნე­რი ცხოვ­რობს, გახ­სნან ამ ძაღ­ლე­ბის­თვის თავ­შე­საფ­რე­ბი, ეს ერთი კე­თი­ლი საქ­მე მა­ინც გა­ა­კე­თონ! რო­გორც ვიცი, ბი­უ­ჯე­ტი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად ირი­ცხე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი, რომ ცხო­ვე­ლებს კას­ტრა­ცია და სტე­რი­ლი­ზა­ცია ჩა­უ­ტა­რონ, ეტყო­ბა, ამ ფულს ვი­ღა­ცე­ბი ჯი­ბე­ში იდე­ბენ, ან წყალს ატა­ნენ, სხვა რა უნდა ვი­ფიქ­როთ?! აბა, ეს ცხო­ვე­ლე­ბი ასე რა­ტომ მრავ­ლდე­ბი­ან?

გა­და­სა­ხა­დებს ვიხ­დი, არა­ფერს ვა­შა­ვებ, შვი­ლებს ვზრდი და სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში, ჩემს ქა­ლაქ­ში, თავს ასე და­უც­ვე­ლად რა­ტომ უნდა ვგრძნობ­დე?!

რე­გი­ო­ნებ­ში უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, და­სავ­ლეთ­ში სო­ფე­ლი მაქვს და კარ­გად ვიცი, იქ რა ხდე­ბა. ეს არის ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი, სა­დაც ადა­მი­ა­ნიც და­უც­ვე­ლია და ცხო­ვე­ლიც. სა­ხელ­მწი­ფომ რა­ღაც ხომ უნდა იღო­ნოს, რომ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნებ­მა ქუ­ჩა­ში ძაღ­ლე­ბის გაგ­დე­ბა შე­წყვი­ტონ?! ალ­ბათ, მე­ტის­მე­ტად ემო­ცი­უ­რად ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ ეს პრობლმა ყვე­ლას გვა­წუ­ხებს, მგო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხი არ არ­სე­ბობს, სა­დაც ძაღ­ლის­გან დაკ­ბე­ნი­ლი ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც არ ცხოვ­რობს!

ლიკა ყაზ­ბე­გი - სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

- არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა, რად­გან დიდი ტრა­გე­დი­აა, როცა პა­ტა­რა ბავ­შვი ამ­ხე­ლა გან­საც­დელ­ში ჩა­ვარ­დე­ბა. თით­ქმის ყვე­ლა იმე­ო­რებს, რომ პიტ­ბუ­ლია პრობ­ლე­მა, რომ ეს ჯიში უნდა აიკ­რძა­ლოს, მაგ­რამ ჩვენ ოჯახ­ში გვყავს პიტ­ბუ­ლი, ვერც კი წარ­მო­მოდ­გე­ნია, რომ მან ადა­მი­ანს ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს. ვი­საც პიტ­ბუ­ლი ჰყავს, და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ეს ძა­ლი­ან თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ჯი­შია, მთა­ვა­რია, რო­გორ გაზ­რდი და რო­გორ მო­ექ­ცე­ვი. სა­უ­ბე­დუ­როდ, მას ხში­რად ზრდი­ან აგ­რე­სი­ულ, მო­ჩხუ­ბარ ძაღ­ლად, დაბ­მუ­ლი ჰყავთ და აშიმ­ში­ლე­ბენ, რომ მერე "უკე­თე­სად" იჩხუ­ბოს. როცა ნა­შიმ­ში­ლარ, დაბ­მულ ძაღლს ქუ­ჩა­ში გა­უშ­ვებ, კარ­გს რას ჩა­ი­დენს?!

მე ორი­ვე მე­ცო­დე­ბა: ადა­მი­ა­ნიც და ძაღ­ლიც, რო­მე­ლიც ასეთ "პატ­რონს" გა­მო­ექ­ცა - "პატ­რონს", რო­მე­ლიც აშიმ­ში­ლებ­და და სიბ­ნე­ლე­ში ჰყავ­და დამ­წყვდე­უ­ლი...

ჩვენ ხომ ვი­ცით, რა მდო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ძაღ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, პრო­ვინ­ცი­ებ­ში? - იქ ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი ტრი­ა­ლებს! თუ ძაღ­ლი, რო­მელ­მაც 2 წლის ბავ­შვი და მისი ძმა დაკბი­ნა, ასე­თი ვაი-პატ­რო­ნის ხელ­ში იყო, მე მას პირ­და­პირ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მივ­ცემ­დი. ხოლო იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ძაღ­ლებს სას­ტი­კად ექ­ცე­ვი­ან, ერთ ფაქტს გი­ამ­ბობთ, რო­მე­ლიც ვე­რა­ზე, ჩემ თვალ­წინ მოხ­და...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირმა
3

მალე ჩვენს პლანეტაზე შვილების მაგივრად ოჯახებს ეყოლებათ ძაღლები და კატები, გადავჯიშდით გადავშენდებით მალე უპატრონო საქართველოში, ვინც ასე კნავის და გამოდიან " ძალიან დიდი ჰუმანურები' და ძალიან დიდი ადამიანები იმათმა სახლებში იყოლიონ მთელ საქართველოში რაც კია უპატრონო ძაღლებია, განახათ რეგიონებში მთლად რა უპატრონობაა, ტურისტები აჭმევენ უპატრონო ძაღლებს ქუჩაში და მერე ადგილობრივ მოსახლეობას პარკით ხელში თუ დაინახავენ დასდევენ და კბენენ ადამიანებს....... კანონი კი ასეთია თუ ძაღლს ან სცემე და ან რამე აკადრე გაგაციმბირებენ, ძაღლს კი დაიკავეს ჩვენს ქვეყანაში. 

???
0

ასე რამ გაგაბოროტათ ძაღლების მოძულეებო? თქვენი ამგვარი კომენტერების გამო არის, რომ მოზარდები და არა მარტო ისინი, სასტიკად ეპყრობიან ძაღლებს და კატებს. თქვენგან სწავლობენ სიბოროტეს, სამწუხაროდ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩემი შვილი მეზობლის ნაგაზმა შეაშინა, საყვედური რომ ვუთხარი, მიპასუხა? -"შენს შვილს ჩემი ძაღლი მირჩევნიაო!" -  რატომ მომრავლდნენ ძაღლებისგან დაკბენილი თუ დაგლეჯილი ადამიანები?

"ჩემი შვილი მეზობლის ნაგაზმა შეაშინა, საყვედური რომ ვუთხარი, მიპასუხა? -"შენს შვილს ჩემი ძაღლი მირჩევნიაო!" -  რატომ მომრავლდნენ ძაღლებისგან დაკბენილი თუ დაგლეჯილი ადამიანები?

თითქმის, ერთი კვირაა, რაც მთელი საქართველო დაძაბული ადევნებს თვალს ორი წლის პატარას მდგომარეობას, რომელიც 15 დეკემბერს, პიტბულმა დაგლიჯა! ბავშვს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს, რადგან მისი თავის ქალის დიდი ნაწილი დაზიანებული იყო! იმავე ძაღლმა დაკბინა პაციენტის 6 წლის ძმაც, რომლის მდგომარეობა შედარებით უკეთესია. 20 დეკემბერს, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში, ძაღლის მიერ დაკბენილი ოთხი ადამიანი შეიყვანეს. მათ შორის, ერთ-ერთი - ბავშვია! შარშან, პიტბულმა დაკბინა ჩვილი, რომელსაც თავის არეში ურთულესი ოპერაცია დასჭირდა...

მხოლოდ 2022-2023 წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ჩნდება შეკითხვა - მაინც, რა ხდება საქართველოში? რატომ მომრავლდნენ ასე ძაღლებისგან დაკბენილი თუ დაგლეჯილი ადამიანები?

ნინო მეგრელიშვილი - დიდი დიღმის მცხოვრები:

- მესმის, რომ ცხოველთა დამცველების რისხვას დავიმსახურებ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელი უნდა ვთქვა: ალბათ, აფრიკის ყველაზე ღატაკ, ჩამორჩენილ სახელმწიფოებშიც კი არ არის ისეთი განუკითხაობა, როგორიც ჩვენთან! - ქუჩის ძაღლები თავიანთ ნებაზე არიან მიშვებული - ყველა უბანში ჯგუფებად დადიან და ბევრი მათგანი აგრესიულია. არც მიკვირს - მშიერ-მწყურვალი, მიუსაფარი ძაღლი აგრესიული იქნება, აბა, რა? მათი შემხედვარე, ვცდილობ, რომ საკვები ზოგჯერ მაინც მივაწოდო, მაგრამ ყოველთვის ვის აქვს იმდენი, ქუჩის ძაღლები გამოკვებოს?! ორიოდე წლის წინ, მიუსაფარმა ძაღლმა დამკბინა და იძულებული გავხდი ცოფის საწინააღმდეგო აცრა გამეკეთებინა - ძაღლი გაიქცა და სადღა ვიპოვიდი? რამდენიმე თვის წინ, ჩემი შვილი მეზობლის ნაგაზმა შეაშინა, საყვედური რომ ვუთხარი, იცით, რა მიპასუხა? - "შენს ცელქ და მოუსვენარ შვილს ჩემი ძაღლი მირჩევნიაო!" ძალიან მაინტერესებს, რა არის ეს - ცხოველების სიყვარული თუ ფანატიზმი?!

არ ვიცი, სხვა უბნებში რა ხდება, მაგრამ ჩვენთან, ძაღლების გამო არც ძილი გვაქვს და არც - მოსვენება! ამ პრობლემას ვინმემ ხომ უნდა მიხედოს?! ამ ქვეყანაში რამდენი მილიონერი ცხოვრობს, გახსნან ამ ძაღლებისთვის თავშესაფრები, ეს ერთი კეთილი საქმე მაინც გააკეთონ! როგორც ვიცი, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ირიცხება რამდენიმე მილიონი, რომ ცხოველებს კასტრაცია და სტერილიზაცია ჩაუტარონ, ეტყობა, ამ ფულს ვიღაცები ჯიბეში იდებენ, ან წყალს ატანენ, სხვა რა უნდა ვიფიქროთ?! აბა, ეს ცხოველები ასე რატომ მრავლდებიან?

გადასახადებს ვიხდი, არაფერს ვაშავებ, შვილებს ვზრდი და საკუთარ სამშობლოში, ჩემს ქალაქში, თავს ასე დაუცველად რატომ უნდა ვგრძნობდე?!

რეგიონებში უარესი მდგომარეობაა, დასავლეთში სოფელი მაქვს და კარგად ვიცი, იქ რა ხდება. ეს არის ნამდვილი ჯოჯოხეთი, სადაც ადამიანიც დაუცველია და ცხოველიც. სახელმწიფომ რაღაც ხომ უნდა იღონოს, რომ უპასუხისმგებლო ადამიანებმა ქუჩაში ძაღლების გაგდება შეწყვიტონ?! ალბათ, მეტისმეტად ემოციურად ვლაპარაკობ, მაგრამ ეს პრობლმა ყველას გვაწუხებს, მგონი, საქართველოში ოჯახი არ არსებობს, სადაც ძაღლისგან დაკბენილი ერთი ადამიანი მაინც არ ცხოვრობს!

ლიკა ყაზბეგი - სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი:

- არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა, რადგან დიდი ტრაგედიაა, როცა პატარა ბავშვი ამხელა განსაცდელში ჩავარდება. თითქმის ყველა იმეორებს, რომ პიტბულია პრობლემა, რომ ეს ჯიში უნდა აიკრძალოს, მაგრამ ჩვენ ოჯახში გვყავს პიტბული, ვერც კი წარმომოდგენია, რომ მან ადამიანს ზიანი მიაყენოს. ვისაც პიტბული ჰყავს, დამეთანხმება, რომ ეს ძალიან თბილი და მოსიყვარულე ჯიშია, მთავარია, როგორ გაზრდი და როგორ მოექცევი. საუბედუროდ, მას ხშირად ზრდიან აგრესიულ, მოჩხუბარ ძაღლად, დაბმული ჰყავთ და აშიმშილებენ, რომ მერე "უკეთესად" იჩხუბოს. როცა ნაშიმშილარ, დაბმულ ძაღლს ქუჩაში გაუშვებ, კარგს რას ჩაიდენს?!

მე ორივე მეცოდება: ადამიანიც და ძაღლიც, რომელიც ასეთ "პატრონს" გამოექცა - "პატრონს", რომელიც აშიმშილებდა და სიბნელეში ჰყავდა დამწყვდეული...

ჩვენ ხომ ვიცით, რა მდომარეობაში არიან ძაღლები, განსაკუთრებით, პროვინციებში? - იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს! თუ ძაღლი, რომელმაც 2 წლის ბავშვი და მისი ძმა დაკბინა, ასეთი ვაი-პატრონის ხელში იყო, მე მას პირდაპირ პასუხისგებაში მივცემდი. ხოლო იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანები ძაღლებს სასტიკად ექცევიან, ერთ ფაქტს გიამბობთ, რომელიც ვერაზე, ჩემ თვალწინ მოხდა...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: