პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისიდან გურიამდე - „რა? სად? როდის?“ ახალგაზრდებს ევროკავშირთან აკავშირებს
თბილისიდან გურიამდე - „რა? სად? როდის?“ ახალგაზრდებს ევროკავშირთან აკავშირებს

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ­მა თა­მაშ­მა სა­ხელ­წო­დე­ბით “რა? სად? რო­დის? ევ­რო­პის შე­სა­ხებ” სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 3 ათას­ზე მეტი სკო­ლის მოს­წავ­ლე უკვე გა­ა­ერ­თი­ა­ნა. თა­მა­შე­ბის მა­რა­თო­ნი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ზა­ფხულ­ში აჭა­რი­დან და­ი­წყო და ქვეყ­ნის ექ­ვსი რე­გი­ო­ნი მო­იც­ვა; “რა?სად?რო­დის” გა­ზა­ფხუ­ლამ­დე მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­დე­ბა და რე­გი­ო­ნებ­სა და თბი­ლის­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს სა­ინ­ტე­რე­სო და უნი­კა­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბას შეს­ძენს.

“რა? სად? რო­დის? ევ­რო­პის შე­სა­ხებ” პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­მა­შის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­აა, რო­მელ­შიც კი­თხვე­ბი ძი­რი­თა­დად ევ­რო­პას ეხე­ბა; მისი მეშ­ვე­ო­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი მხი­ა­რუ­ლი და ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი ფორ­მით ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ. რაც მთა­ვა­რია, პრო­ცე­სი ამარ­თლებს: ახალ­გაზ­რდე­ბის ინ­ტე­რე­სი და ენ­თუ­ზი­აზ­მი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია - სა­ქარ­თვე­ლოს 6 რე­გი­ონ­ში თა­მა­შებ­ში უკვე 600-მდე გუნ­დი ჩა­ერ­თო.

რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი აცხა­დებს, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

“ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი არამ­ხო­ლოდ ერ­თო­ბი­ან თა­მა­შის დროს, არა­მედ იღ­რმა­ვე­ბენ ცოდ­ნას ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მისი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­სა­ხებ, რად­გან პა­სუ­ხო­ბენ კი­თხვებს, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ევ­რო­პის ის­ტო­რი­ას, სტუ­რუქ­ტუ­რა­სა და მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეხე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო იწყებს გზას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­კენ, ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი კი ევ­რო­კავ­ში­რის მო­მა­ვა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან… სწო­რედ ისი­ნი არი­ან მო­მავ­ლის მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი”- აცხა­დებს პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი.

სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე მა­რა­თონს „ინ­ტე­ლექტ-კლუ­ბის რა? სად? რო­დის?" პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მო­სი­ძე და კლუ­ბის სხვა წევ­რე­ბი უძღვე­ბი­ან. რო­გორც გი­ორ­გი მო­სი­ძე ამ­ბობს, თა­მა­შის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდებ­ში ევ­რო­პის მი­მართ ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბაა.

“ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს ამ თა­მაშს: პირ­ვე­ლი, წმინ­და ფა­სე­უ­ლობ­რი­ვია - სა­უ­ბა­რია იმ ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც გვინ­და, რომ გა­დავ­ცეთ და დავ­ნერ­გოთ ახალ თა­ო­ბა­ში; და მე­ო­რე არის წმინ­და ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნა და ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა იმ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ევ­რო­პას­თან. ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავს ეს თა­მა­ში და ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან გა­აღ­რმა­ვებს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის ცოდ­ნას და თვალ­თა­ხედ­ვას”.

დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ეპო­ქა­ში რომ ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ამას ახალ­გაზ­რდე­ბი კარ­გად ათ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბენ.

მა­რი­ამ ბა­ტო­ნი­საშ­ვი­ლი, გო­რის მე-11 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე:“ჩვენს თა­ო­ბა­ში ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან ავი­თა­რებს კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას. ჩემს თა­ნა­ტო­ლებ­საც ვურ­ჩევ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან, ჩვენ ვართ თა­ო­ბა, რო­მელ­მაც უნდა იცხოვ­როს ევ­რო­კავ­შირ­ში და ჩვენ ვართ თა­ო­ბა, რო­მელ­საც შე­აქვს ცვლი­ლე­ბე­ბი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში“.

შალ­ვა ბი­ჩე­ლაშ­ვი­ლი, თე­ლა­ვის მე-9 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე:“მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვფიქ­რობ, ბევრ ადა­მი­ანს არ ეს­მის ევ­რო­კავ­შირ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი რამ, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ასეთ პრო­ექ­ტებ­ში აქ­ტი­უ­რე­ბი ვი­ყოთ“.

ევ­რო­კავ­ში­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით მიმ­დი­ნა­რე მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მე-8-მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში “რა?სად?რო­დის? სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და თბი­ლი­სის თერ­თმე­ტი­ვე რა­ი­ონ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­ში არას­რულ­წლო­ვან­თა კო­ლო­ნი­ა­შიც გა­ი­მარ­თე­ბა.

მიმ­დი­ნა­რე წელს “რა? სად? რო­დის?” მა­რა­თონ­მა მო­იც­ვა აჭა­რა, კა­ხე­თი, შიდა ქარ­თლი და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი, ასე­ვე იმე­რე­თი. თა­მა­შე­ბის სე­რია წელს გუ­რი­ა­ში და­ას­რულ­და, 2024-ში კი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში, მათ შო­რის ქვე­მო ქარ­თლში, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში და რაჭა-ლე­ჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

ფაქ­ტია, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მაშ­ში და ამ პრო­ცეს­ში არამ­ხო­ლოდ ერ­თმა­ნეთს შო­რის, არა­მედ ევ­რო­კავ­შირ­თა­ნაც აძ­ლი­ე­რე­ბენ კავ­ში­რებს. შე­დე­გი კი ერ­თია: ცოდ­ნით აღ­ჭურ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი მზად არი­ან, სა­კუ­თარ სო­ცი­უმ­სა და ქვე­ყა­ნა­ში და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის მო­სახ­დე­ნად.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

თბილისიდან გურიამდე - „რა? სად? როდის?“ ახალგაზრდებს ევროკავშირთან აკავშირებს

თბილისიდან გურიამდე - „რა? სად? როდის?“ ახალგაზრდებს ევროკავშირთან აკავშირებს

ინტელექტუალურმა თამაშმა სახელწოდებით “რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” საქართველოს მასშტაბით 3 ათასზე მეტი სკოლის მოსწავლე უკვე გააერთიანა. თამაშების მარათონი, რომელიც ევროკავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება, ზაფხულში აჭარიდან დაიწყო და ქვეყნის ექვსი რეგიონი მოიცვა; “რა?სად?როდის” გაზაფხულამდე მთელს საქართველოში ჩატარდება და რეგიონებსა და თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს საინტერესო და უნიკალურ გამოცდილებას შესძენს.

“რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” პოპულარული თამაშის ადაპტირებული ვერსიაა, რომელშიც კითხვები ძირითადად ევროპას ეხება; მისი მეშვეობით ახალგაზრდები მხიარული და ინტერაქტიური ფორმით ევროკავშირის შესახებ მეტ ინფორმაციას იღებენ. რაც მთავარია, პროცესი ამართლებს: ახალგაზრდების ინტერესი და ენთუზიაზმი საკმაოდ მაღალია - საქართველოს 6 რეგიონში თამაშებში უკვე 600-მდე გუნდი ჩაერთო.

როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე პროექტი საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

“ქართველი ახალგაზრდები არამხოლოდ ერთობიან თამაშის დროს, არამედ იღრმავებენ ცოდნას ევროკავშირისა და მისი ფუნქციონირების შესახებ, რადგან პასუხობენ კითხვებს, რომლებიც სწორედ ევროპის ისტორიას, სტურუქტურასა და მთავარ ღირებულებებს ეხება. საქართველო იწყებს გზას ევროკავშირის წევრობისკენ, ქართველი ახალგაზრდები კი ევროკავშირის მომავალი მოქალაქეები არიან… სწორედ ისინი არიან მომავლის მთავარი არქიტექტორები”- აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

საქართველოს მასშტაბით მიმდინარე მარათონს „ინტელექტ-კლუბის რა? სად? როდის?" პრეზიდენტი გიორგი მოსიძე და კლუბის სხვა წევრები უძღვებიან. როგორც გიორგი მოსიძე ამბობს, თამაშის მთავარი დანიშნულება ახალგაზრდებში ევროპის მიმართ ინტერესის გაღვივებაა.

“ორი მიმართულება აქვს ამ თამაშს: პირველი, წმინდა ფასეულობრივია - საუბარია იმ ევროპულ ფასეულობებზე, რომლებიც გვინდა, რომ გადავცეთ და დავნერგოთ ახალ თაობაში; და მეორე არის წმინდა ფაქტობრივი ცოდნა და ლოგიკური აზროვნება იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ევროპასთან. ყველაფერს მოიცავს ეს თამაში და ვფიქრობ, ძალიან გააღრმავებს ჩვენი ახალგაზრდების ცოდნას და თვალთახედვას”.

დეზინფორმაციის ეპოქაში რომ ფაქტობრივი ცოდნის დაგროვება უმნიშვნელოვანესია, ამას ახალგაზრდები კარგად ათვიცნობიერებენ.

მარიამ ბატონისაშვილი, გორის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლე:“ჩვენს თაობაში ასეთი პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. ჩემს თანატოლებსაც ვურჩევ, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა, რადგან, ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ევროკავშირში და ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც შეაქვს ცვლილებები ქვეყნის განვითარებაში“.

შალვა ბიჩელაშვილი, თელავის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლე:“მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს არ ესმის ევროკავშირთან დაკავშირებით ბევრი რამ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ასეთ პროექტებში აქტიურები ვიყოთ“.

ევროკავშირის ინიციატივით მიმდინარე მარათონში მონაწილეობა მე-8-მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. წლის განმავლობაში “რა?სად?როდის? საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თბილისის თერთმეტივე რაიონში ჩატარდება. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინტელექტუალური თამაში არასრულწლოვანთა კოლონიაშიც გაიმართება.

მიმდინარე წელს “რა? სად? როდის?” მარათონმა მოიცვა აჭარა, კახეთი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი, ასევე იმერეთი. თამაშების სერია წელს გურიაში დაასრულდა, 2024-ში კი საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გაგრძელდება.

ფაქტია, რომ მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ინტელექტუალურ თამაშში და ამ პროცესში არამხოლოდ ერთმანეთს შორის, არამედ ევროკავშირთანაც აძლიერებენ კავშირებს. შედეგი კი ერთია: ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდები მზად არიან, საკუთარ სოციუმსა და ქვეყანაში დადებითი ცვლილებების მოსახდენად.

R