მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად მსოფლიოში, 15 წლის მოზარდს კოვიდ 19-ის საფუძველზე ხმის იოგების დამბლა დაუდგინდა - რას ამბობენ სპეციალისტები?
პირველად მსოფლიოში, 15 წლის მოზარდს კოვიდ 19-ის საფუძველზე ხმის იოგების დამბლა დაუდგინდა - რას ამბობენ სპეციალისტები?

კო­ვი­დით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ჯან­მრთელ გო­გო­ნას სუნ­თქვის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ვირუს­მა მისი ხმის იო­გე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. მას დას­ჭირ­და ქი­რურ­გი­უ­ლი ტრა­ქე­ოს­ტო­მია - სუნ­თქვის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. მოვ­ლე­ნის კვლე­ვის თა­ნახ­მად, კო­ვი­დის გავ­ლე­ნამ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში, შე­იძ­ლე­ბა ხმის დამ­ბლა გა­მო­იწ­ვი­ოს.

"ვირუ­სი იწ­ვევს ნევ­რო­ლო­გი­ურ გარ­თუ­ლე­ბებს, თა­ვის ტკი­ვი­ლი­თა და პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნევ­რო­პა­თი­ით", - წე­რენ ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გე­ბი, დე­ნი­ელ ლა­როუ და კრის­ტო­ფერ ჰარ­ტი­კი, ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლი­დან.

"ეს შემ­თხვე­ვა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ხმის იო­გე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა შე­საძ­ლოა, ვირუ­სის ნე­ი­რო­პა­თი­უ­რი შე­დე­გი იყოს".

15 წლის გო­გო­ნას, რო­მელ­საც ჰქონ­და ას­თმი­სა და შფოთვის ის­ტო­რია, მის­ცეს სტე­რო­ი­დე­ბი და ბრონ­ქო­დი­ლა­ტო­რე­ბი სა­ეჭ­ვო ას­თმის შე­ტე­ვის­თვის, მაგ­რამ ეს მას არ და­ეხ­მა­რა. ოტო­ლა­რინ­გო­ლო­გებ­მა გა­მო­იკ­ვლი­ეს მისი ვო­კა­ლუ­რი იო­გე­ბი და და­უდ­გი­ნეს პა­რა­დოქ­სუ­ლი ვო­კა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა, სა­დაც ხმო­ვა­ნი თო­კე­ბი იხუ­რე­ბა, გახ­სნის ნაც­ვლად.

ცოტა ხნის მერე, ოტო­ლა­რინ­გო­ლო­გებ­მა კვლავ შე­ა­მოწ­მეს მისი ვო­კა­ლუ­რი იო­გე­ბი და ამ­ჯე­რად და­ად­გი­ნეს ორ­მხრი­ვი ვო­კა­ლუ­რი დამ­ბლა, მაგ­რამ დამ­ბლის მი­ზეზს მა­ინც ვერ მი­აკ­ვლი­ეს.

ბო­ლოს ექი­მებ­მა და­ას­კვნეს, რომ მო­ზარ­დის წინა COVID-19 ინ­ფექ­ცი­ამ, რო­გორც ჩანს, შე­ა­სუს­ტა მისი ვო­კა­ლუ­რი იო­გე­ბი და შე­საძ­ლოა, სწო­რედ ეს ყო­ფი­ლი­ყო მისი და­ბუ­ჟე­ბი­სა და სი­სუს­ტის მი­ზე­ზი. სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუფ­მა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და და­ე­ნა­ხა, შე­ეძ­ლო თუ არა სუნ­თქვა ტრა­ქე­ოს­ტო­მი­ის გა­რე­შე, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მე-15 თვემ­დე მან და­მო­უ­კი­დებ­ლად სუნ­თქვა ვერ შეძ­ლო...წყა­რო

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
2

დამბლა არ ვიცი, მაგრამ კოვიდის მერე სიმღერას ვეღარ ვახერხებ, ხმამ ჟღერადობა დაკარგა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

პირველად მსოფლიოში, 15 წლის მოზარდს კოვიდ 19-ის საფუძველზე ხმის იოგების დამბლა დაუდგინდა - რას ამბობენ სპეციალისტები?

პირველად მსოფლიოში, 15 წლის მოზარდს კოვიდ 19-ის საფუძველზე ხმის იოგების დამბლა დაუდგინდა - რას ამბობენ სპეციალისტები?

კოვიდით დაინფიცირების შემდეგ რამდენიმე დღეში, ჯანმრთელ გოგონას სუნთქვის პრობლემა შეექმნა. როგორც აღმოჩნდა, ვირუსმა მისი ხმის იოგების პარალიზება გამოიწვია. მას დასჭირდა ქირურგიული ტრაქეოსტომია - სუნთქვის შესანარჩუნებლად წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. მოვლენის კვლევის თანახმად, კოვიდის გავლენამ ნერვულ სისტემაზე იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება ხმის დამბლა გამოიწვიოს.

"ვირუსი იწვევს ნევროლოგიურ გართულებებს, თავის ტკივილითა და პერიფერიული ნევროპათიით", - წერენ ოტორინოლარინგოლოგები, დენიელ ლაროუ და კრისტოფერ ჰარტიკი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან.

"ეს შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ხმის იოგების პარალიზება შესაძლოა, ვირუსის ნეიროპათიური შედეგი იყოს".

15 წლის გოგონას, რომელსაც ჰქონდა ასთმისა და შფოთვის ისტორია, მისცეს სტეროიდები და ბრონქოდილატორები საეჭვო ასთმის შეტევისთვის, მაგრამ ეს მას არ დაეხმარა. ოტოლარინგოლოგებმა გამოიკვლიეს მისი ვოკალური იოგები და დაუდგინეს პარადოქსული ვოკალური მოძრაობა, სადაც ხმოვანი თოკები იხურება, გახსნის ნაცვლად.

ცოტა ხნის მერე, ოტოლარინგოლოგებმა კვლავ შეამოწმეს მისი ვოკალური იოგები და ამჯერად დაადგინეს ორმხრივი ვოკალური დამბლა, მაგრამ დამბლის მიზეზს მაინც ვერ მიაკვლიეს.

ბოლოს ექიმებმა დაასკვნეს, რომ მოზარდის წინა COVID-19 ინფექციამ, როგორც ჩანს, შეასუსტა მისი ვოკალური იოგები და შესაძლოა, სწორედ ეს ყოფილიყო მისი დაბუჟებისა და სისუსტის მიზეზი. სამედიცინო ჯგუფმა რამდენჯერმე სცადა დაენახა, შეეძლო თუ არა სუნთქვა ტრაქეოსტომიის გარეშე, მაგრამ საბოლოოდ, მე-15 თვემდე მან დამოუკიდებლად სუნთქვა ვერ შეძლო...წყარო

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი