ავტორი:

სელინ დიონმა კუნთების კონტროლის უნარი დაკარგა, დაავადება პროგრესირებს - მომღერლის დის თქმით, სელინის მდგომარეობა ყოველ დღე უფრო მძიმდება

სელინ დიონმა კუნთების კონტროლის უნარი დაკარგა, დაავადება პროგრესირებს - მომღერლის დის თქმით, სელინის მდგომარეობა ყოველ დღე უფრო მძიმდება

ლეგენდარული მომღერლის, სელინ დიონის ცხოვრებაში ახლა ყველაზე რთული პერიოდია. მომღერალს გასულ წელს უიშვიათესი ნევროლოგიური დაავადება დაუდგინდა, რომელიც კუნთების დაძაბვას, ტკივილს იწვევს.

ის გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის ფორმაზე, ხოლო როდესაც პროგრესირდება, ადამიანი კარგავს სიარულისა და მეტყველების უნარს. სამწუხაროდ, მედიცინაში ჯერჯერობით არ არსებობს საშუალება, რომელიც ამ დაავადებას განკურნავს, თუმცა შესაძლებელია მისი პროგრესირების შენელება.

ახლახან, სელინ დიონის დამ, კლოდეტმა თქვა, რომ მომღერალმა კუნთების კონტროლის უნარი დაკარგა და მას სულ უფრო მეტად უჭირს გადაადგილება.

კლოდეტის თქმით, სელინ დიონის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება, მაგრამ მომღერალი იმედს არ კარგავს. მისი ოცნებაა, რომ კვლავ შეძლოს სცენაზე დადგომა.

“ის ძალიან ცდილობს, რომ განიკურნოს, მაგრამ ვერ აკონტროლებს კუნთებს. გული მწყდება, დათრგუნული ვარ მისი მდგომარეობის გამო“, - ამბობს სელინ დიონის და.

  • ცნობისთვის, გასულ წელს სელინ დიონმა დაავადების შესახებ თვითონვე ისაუბრა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დაავადებაზე დეტალური ინფორმაცია გააცნო გულშემატკივარს.

"მზად არ ვიყავი ამ თემაზე საუბრისთვის, მაგრამ ახლა მზად ვარ. მიწევს გავუმკლავდე ჯანმრთელობის პრობლემებს, უკვე დიდი ხანია და მე ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვარ. დამიდგინდა უიშვიათესი ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც მილიონში ერთ ადამიანს ემართება“, - ამბობდა მომღერალი.