პოლიტიკა
საზოგადოება

14

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:36-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 13:16-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქსტატის საგანგაშო სტატისტიკა: გასულ წელს საქართველოში აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა - რატომ იმატა მოზარდებში ორსულობისა და აბორტების რიცხვმა
საქსტატის საგანგაშო სტატისტიკა: გასულ წელს საქართველოში აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა - რატომ იმატა მოზარდებში ორსულობისა და აბორტების რიცხვმა

გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში აბორ­ტი 83 არას­რულ­წლო­ვანს გა­უ­კეთ­და. ამის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მებს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. მათ­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ცა­მე­ტი­თაა გაზ­რდი­ლი.

ჯამ­ში, 2022 წელს აბორ­ტი 29 წლამ­დე ასა­კის 16 619 პირს გა­უ­კეთ­და.

აბორ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ასა­კის მი­ხედ­ვით გა­ნა­წი­ლე­ბა ასე­თია: 15-24 წელი - 2 867; 15-29 წელი - 6 671.

  • რა­ტომ იმა­ტა არას­რულ­წლოვ­ნებ­ში ორ­სუ­ლო­ბი­სა და აბორ­ტე­ბის რი­ცხვმა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის გენ­დე­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის სოფო რუ­სეც­კის გან­ცხა­დე­ბით, 2022 წელს ქვე­ყა­ნა­ში 815 არას­რულ­წლოვ­ნის ორ­სუ­ლო­ბა აღი­რი­ცხა, აქე­დან მშო­ბი­ა­რო­ბის რი­ცხვი 434-ია, 47-მა გო­გო­ნამ კი ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზით გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­წყვი­ტა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის გან­ცხა­დე­ბით ვი­გებთ, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი არა მარ­ტო ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ში, არა­მედ მთელ ქვე­ყა­ნა­ში ფიქ­სირ­დე­ბა. რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი უნდა მი­ვი­ღოთ არას­რულ­წლოვ­ნებ­ში ორ­სუ­ლო­ბი­სა და აბორ­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით? რა ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ვა­წო­დოთ მო­ზარ­დებს? - ამ კი­თხვე­ბით მივ­მარ­თეთ ფსი­ქო­ლოგს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "თა­ნად­გო­მის" დამ­ფუძ­ნე­ბელ მაია ჯი­ბუტს, რო­მე­ლიც უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს.

- არას­რულ­წლოვ­ნებ­ში ორ­სუ­ლო­ბის, აბორ­ტე­ბის რი­ცხვი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის ფაქ­ტე­ბის სტა­ტის­ტი­კას სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი ყო­ველ­წლი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს არ არის რე­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა. კა­ნო­ნით, 18 წლამ­დე პირ­თა ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრი­რე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, თუ 14-15 წლის გო­გო­ნა აჩენს ბავ­შვს, კა­ნონ­დარ­ღვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე, მაგ­რამ კა­ნო­ნი რომ გვერ­დზე გა­დავ­დოთ, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ფსი­ქო­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­გორ შე­უძ­ლია 14-15 წლის გო­გო­ნას ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ორ­სუ­ლო­ბის თვე­ე­ბის გა­და­ტა­ნა და შემ­დგომ მშო­ბი­ა­რო­ბა? ეს ძა­ლი­ან დიდ რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დიდ­წი­ლად ესეც არის მი­ზე­ზი, რომ არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებ­ში მშო­ბი­ა­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ორ­ჯერ მე­ტია, ვიდ­რე 20-დან და ზე­მოთ ასა­კის გო­გო­ნებ­ში.

- რა როლი აქვს ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სკო­ლას? რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ვა­კის­როთ მას?

- სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა ძალ­ზე მტკივ­ნე­უ­ლი და დე­ფი­ცი­ტუ­რია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. არას­რულ­წლო­ვან­თა ორ­სუ­ლო­ბა, მშო­ბი­ა­რო­ბა და ასე შემ­დეგ, არის სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლი, რათა არ მოხ­დეს ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა, მშო­ბი­ა­რო­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში. ბავ­შვებს უნდა მი­ე­წო­დე­ბო­დეთ ცოდ­ნა სას­კო­ლო სივ­რცე­სა და ოჯა­ხებ­ში. ყვე­ლა ტვირთს სკო­ლას ვერ და­ვა­კის­რებთ, თუმ­ცა ეს ისე­თი სა­კი­თხე­ბია, რაც ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ამ თა­ვის თავ­ზე უნდა აი­ღოს. ეს ეხე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას, მის უსაფრ­თხო­ე­ბას და მათი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

მო­ზარ­დმა უნდა იცო­დეს, რომ თუ ად­რე­ულ ასაკ­ში შექ­მნის ოჯახს, ან ეყო­ლე­ბა ბავ­შვი, შე­იძ­ლე­ბა მისი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი გა­უ­ა­რეს­დეს. რა იგუ­ლის­ხმე­ბა ამა­ში? არას­რულ­წლოვ­ნებ­ში ორ­სუ­ლო­ბა­სა და ქორ­წი­ნე­ბას მოს­დევს არა­ერ­თი პრობ­ლე­მა: ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. თუ ასეთ დროს არას­რულ­წლო­ვანს ზურგს არ უმაგ­რე­ბენ მშობ­ლე­ბი, ძა­ლი­ან რთუ­ლია, რომ ის გან­ვი­თარ­დეს, კა­რი­ე­რუ­ლად წა­ვი­დეს წინ, ჰქონ­დეს პრო­ფე­სია. გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­რულ­წლო­ვან ასაკ­ში თხოვ­დე­ბი­ან, თავს ანე­ბე­ბენ სწავ­ლას, სრუ­ლი­ად იც­ვლე­ბა მათი ცხოვ­რე­ბა.

ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ში უფრო რთუ­ლად გვაქვს საქ­მე, იქ გო­გო­ნე­ბი სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა­საც ვერ იღე­ბენ. ბოლო წლებ­ში თით­ქოს უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა სტა­ტის­ტი­კა, მაგ­რამ უკე­თე­სო­ბა რომ არ არის, ამა­ზე თუნ­დაც ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ფაქ­ტი მე­ტყვე­ლებს - 14 წლის გო­გო­ნა 28 წლის კაც­მა მოკ­ლა. რას­თან გვაქვს საქ­მე? რა­ტომ უგუ­ლე­ბელ­ყოფს მო­ზარდ გო­გო­ნას ოჯა­ხი, სკო­ლა რა­ტომ არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას?!

- რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბია მი­სა­ღე­ბი, რომ ეტა­პობ­რი­ვად შემ­ცირ­დეს არას­რულ­წლო­ვან­თა და­ო­ჯა­ხე­ბის ფაქ­ტე­ბი?

- ჩვენ, ფსი­ქო­ლო­გე­ბი და ექი­მე­ბი, ხში­რად ვხვდე­ბით მშობ­ლებს და ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ ბავ­შვს ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა უნდა მი­ე­წო­დე­ბო­დეს სკო­ლა­ში, რა­საც მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რე­ბი, ექი­მე­ბი თუ პე­და­გო­გე­ბი უნდა აწ­ვდიდ­ნენ. ეს თე­მე­ბია: რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი, სქე­სობ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბა, ორ­სუ­ლო­ბა, და­ა­ვა­დე­ბე­ბი, კონ­ტრა­ცეფ­ცია, ოჯა­ხის და­გეგ­მვის მე­თო­დე­ბი. ჩვენ 2014 წლი­დან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან. სას­კო­ლო სტან­დარ­ტებ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად, ბი­ო­ლო­გი­ა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში უამ­რა­ვი სა­კი­თხი შე­ვი­ტა­ნეთ - ანუ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბევ­რი სა­კი­თხი, წე­სი­თა და რი­გით, უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს, მაგ­რამ იცით, პრობ­ლე­მა რაში მდგო­მა­რე­ობს? როცა მას­წავ­ლებ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რია, ის ვერ მი­აწ­ვდის მოს­წავ­ლეს სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით და­ახ­ლო­ე­ბით 50-60 სკო­ლა­ში ჩა­ვა­ტა­რეთ პი­ლო­ტუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი. ვატ­რე­ნინ­გებთ ამ თე­მებ­ზე პე­და­გო­გებს, ბი­ო­ლო­გებს, ვა­მუ­შა­ვებთ სა­კითხს და პე­და­გო­გე­ბი გამ­ზა­დე­ბუ­ლი სცე­ნა­რე­ბით ატა­რე­ბენ გაკ­ვე­თი­ლებს. ტრე­ნინ­გე­ბის დროს მას­წავ­ლებ­ლებ­ში ინ­გრე­ვა სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი. ამი­ტო­მაც მუ­შა­ო­ბა ჯერ მას­წავ­ლებ­ლებ­თან იწყე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2000-ზე მეტი სკო­ლაა და სა­ხელ­მწი­ფო ფი­ნან­სუ­რად ვერ გვეხ­მა­რე­ბა, ყვე­ლა­ფერს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით ვა­კე­თებთ. სა­ხელ­მწი­ფო გვერ­დში გვიდ­გას, მისი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ვერ შე­ვი­ტან­დით სკო­ლებ­ში ამ სა­კი­თხებს.

- რამ­დე­ნად შე­იც­ვა­ლა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­და­გო­გე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბა ამ სა­კი­თხებ­ზე?

- გვყავს პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც ამ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი არის ძნე­ლი. მათ იცი­ან, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ბავ­შვებს აქვთ ინ­ტერ­ნე­ტი, რომ ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მი­უწ­ვდე­ბათ ხელი. ზო­გი­ერ­თმა გვი­თხრა, ისეთ შე­კი­თხვებს გვის­ვა­მენ ბავ­შვე­ბი, რომ ვხვდე­ბით, არ ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბათ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, ამი­ტომ მო­ვიკ­რი­ბე ძალა და და­ვი­წყე ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი. ახლა და­ხუ­რუ­ლი თე­მე­ბი აღარ გვაქ­ვსო. არი­ან ისე­თი პე­და­გო­გე­ბიც, რომ­ლე­ბიც ერი­დე­ბი­ან, ამა­ზე ლა­პა­რაკს, რად­გან მო­ძღვა­რი გა­უბ­რაზ­დე­ბათ ან რცხვე­ნი­ათ და ა.შ.

- თქვენ რაში ხე­დავთ გა­მო­სა­ვალს, რათა 15 წლამ­დე გო­გო­ებ­მა არ და­ი­წყონ სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა, რა­საც შემ­დეგ მოჰ­ყვე­ბა არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა და სხვა პრობ­ლე­მე­ბი?

- მშო­ბელ­მა და პე­და­გოგ­მა ერ­თობ­ლი­ვად უნდა მი­ხე­დონ ამ სა­კითხს. პრე­ვენ­ცი­ის­თვის არა 14 ან 15 წლის ასაკ­ში, არა­მედ პირ­ვე­ლი კლა­სი­დან უნდა და­ვი­წყოთ ამ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი, არა სექსზე, არა­მედ პი­რა­დი სივ­რცის დაც­ვა­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე. 12-13 წლის გო­გო­ნას შე­იძ­ლე­ბა სექ­სი ჰქონ­დეს იმი­ტომ, რომ ვერ იღებს სა­თა­ნა­დო სიყ­ვა­რულს ოჯახ­ში, არა ჰყავს დედა ან სან­დო ადა­მი­ა­ნი. ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ჯერ პრობ­ლე­მის აღი­ა­რე­ბით და შემ­დგომ კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მით. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
10

ხალხოოო 1 დღის ჩანასახს აქვს სული მინიჭებული უკვე და რა უფლებით ახდენთ აბორტს? უმწეო არსების, რომელიც არ გინახავთ და ასე მარტივად კლავთ? 

რომ გაჩნდეს ექიმს ეტყვით მოკალი, მოწყვიტეო?აბა რატომ კლავთ უკვე არსებას, რადგან ვერ ხედავთ ჯერ? 🤯არ ჩადგათ მკვლელობაში ფეხი და არ გაისვაროთ ხელი, რომ ღვთის რისხვა არ გამოიწვიოთ.დედებს მივმართავ-რატომ წირავთ თქვენ შვილებს? რომ ჩაისახა ვინ მოგცათ მისი ხელყოფა? არ გეცოდებათ? ის ხომ უკვე არსებობს. ერთი დღის ჩანასახს აქვს სული ხალხო, გაითავისეთ, გაითვალისწინეთ. ის თავის თავში ცოცხალია, უბრალოდ გადის განვითარების ეტაპებს ხორციელად.

111
11

სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,

რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!

(ამ შემთხვევაში ეს ქალზეც შეიძლება ითქვას ,,რომ ქალად ვერ გამიზრდიხარ")

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს
ავტორი:

საქსტატის საგანგაშო სტატისტიკა: გასულ წელს საქართველოში აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა - რატომ იმატა მოზარდებში ორსულობისა და აბორტების რიცხვმა

საქსტატის საგანგაშო სტატისტიკა: გასულ წელს საქართველოში აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა - რატომ იმატა მოზარდებში ორსულობისა და აბორტების რიცხვმა

გასულ წელს საქართველოში აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათვე ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი ცამეტითაა გაზრდილი.

ჯამში, 2022 წელს აბორტი 29 წლამდე ასაკის 16 619 პირს გაუკეთდა.

აბორტების რაოდენობის ასაკის მიხედვით განაწილება ასეთია: 15-24 წელი - 2 867; 15-29 წელი - 6 671.

  • რატომ იმატა არასრულწლოვნებში ორსულობისა და აბორტების რიცხვმა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის სოფო რუსეცკის განცხადებით, 2022 წელს ქვეყანაში 815 არასრულწლოვნის ორსულობა აღირიცხა, აქედან მშობიარობის რიცხვი 434-ია, 47-მა გოგონამ კი ქორწინების მიზეზით განათლების მიღება შეწყვიტა. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით ვიგებთ, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები არა მარტო ეთნიკურ უმცირესობებში, არამედ მთელ ქვეყანაში ფიქსირდება. რა პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ არასრულწლოვნებში ორსულობისა და აბორტების შემცირების მიზნით? რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოზარდებს? - ამ კითხვებით მივმართეთ ფსიქოლოგს, არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომის" დამფუძნებელ მაია ჯიბუტს, რომელიც უკვე მრავალი წელია სქესობრივი განათლების საკითხებზე მუშაობს.

- არასრულწლოვნებში ორსულობის, აბორტების რიცხვისა და მშობიარობის ფაქტების სტატისტიკას სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ არის რეალური სტატისტიკა. კანონით, 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრირება დაუშვებელია. შესაბამისად, თუ 14-15 წლის გოგონა აჩენს ბავშვს, კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ კანონი რომ გვერდზე გადავდოთ, გასათვალისწინებელია ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობა. როგორ შეუძლია 14-15 წლის გოგონას ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად ორსულობის თვეების გადატანა და შემდგომ მშობიარობა? ეს ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. დიდწილად ესეც არის მიზეზი, რომ არასრულწლოვან გოგონებში მშობიარობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე 20-დან და ზემოთ ასაკის გოგონებში.

- რა როლი აქვს ამ სიტუაციაში სკოლას? რა ვალდებულებები შეიძლება დავაკისროთ მას?

- სქესობრივი განათლება ძალზე მტკივნეული და დეფიციტურია ჩვენს ქვეყანაში. არასრულწლოვანთა ორსულობა, მშობიარობა და ასე შემდეგ, არის სქესობრივი განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი, რათა არ მოხდეს ადრეული ქორწინება, მშობიარობა ადრეულ ასაკში. ბავშვებს უნდა მიეწოდებოდეთ ცოდნა სასკოლო სივრცესა და ოჯახებში. ყველა ტვირთს სკოლას ვერ დავაკისრებთ, თუმცა ეს ისეთი საკითხებია, რაც ამ ინსტიტუციამ თავის თავზე უნდა აიღოს. ეს ეხება მომავალი თაობის ჯანმრთელობას, მის უსაფრთხოებას და მათი მომავალი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ თუ ადრეულ ასაკში შექმნის ოჯახს, ან ეყოლება ბავშვი, შეიძლება მისი ცხოვრების ხარისხი გაუარესდეს. რა იგულისხმება ამაში? არასრულწლოვნებში ორსულობასა და ქორწინებას მოსდევს არაერთი პრობლემა: ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, სოციალური და ფინანსური პრობლემები. თუ ასეთ დროს არასრულწლოვანს ზურგს არ უმაგრებენ მშობლები, ძალიან რთულია, რომ ის განვითარდეს, კარიერულად წავიდეს წინ, ჰქონდეს პროფესია. გოგონები, რომლებიც არასრულწლოვან ასაკში თხოვდებიან, თავს ანებებენ სწავლას, სრულიად იცვლება მათი ცხოვრება.

ეთნიკურ უმცირესობებში უფრო რთულად გვაქვს საქმე, იქ გოგონები საშუალო განათლებასაც ვერ იღებენ. ბოლო წლებში თითქოს უკეთესობისკენ შეიცვალა სტატისტიკა, მაგრამ უკეთესობა რომ არ არის, ამაზე თუნდაც ბოლოდროინდელი ფაქტი მეტყველებს - 14 წლის გოგონა 28 წლის კაცმა მოკლა. რასთან გვაქვს საქმე? რატომ უგულებელყოფს მოზარდ გოგონას ოჯახი, სკოლა რატომ არ აქცევს ყურადღებას?!

- რა პრევენციული ზომებია მისაღები, რომ ეტაპობრივად შემცირდეს არასრულწლოვანთა დაოჯახების ფაქტები?

- ჩვენ, ფსიქოლოგები და ექიმები, ხშირად ვხვდებით მშობლებს და ყველა ვთანხმდებით, რომ ბავშვს ასაკის შესაბამისი ცოდნა უნდა მიეწოდებოდეს სკოლაში, რასაც მომზადებული კადრები, ექიმები თუ პედაგოგები უნდა აწვდიდნენ. ეს თემებია: რეპროდუქციული, სქესობრივი ჯანმრთელობა, ორსულობა, დაავადებები, კონტრაცეფცია, ოჯახის დაგეგმვის მეთოდები. ჩვენ 2014 წლიდან ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. სასკოლო სტანდარტებში, კონკრეტულად, ბიოლოგიასა და სამოქალაქო განათლებაში უამრავი საკითხი შევიტანეთ - ანუ ოფიციალურად ბევრი საკითხი, წესითა და რიგით, უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ იცით, პრობლემა რაში მდგომარეობს? როცა მასწავლებლის დამოკიდებულება სქესობრივი განათლების მიმართ ნეგატიურია, ის ვერ მიაწვდის მოსწავლეს საჭირო ინფორმაციას. ამ წლების განმავლობაში განათლების სამინისტროს მხარდაჭერით დაახლოებით 50-60 სკოლაში ჩავატარეთ პილოტური გაკვეთილები. ვატრენინგებთ ამ თემებზე პედაგოგებს, ბიოლოგებს, ვამუშავებთ საკითხს და პედაგოგები გამზადებული სცენარებით ატარებენ გაკვეთილებს. ტრენინგების დროს მასწავლებლებში ინგრევა სტერეოტიპული წარმოდგენები. ამიტომაც მუშაობა ჯერ მასწავლებლებთან იწყება. საქართველოში 2000-ზე მეტი სკოლაა და სახელმწიფო ფინანსურად ვერ გვეხმარება, ყველაფერს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ვაკეთებთ. სახელმწიფო გვერდში გვიდგას, მისი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევიტანდით სკოლებში ამ საკითხებს.

- რამდენად შეიცვალა ამ წლების განმავლობაში პედაგოგების შეხედულება ამ საკითხებზე?

- გვყავს პედაგოგები, რომელთათვისაც ამ თემებზე საუბარი არის ძნელი. მათ იციან, რომ 21-ე საუკუნეში ბავშვებს აქვთ ინტერნეტი, რომ ყველანაირ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. ზოგიერთმა გვითხრა, ისეთ შეკითხვებს გვისვამენ ბავშვები, რომ ვხვდებით, არ ეუხერხულებათ ამ თემაზე საუბარი, ამიტომ მოვიკრიბე ძალა და დავიწყე ამ საკითხზე საუბარი. ახლა დახურული თემები აღარ გვაქვსო. არიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებიც ერიდებიან, ამაზე ლაპარაკს, რადგან მოძღვარი გაუბრაზდებათ ან რცხვენიათ და ა.შ.

- თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს, რათა 15 წლამდე გოგოებმა არ დაიწყონ სქესობრივი ცხოვრება, რასაც შემდეგ მოჰყვება არასასურველი ორსულობა და სხვა პრობლემები?

- მშობელმა და პედაგოგმა ერთობლივად უნდა მიხედონ ამ საკითხს. პრევენციისთვის არა 14 ან 15 წლის ასაკში, არამედ პირველი კლასიდან უნდა დავიწყოთ ამ თემებზე საუბარი, არა სექსზე, არამედ პირადი სივრცის დაცვაზე, უსაფრთხოების საკითხებზე. 12-13 წლის გოგონას შეიძლება სექსი ჰქონდეს იმიტომ, რომ ვერ იღებს სათანადო სიყვარულს ოჯახში, არა ჰყავს დედა ან სანდო ადამიანი. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ჯერ პრობლემის აღიარებით და შემდგომ კომპლექსური მიდგომით. განაგრძეთ კითხვა