ამერიკული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, დღეს ღამე 2023 წლის უკანასკნელი მეტეორების წვიმა მოვა. ყველაზე კარგად ამ მოვლენას, რომელსაც ურსიდსაც უწოდებენ, სიცივის ამტანი ბუები დაინახავენ, რომლებსაც საათში 5-დან 10 მეტეორამდე დანახვის საშუალება აქვთ.
ტელესკოპის და დურბინდის საჭიროებას გამორიცხავენ "ნასას" თანამშრომლებიც, რადგან მეტეორის დანახვა მთელ ცაზე შესაძლებელი იქნება. მეტეორის დანახვის დროის, სიდიდისა და სხვა მახასიათებლების აღრიცხვით, მკვლევარებს შეუძლიათ შეაგროვონ მეტი ინფორმაცია კოსმოსის შესახებ დედამიწის ორბიტალურ გზაზე - მაგალითად, რამდენად მკვრივია ნამსხვრევების ღრუბლები, ასევე დრო, როდესაც პლანეტა მათში მოგზაურობს.
იმის გამო, რომ ურსიდები არც ისე ხშირად შეინიშნება, მათ შესახებ მონაცემები შეიძლება უფრო ღირებული იყოს მკვლევარებისთვის, განაცხადა ამერიკის მეტეოროლოგიური სამსახურის მკვლევარმა, რობერტ ლანსფორდმა. მისი თქმით, შემთხვევით ცის დამკვირვებლებსაც კი შეუძლიათ წვლილი შეიტანონ მონაცემთა შეგროვებაში. ურსიდები - უკანასკნელი ყოველწლიური მოვლენაა წელს, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ არც 2024 წლის პირველი მეტეორის წვიმაა შორს - კვადრანტიდის პიკს ისინი 4 იანვარს დილით ელოდებიან...წყარო
ავტორი: ეკა დარჩიაშვილი