ავტორი:

როგორ გაატაროთ დასვენების დღეები თბილისთან ახლოს ბიუჯეტურად

როგორ გაატაროთ დასვენების დღეები თბილისთან ახლოს ბიუჯეტურად

დაუვიწყარი დასვენების ძიებაში ხშირად გვავიწყდება, რომ თავგადასავლები შეიძლება ჩვენთან ძალიან ახლოს დაიწყოს - თბილისიდან სულ რამდენიმე კილომეტრში.

ბიუჯეტური „უიქენდი“ ქალაქთან ახლოს არის არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრების აურზაურისგან თავის დაღწევის საუკეთესო შესაძლებლობა, არამედ ახლო გარემოცვაში დამალული საოცარი ადგილებისა და შესაძლებლობების აღმოჩენა.

მოდით, ვნახოთ, სად შეგვიძლია წასვლა თბილისთან ახლოს დასვენების დღეებში და როგორ შევძლებთ განტვირთვას სახლიდან შორ მანძილზე მოგზაურობის გარეშე.

მცხეთა

მცხეთა საქართველოს ისტორიული და გამორჩეული კულტურული ქალაქია. არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, რომ მცხეთა და მისი შემოგარენი მჭიდროდ იყო დასახლებული ჯერ კიდევ ადრინდელ და შუა ბრინჯაოს ხანებში ძვ.წ. III-ე ათასწლეულსა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანებში. არა მარტო ქალაქი მცხეთა, არამედ მთლიანად მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული სოფლებიც უხვადაა დატვირთული უნიკალური ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლებით. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ საინტერესო მინი ტური, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით, ქალაქის ლამაზ ქუჩებში გასეირნებითა და გემრიელი კერძების დაგემოვნებით.

<iframe class="hotsale-iframe" src="https://new.hotsale.ge/new_markup14/" style="border:0px #ffffff none;" name="myiFrame" scrolling="no" frameborder="1" marginheight="0px" marginwidth="0px" height="244" width="720" allowfullscreen></iframe>

ბაზალეთი

ზამთარში ტბა გარდაიქმნება, იქცევა იდუმალი სილამაზით სავსე საოცარ ადგილად. შაბათ-კვირის გატარება მის ნაპირებზე, მშვიდ ატმოსფეროში ყოფნას ნიშნავს. ეს ის დროა, როცა ტბის სიჩუმე და სიმშვიდე გეხმარებათ დაივიწყოთ პრობლემები და დაისვენოთ ქალაქის აურზაურისგან. ტბაზე გასეირნება, ან თუნდაც უბრალოდ ცხელი სასმელით ულამაზესი ხედებით ტკბობა სასტუმროს აივნიდან, ტბას შაბათ-კვირის ჯადოსნურ ადგილად აქცევს ზამთარში.

<iframe class="hotsale-iframe" src="https://new.hotsale.ge/new_markup15/" style="border:0px #ffffff none;" name="myiFrame" scrolling="no" frameborder="1" marginheight="0px" marginwidth="0px" height="244" width="720" allowfullscreen></iframe>

კოჯორი

ზამთრის ტყე თითქოს ცოცხლდება ზღაპრული და წარმოუდგენელი სილამაზით. შაბათ-კვირის გატარება მის სიახლოვეს ნიშნავს აღმოჩნდეთ იდუმალ სამყაროში. ზამთრის ტყე სავსეა კომფორტითა და სიჩუმით, რაც ქმნის იდეალურ ადგილს დასვენებისა და მედიტაციისთვის. ფიჭვებს შორის სეირნობა, შემდეგ კი სასტუმროში დასვენება ცხელი სასმელების თანხლებით - ეს ყველაფერი იდეალურ განტვირთვას და დასვენებას გპირდებათ.


<iframe class="hotsale-iframe" src="https://new.hotsale.ge/new_markup16/" style="border:0px #ffffff none;" name="myiFrame" scrolling="no" frameborder="1" marginheight="0px" marginwidth="0px" height="244" width="720" allowfullscreen></iframe>

სიღნაღი

პატარა, საოცრად მყუდრო და ულამაზესი სიღნაღი იდეალურია ხმაურიანი ქალაქიდან თავის დასაღწევად. უკიდეგანო ჰორიზონტის და მთების ყურება დაგეხმარებათ სულიერი სიმშვიდის პოვნაში. ქვით მოკირწყლულ პატარა ქუჩებში შეძლებთ შეიძინოთ საახალწლო ნუგბარი, სასმელები, ისადილოთ გემრიელად და გადაიღოთ ულამაზესი ფოტოები ოჯახის წევრებთან, ან მეგობრებთან ერთად.

<iframe class="hotsale-iframe" src="https://new.hotsale.ge/new_markup17/" style="border:0px #ffffff none;" name="myiFrame" scrolling="no" frameborder="1" marginheight="0px" marginwidth="0px" height="244" width="720" allowfullscreen></iframe>

ქალაქის მახლობლად დასვენების გასაოცარი შესაძლებლობების აღმოჩენით არა მხოლოდ დაზოგავს ფულს, არამედ გააფართოვებთ თავგადასავლების ჰორიზონტს. არ აქვს მნიშვნელობა ტბას აირჩევთ, ტყეს თუ სხვა ადგილებს - თითოეული ადგილი ინახავს თავის უნიკალურ მომენტებსა და გამოცდილებას. დანაზოგების ყველაზე დიდი პლატფორმა „ჰოთსეილი“ კი დაგეხმარებათ უზრუნველყოთ ბიუჯეტური დასვენება თბილისთან ახლოს. დატკბეთ ბუნებით, დაისვენოთ და შექმნათ დაუვიწყარი მოგონებები თქვენი მყუდრო სახლიდან შორს გზაზე წასვლის გარეშე.