ავტორი:

"თბილისი რამდენიმე უბნად დანაწევრდება, იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა" - ზვიად გამსახურდიას წინასწარმეტყველება თბილისის ომამდე რამდენიმე თვით ადრე და უმძიმესი დღის უნიკალური კადრები

"თბილისი რამდენიმე უბნად დანაწევრდება, იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა" - ზვიად გამსახურდიას წინასწარმეტყველება თბილისის ომამდე რამდენიმე თვით ადრე და უმძიმესი დღის უნიკალური კადრები

თბილისის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა. 1991 წლის 22 დეკემბერს რუსთაველზე გავარდა პირველი ტყვია, რომლის შედეგებს ლამის დღემდე ვიმკით. თბილისის ომი ზვიად გამსახურდიას დამხობით დასრულდა, რასაც მოჰყვა აფხაზეთის ომი, სამოქალაქო ომი.. ქვეყანა სრულ წყვდიადში და ქაოსში ჩაიძირა.

სხვათა შორის, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ იწინასწარმეტყველა, რა მოჰყვებოდა მის დამხობას.

"მე დაგიხატავთ ჩემი პოსტიდან წასვლის შემდგომ თბილისს: თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება, შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები, მათ შორის იქნება მუდმივი ბრძოლა ძალაუფლებისა და ზეგავლენისთვის. იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა, მოიშლება ყველაფერი – ელექტროენერგია, გაზი, კომუნიკაციები... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“, - აცხადებდა ზვიად გამსახურდია.

ცნობილი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის ფოტოარქივში ინახება უნიკალური კადრები, რომლებიც თბილისში, 32 წლის წინ, ომის დაწყების დღესაა გადაღებული.

"თბილისი 1991 წლის 22 დეკემბერი. ზუსტად 30 წლის წინ დაიწყო ე.წ. თბილისის ომი. რუსთაველის პროსპექტი და ჯორჯიაშვილის (ეხლა ჭანტურიას) ქუჩა", - ვკითხულობთ გამოქვეყნებული ფოტოების აღწერაში, რომელსაც 2 წლის წინ მეჩითოვი აქვეყნებდა...წაიკითხეთ - თბილისის ომი - სისხლიანი კლოუნადა