სწრაფი ურბანიზაციის ფონზე სულ უფრო მეტად იზრდება მწვანე სივრცეებზე მოთხოვნა და დეველოპერული სექტორიც აღნიშნულ ტენდენციაზე მორგებას იწყებს. ხმაური, ხალხმრავლობა, საცობები, გამონაბოლქვი ადამიანს სტრესულ გარემოში ამყოფებს, რაც დროთა განმავლობაში ცხოვრების ხარისხზე ნეგატიურად აისახება.
ბუნებრივია, ადამიანს ჰქონდეს მოთხოვნილება, იცხოვროს განვითარებულ, ჩქარ და სიცოცხლით სავსე ურბანულ ცენტრებში, თუმცა ამავდროულად მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბუნებასთან ჰქონდეს სიახლოვე. ეს განტვირთვაში, ახალი ენერგიით შევსებასა და როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ ვხვდებით ათასობით კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ მწვანე სივრცეებს ევროპულ ქალაქებში მოგზაურობისას, იქნება ეს ამსტერდამი, ბერლინი, კოპენჰაგენი, ვენა, ვარშავა თუ სხვა. აღნიშნულ პარკებში თითქმის ხელუხლებლად არის შენარჩუნებული მწვანე საფარი, რაც ჰაერის გაჯანსაღებისა და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას იძლევა.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცენტრი თბილისი სამშენებლო-დეველოპერული მიმართულებით სწრაფად ვითარდება, თუმცა ამ პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა ზოგიერთ უბანში მცხოვრებლებს ეკოლოგიური პრობლემები შეუქმნა, რამაც როგორც ქალაქის ცენტრში, ისე მის შემოგარენში საცხოვრებელ კომპლექსებზე მოთხოვნა გაზარდა. მსგავს პროექტებში გადამწყვეტი როლი პარკებსა და მწვანე ნარგავების სიმრავლეს ენიჭება, ამასთან, მათში გათვალისწინებულია ურბანიზაციისთვის დამახასიათებელი ყველა სერვისი და ინფრასტრუქტურა, რაც მაცხოვრებლისთვის სრულ კომფორტს ქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბნების სწრაფი განაშენიანება კვლავაც გრძელდება, დეველოპერების ნაწილმა სხვაგვარი სტრატეგია აირჩია - განავითარონ პროექტები, რომლებიც ორგანულად ერწყმის ბუნებას და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების საშუალებას გვაძლევს.
სწორედ არსებული მოთხოვნით არის ნაკარნახევი „დევარტ გრინ გარდენსი“ - ახალი პროექტი ხუდადოვის ტყესთან, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ყველა საკვანძო ქუჩას. აღნიშნულ ტერიტორიას ხშირად მტკვრის მარცხენა სანაპიროს „ფილტვებს“ უწოდებენ ხოლმე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არა მხოლოდ არსებული ნარგავების შენარჩუნება, არამედ აქ არსებული მწვანე გარემოს კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და 100 ძირი ხე-მცენარის დარგვა.
„დევარტ გრინ გარდენსი“ მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, გათავისუფლდნენ ხმაურისა და სტრესისგან და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ აქ არსებული მწვანე გარემოსგან. პროექტი ხორციელდება 12000 მ2 ტერიტორიაზე და მოიცავს დაბალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ზონებს, კომერციულ ფართებს, საბავშვო და რეკრეაციულ სივრცეებს. გარდა მოსაზღვრე რეკრეაციული ზონისა, საცხოვრებელ კომპლექსს აქვს საკუთარი შიდა 8 000 კვ.მ ფართობის ეზო, სადაც მრავალწლიანი წიწვოვანი ხეებია.
ინვესტიცია 27 500 000 ლარია. პირველი ბლოკის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დასრულდება, საცხოვრებელი კომპლექსი სრულად კი 2025 წლის დეკემბერში ჩაბარდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
R