ავტორი:

"მან, სავარაუდოდ, გასულ კვირას ტყეში 32 წლის მამაკაცი და მისი ორი თვის ქალიშვილიც მოკლა" - საუკუნის მასობრივი თავდასხმა ევროპის უძველეს უნივერსიტეტში: რა სიახლეა მკვლელ სტუდენტზე?

"მან, სავარაუდოდ, გასულ კვირას ტყეში 32 წლის მამაკაცი და მისი ორი თვის ქალიშვილიც მოკლა" - საუკუნის მასობრივი თავდასხმა ევროპის უძველეს უნივერსიტეტში: რა სიახლეა მკვლელ სტუდენტზე?

შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში 15 ადამიანი მოკლა, გასულ კვირას ტყეში ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი - ჩეხური მედიის ცნობით, პრაღის მახლობლად, კლანოვიცკის ტყეში, 32 წლის მამაკაცი და მისი ორი თვის ქალიშვილი მოკლეს.

პოლიციის ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცი კარლის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, კანონიერად ფლობდა იარაღს და უნივერსიტეტზე თავდასხმის დღეს საკუთარი მამაც მოკლა.

პრაღის პოლიციის უფროსმა მარტინ ვონდრასეკმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი მძიმედ იყო შეიარაღებული და ფლობდა უამრავ საბრძოლო მასალას. მისივე თქმით, იგი წარჩინებული სტუდენტი იყო და კრიმინალური წარსული არ ჰქონია.

თავდამსხმელის გარდაცვალება უკვე დადასტურდა. ვარაუდობენ, რომ მან თავი მოიკლა. მაგრამ პოლიციის თქმით, გარდაცვალების ზუსტ მიზეზს შემდგომი გამოძიება დაადგენს.

ცნობისთვის, კარლის უნივერსიტეტი 1347 წელს დაარსდა - იგი ევროპაში ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტადაა მიჩნეული.

აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მასობრივი სროლაა. თავდასხმას, ამ საუკუნეში, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაღუპვის მაჩვენებელი აქვს.

ცნობისთვის, კარლის უნივერსიტეტი მდებარეობს ტურისტულ ზონაში, ისტორიული ხიდიდან დაახლოებით 500 მეტრში...წყარო

წაიკითხეთ ასევე: