ავტორი:

პრაღაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა - ირკვევა, რომ დღეს დილით თავდამსხმელის მამა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

პრაღაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა - ირკვევა, რომ დღეს დილით თავდამსხმელის მამა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის პოლიცია ავრცელებს. დაღუპულთა შორის არის თავდამსხმელიც. პოლიციის ინფორმაციით, ის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი, 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იყო.

აღსანიშნავია, რომ პოლიციის განცხადებით, დღეს დილით თავდამსხმელის მამა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ცნობისთვის, ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღას ცენტრში, უნივერსიტეტთან სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის შენობასთან, რომელიც იან პალაჩის მოედანზე მდებარეობს. ხელისუფლების განცხადებით, გადაკეტილია მთელი მოედანი და მიმდებარე ტერიტორია.

ცნობისთვის, კარლის უნივერსიტეტი მდებარეობს ტურისტულ ზონაში, ისტორიული ხიდიდან დაახლოებით 500 მეტრში.