ავტორი:

"ის ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, 24 წლის ახალგაზრდა იყო" - რა ხდებოდა პრაღაში, უნივერსიტეტში თავდასხმისას და რას წერს მედია თავდამსხმელის შესახებ (ფოტოები)

"ის ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, 24 წლის ახალგაზრდა იყო" -  რა ხდებოდა პრაღაში, უნივერსიტეტში თავდასხმისას და რას წერს მედია თავდამსხმელის შესახებ (ფოტოები)

ბოლო ინფორმაციით, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში თავდასხმის შედეგად დაღუპულია 15 (მათ შორის თავდამსხმელი) და დაჭრილია 30-მდე ადამიანი.

როგორც ჩეხეთის მედია სტუდენტებს შორის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელი ოცდაოთხი წლის ახალგაზრდა მამაკაცი, დევიდ კოზაკი იყო, რომელიც ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია

მედიაში ვრცელდება ფოტოები, სადაც ასახულია თუ რა ხდებოდა უნივერსიტეტში და მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის დროს:

ცნობისთვის, ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღას ცენტრში, უნივერსიტეტთან სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის შენობასთან, რომელიც იან პალაჩის მოედანზე მდებარეობს. ხელისუფლების განცხადებით, გადაკეტილია მთელი მოედანი და მიმდებარე ტერიტორია.

ცნობისთვის, კარლის უნივერსიტეტი მდებარეობს ტურისტულ ზონაში, ისტორიული ხიდიდან დაახლოებით 500 მეტრში.

ავტორი: ანრი კურტანიძე