მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი: ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია გადაშენებული სახეობების აღდგენაზე მუშაობს - ჯერ ტასმანიური მგლის, შემდეგ კი უკვე მამონტის "გაცოცხლება" იგეგმება
კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი: ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია გადაშენებული სახეობების აღდგენაზე მუშაობს - ჯერ ტასმანიური მგლის, შემდეგ კი უკვე მამონტის "გაცოცხლება" იგეგმება

ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია უკვე გა­და­შე­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბის, ტას­მა­ნი­უ­რი მგლის, იგი­ვე თი­ლა­ცი­ნის, ანუ ჩან­თო­სა­ნი მგლის აღ­დგე­ნას და მის ბუ­ნე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას გეგ­მავს.

გა­მო­ცე­მა Newsweek-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინი­ცი­ა­ტი­ვა და­ლას­ში და­ფუძ­ნე­ბულ ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნია Colossal Biosciences-ს ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა მრჩე­ველ­თა კო­მი­ტე­ტი და ტას­მა­ნი­უ­რი მგლის გარ­და, მო­მა­ვალ­ში მა­მონ­ტი­სა და ფრინ­ვე­ლი დო­დოს ჯი­შის აღ­დგე­ნას გეგ­მავს.

Colossal Biosciences იმე­დოვ­ნებს, რომ ტას­მა­ნი­უ­რი მტა­ცებ­ლის აღ­დგე­ნით, ეკო­სის­ტე­მა მის ბუ­ნებ­რივ წო­ნას­წო­რო­ბას და­იბ­რუ­ნებს. მეც­ნი­ე­რე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თი­ლა­ცი­ნის დაბ­რუ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­რი­ღი, თუ რო­დის შე­იძ­ლე­ბა და­ი­ბა­დოს ტას­მა­ნი­უ­რი მგლის პირ­ვე­ლი ლეკ­ვი, ცნო­ბი­ლი არ არის. თუმ­ცა კომ­პა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ პირ­ველ მა­მონტს, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2028 წელს გა­მო­იყ­ვანს.

ტას­მა­ნი­უ­რი მგე­ლი არის ხორ­ცისმჭა­მე­ლი ძუ­ძუმ­წო­ვა­რი ცხო­ვე­ლის გა­და­შე­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც სრუ­ლად 1930-იან წლებ­ში გა­ნად­გურ­და. თი­ლა­ცი­ნი ტას­მა­ნი­ა­ში, ავ­სტრა­ლი­ა­სა და ახალ გვი­ნე­ა­ში ბი­ნად­რობ­და. პირ­ვე­ლად მათი გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი მას შემ­დეგ შემ­ცირ­და, რაც ადა­მი­ა­ნებ­მა გვი­ნე­ა­ზე ავ­სტრა­ლი­უ­რი ვე­ლუ­რი ძაღ­ლი - დინ­გო შე­იყ­ვა­ნეს. ძაღ­ლებ­მა ჩან­თო­სა­ნი მგლე­ბი შე­ა­ვიწ­რო­ვეს და ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, სა­ცხოვ­რებ­ლად კუნ­ძულ ტას­მა­ნი­ა­ზე გა­და­ე­ნაც­ვლათ.

ბევ­რი ავტრა­ლი­ე­ლი ფერ­მე­რი მი­იჩ­ნევ­და, რომ ეს მგლე­ბი სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­დნენ მათი ცხვრის ფა­რე­ბის­თვის და ამი­ტომ მა­სი­უ­რად ანად­გუ­რებ­დნენ მათ. ით­ვლე­ბა, რომ უკა­ნას­კნე­ლი ჩან­თო­სა­ნი მგე­ლი 1930 წელს მოკ­ლეს, ხოლო 1936 წელს სი­ბე­რის­გან ზო­ო­პარკში და­ი­ღუ­პა მისი ბოლო ეგ­ზემპლა­რი. ტას­მა­ნი­უ­რი მგლის გა­და­შე­ნე­ბის ზუსტ თა­რი­ღად 1936 წელი მი­იჩ­ნე­ვა.

მო­ამ­ზა­და: თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინნა
9

ანუ კოპრუს კორპუს რამდენიმე წელში მაწანწალა ძაღლებივით გვეყოლება მაწანწალა ტასმანიური მგლები და რომ გაღეჭავს ბავშვებს, ბავშვი იქნება დამნაშავე. რადგან ბავშვს გემრიელი ხორცი აქვს. მაწანწალა სულ მართალია...

მესიაკონი
5

ჯერ სტალინი და რუზველტი აღადგინეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი: ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია გადაშენებული სახეობების აღდგენაზე მუშაობს - ჯერ ტასმანიური მგლის, შემდეგ კი უკვე მამონტის "გაცოცხლება" იგეგმება

კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი: ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია გადაშენებული სახეობების აღდგენაზე მუშაობს - ჯერ ტასმანიური მგლის, შემდეგ კი უკვე მამონტის "გაცოცხლება" იგეგმება

ბიოტექნოლოგიური კომპანია უკვე გადაშენებული სახეობის, ტასმანიური მგლის, იგივე თილაცინის, ანუ ჩანთოსანი მგლის აღდგენას და მის ბუნებაში დაბრუნებას გეგმავს.

გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, ინიციატივა დალასში დაფუძნებულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Colossal Biosciences-ს ეკუთვნის, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ ჩამოაყალიბა მრჩეველთა კომიტეტი და ტასმანიური მგლის გარდა, მომავალში მამონტისა და ფრინველი დოდოს ჯიშის აღდგენას გეგმავს.

Colossal Biosciences იმედოვნებს, რომ ტასმანიური მტაცებლის აღდგენით, ეკოსისტემა მის ბუნებრივ წონასწორობას დაიბრუნებს. მეცნიერები კი მიიჩნევენ, რომ თილაცინის დაბრუნება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიომრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად და მომავალი თაობებისთვის შესანარჩუნებლად.

ოფიციალური თარიღი, თუ როდის შეიძლება დაიბადოს ტასმანიური მგლის პირველი ლეკვი, ცნობილი არ არის. თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ პირველ მამონტს, სავარაუდოდ, 2028 წელს გამოიყვანს.

ტასმანიური მგელი არის ხორცისმჭამელი ძუძუმწოვარი ცხოველის გადაშენებული სახეობა, რომელიც სრულად 1930-იან წლებში განადგურდა. თილაცინი ტასმანიაში, ავსტრალიასა და ახალ გვინეაში ბინადრობდა. პირველად მათი გავრცელების არეალი მას შემდეგ შემცირდა, რაც ადამიანებმა გვინეაზე ავსტრალიური ველური ძაღლი - დინგო შეიყვანეს. ძაღლებმა ჩანთოსანი მგლები შეავიწროვეს და ისინი იძულებული გახდნენ, საცხოვრებლად კუნძულ ტასმანიაზე გადაენაცვლათ.

ბევრი ავტრალიელი ფერმერი მიიჩნევდა, რომ ეს მგლები საშიშროებას წარმოადგენდნენ მათი ცხვრის ფარებისთვის და ამიტომ მასიურად ანადგურებდნენ მათ. ითვლება, რომ უკანასკნელი ჩანთოსანი მგელი 1930 წელს მოკლეს, ხოლო 1936 წელს სიბერისგან ზოოპარკში დაიღუპა მისი ბოლო ეგზემპლარი. ტასმანიური მგლის გადაშენების ზუსტ თარიღად 1936 წელი მიიჩნევა.

მოამზადა: თეონა რამაზაშვილმა